მეუ-ში ბავშვის ონლაინ ნათლობის ფორმატის შესახებ საუბრობდნენ
სიახლე დაკავშირებულია იმ შემთხვევასთან, თუ ბავშვის მამა ან ნათლია ფრონტზე იმყოფება.
ჩერნიგოვში მეუ-ს „მღვდლები“ გვთავაზობენ ბავშვის ნათლობის ჩატარებას დისტანციურ ფორმატში. ასეთი პრაქტიკა გაჩნდა ქალაქის ზოგიერთ ტაძარში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, იუწყება Чеline.
წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძრის წინამძღვარი რომანოზი (კინიკი) ამბობდა, რომ ისინი ნათლობას ზოგჯერ ვიდეოკავშირის საშუალებით ატარებენ. ეს გადაწყვეტილება გახდა აქტუალური იმის გამო, რომ ზოგიერთი ნათესავი ან ნათლია ფრონტზე იმყოფება.
„ზოგჯერ მშობლებს სურთ ნათლიის არჩევა, მაგრამ ის უკრაინის დასაცავად არის წასული. ამ შემთხვევაში რთავენ ტელეფონს და ნათლია გამოდის კავშირზე. ადგილზე იმყოფება მისი ცოლი, რომელსაც ხელში უჭირავს ტელეფონი. ის კი ამ საიდუმლოებას ტელეფონის საშუალებით უერთდება“, - განმარტავს მეუ-ს კლირიკოსი.
მეუ-ში დააზუსტეს, რომ ეს ფორმატი არ ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონებს. ონლაინ მყოფი ადამიანი სულიერად მონაწილეობს ნათლობაში, რომელიც სრულყოფილად ტარდება. დაბრუნებისას ნათლიას შეუძლია აიყვანოს ბავშვი ხელში, აჩუქოს მას თავისი სიყვარული და სითბო.
როგორც მჟკ იუწყებოდა, 2020 წ. 11 მაისს მეუ-ს ჩერკასკის ეპარქიის „მღვდელმა“ დიმიტრი ვაისბურდმა ჩაატარა „სრულყოფილი ონლაინ-ლიტურგია“, რომელსაც შეუერთდა მეუ-ს ზოგიერთი სხვა კლირიკოსი, აგრეთვე ამ ორგანიზაციის ერისკაცები. ისინი მონიტორების წინ „აკურთხებდნენ წმინდა ძღვენს“ და შემდეგ „ეზიარებოდნენ“.