იგავი: კუბოში მძინარე დურგალი

მოკლე და შემეცნებითი იგავი თავმდაბალი დურგლის შესახებ.
სახელოსნოში გამოცდილი დურგალი მუშაობდა. სოფლის მცხოვრებლები მას ხშირად აძლევდნენ შეკვეთებს. ერთ დღეს, კლიენტი შევიდა სახელოსნოში ლანჩის შესვენების დროს, მაგრამ ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ის ძალზედ შეშინებული გამოვარდა. იქვე მსდომმა მუშებმა ჰკითხეს მას: "რა მოხდა?"
- როგორ თუ "რა მოხდა"? თქვენი დურგალი მოკვდა!
- შეუძლებელია! – დაეჭვდნენ დურგლები. - ლანჩამდე სრულიად ჯანმრთელი იყო!
”არ ვიცი, რა დაემართა მას ლანჩამდე”, - აღშფოთდა მომხმარებელი, ”მაგრამ ახლა ის უკვე მკვდარი წევს ახალ კუბოში.”
- აი თურმე რა! – გაიცინეს მუშებმა. - დიახ, ეს მისი ჩვევაა: ლანჩის დროს ყოველთვის ახალ კუბოში სძინავს!
„ასევე თქვენც მკვდრად ჩათვალეთ თავი ცოდვისთვის, მაგრამ ცოცხლად ჩვენი უფალი იესო ქრისტესთვის“ (რომ. 6:11).





