დიდ პარასკევს რუსი და უკრაინელი ოჯახები ატარებენ ჯვარს-ვატიკანი

რომში ჯვრით მსვლელობაზე, რომელიც ტრადიციულად კათოლიკური აღდგომის წინა დღეს ტარდება პაპის ხელმძღვანელობით, წელს ჯვარს უკრაინელი და რუსი ოჯახები ატარებენ. ინფორმაციას vaticannews.va ავრცელებს. 

მსვლელობა გაიმართება დიდ პარასკევს, 15 აპრილს, კოლიზეუმში. რომის პაპმა ფრანცისკემ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც მრავალი წელია ერთად მუშაობენ რომის ჰოსპისში. 

„ეს ქალები დაახლოებით 20 წელია იტალიაში ცხოვრობენ და ამჟამად ერთად მუშაობენ პალიატიური მზრუნველობის განყოფილებაში და ეხმარებიან პაციენტებს, რომლებსაც ერთი შეხედვით ვეღარ უშველიან. ამ ქალების სიტყვები, რომლითაც ისინი ყოველდღე მიმართავენ ტანჯვისათვის განწირულებს, გამოხატავს მშვიდობის იმედს“, - იუწყება ვატიკანის პრესსამსახური. 

მსვლელობა, რომელიც ტარდება რომში ყოველწლიურად კათოლიკური აღდგომის წინა პარასკევს, სიმბოლოა იესო ქრისტეს გზაზე განკითხვის ადგილიდან გოლგოთამდე. მსვლელობაზე ატარებენ ხის დიდ ჯვარს. ლოცვის ცერემონიას უწოდებენ ჯვრის გზის საღვთო მსახურებას, ან ჯვრის გზას (Via Crucis). 

მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაპი კათოლიკურ ერესზე დაფუძნებულ დღესასწაულს ,,მიუძღვნის’’ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას.

სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.

ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო

პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.

ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.