ამსტერდამი ზელენსკის: ქრისტეს მიმდევრებზე თავდასხმა თქვენს სინდისზეა

ზელენსკის პოსტს სოციალურ ქსელში უმე-ის ამერიკელი იურისტი გამოეხმაურა.
საერთაშორისო უფლებადამცველი კომპანიის Amsterdam & Partners LLP ხელმძღვანელმა, უმე-ის ადვოკატმა რობერტ ამსტერდამმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის X პოსტში კომენტარი გააკეთა, რომ რუსეთთან ომის დრო ასევე არის დრო, რომელიც აერთიანებს, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანად დარჩენა და ერთმანეთზე ზრუნვა, სიცოცხლის დაცვა.
„სრულიად გეთანხმები!!! შეაჩერეთ კანონპროექტი 8371 და უდანაშაულო მღვდლების დაპატიმრება. ეს გიჟური თავდასხმა ქრისტეს მიმდევრებზე და ავადმყოფი მიტროპოლიტის დაპატიმრება თქვენს სინდისზეა! აღკვეთის ღონისძიების სახით 60 დღიანი პატიმრობა გირაოს შეფარდების უფლების გარეშე.
როგორც მჟკ იტყობინება, ამერიკელმა უფლებადამცველმა მანამდე განაცხადა, რომ შოკირებულია უმე-ის იერარქების წინააღმდეგ განხორციელებული საქმეებით.



