პატრიარქი ბართლომე ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ: ნიღბები ჩამოიხსნეს?

27 June 2023 11:55
3576
პატრიარქი ბართლომე ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგია? ფოტო: СПЖ პატრიარქი ბართლომე ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგია? ფოტო: СПЖ

ევროეკლესიების ასამბლეაზე ფანარიონის მეთაურმა გააკრიტიკა  ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული  თანამშრომლობა და მას „ახალი ეკუმენიზმი“ უწოდა. გავაანალიზოთ, რას ნიშნავს ეს.

2023 წ. 18 ივნისს ტალინში გაიმართა ევროპული ეკლესიების კონფერენციის (ეეკ) 16-ე საერთო ასამბლეა. თვით ეს ორგანიზაცია,  ჩამოყალიბებული 1959 წ., მიზნად ისახავდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ხალხთა შერიგებისკენ მოწოდებას. რმე იყო ეეკ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და აქტიური მონაწილე 2008 წლამდე, როდესაც მან თავად შეაჩერა მონაწილეობა ამ ორგანიზაციაში. სულ ეეკ-ის შემადგენლობაში შედის ევროპის 125 ქრისტიანული კონფესია. ამჟამინდელი ასამბლეა აღინიშნა იმით, რომ მასში მიღებული იყო მეუ.

ახლა კი, პატრიარქ ბართლომეს სკანდალური განცხადების შესახებ. ის ეხებოდა ეკუმენიზმის თემას  და აღნიშნავდა, რომ ეგრეთ წოდებული „კარგი“ ან „კლასიკური“ ეკუმენიზმი სწორია. ეს ეკუმენიზმი განვითარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც იქმნებოდა სხვადასხვა ევროპული და მსოფლიო ეკუმენისტური ორგანიზაციები, რომლებიც მოწოდებულები იყვნენ გაემართათ დიალოგი სხვადასხვა კონფესიათა წარმომადგენლებს შორის. 

ითვლებოდა, რომ ასეთი დიალოგი ხელს შეუწყობს ხალხთა შორის ურთიერთგაგებას და იმ გაყოფის გადალახვას, რომელიც წარმოიშვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მიზნები ძირითადად კარგი იყო, მაგრამ თვით რელიგიური ორგანიზაციების თანამშრომლობა ცოტა სხვა მიმართულებით წარიმართა. ეს „კარგი“ ეკუმენიზმი გამომდინარეობდა ყველა რელიგიის  ან, ყოველ შემთხვევაში, ყველა ქრისტიანული კონფესიის თანასწორობის იდეიდან. ამ იდეოლოგიის თანახმად, არც ერთმა კონფესიამ არ უნდა გამოთქვას პრეტენზია უნიკალურობაზე, იმაზე, რომ ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია, ხოლო დანარჩენები ერეტიკული ცრუ სწავლებების წარმომადგენლები არიან. ეს უპატივისმცემლობად ითვლება, სხვა კონფესიისადმი არატოლერანტულ დამოკიდებულებად, თუმცა, ძირითადად, სწორედ ეს არის  ქრისტიანული სწავლება ეკლესიის შესახებ: „მრწამს ერთიანი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“.

 „კარგი“ ეკუმენიზმი
„კარგი“ ეკუმენიზმი ითვალისწინებს, რომ კედლები კონფესიებს შორის, უფრო ფართო გაგებით კი რელიგიებს შორის, ზეცამდე ვერ აღწევს. ძალზე ხატოვანი გამონათქვამია. მაგრამ ქრისტიანული კონფესიები, რომ არაფერი ვთქვათ რელიგიებზე, ერთმანეთისგან წვრილმანებით კი არ განსხვავდებიან, არამედ ძალზე მნიშვნელოვანი მომენტებით. განსხვავება დოგმატურ სარწმუნოებრივ ცნებებშია, სწავლებაში ზნეობრიობის შესახებ, განსხვავებები იმაშია, რაც რელიგიური მსოფლმხედველობის საფუძველს წარმოადგენს - ყველაფერი ეს არ აძლევს საშუალებას რელიგიურ ორგანიზაციებს, რომ თავიანთ ეკუმენიზმში, რაღაც ყოფითი ამქვეყნიური საკითხების გადაწყვეტისას, უბრალო თანამშრომლობის ფარგლებს გასცდნენ. თუმცა „კარგი“ ეკუმენიზმი უფრო შორს მიდის და ცდილობს არა მარტო კონფესიების, არამედ რელიგიების გაერთიანებასაც კი. ერთიანი „ღვთისმსახურებების“ და „წესების“ ჩატარება ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

აი, რას წერს ამ „კარგ“ ეკუმენიზმზე ამერიკელი მოღვაწე სერაფიმე (როუზი) წიგნში „მომავლის მართლმადიდებლობა და რელიგია“: „უახლოეს დრომდე ითვლებოდა, რომ ეკუმენიზმი ამდენად ხელოვნურია, სინთეტურია, რომ საკუთრივ არანაირი სულიერების მატარებელი ის არ არის; ეკუმენისტურ შეკრებებზე ჩატარებული „ლიტურგიები“ - ვრცელიც და მცირეც, მოლოდ და მხოლოდ პროტესტანტული საკვირაო მსახურების უფრო რთულ ვარიანტებს წარმოადგენდნენ. მაგრამ თვით ეკუმენისტური ერესის ბუნება - რწმენა იმისა, რომ არ არსებობს ქრისტეს ერთიანი ხილული ეკლესია, რომ ეს ეკლესია მხოლოდ ახლა ყალიბდება - გარკვეულ სულიერ გავლენას ახდენს მათზე, ვინც მისი გავლენის ქვეშ ექცევა, ვინც დროთა განმავლობაში ეკუმენიზმისთვის დამახასიათებელ „ღვთისმოსაობას“ და „სულიერებას“ აღწევს. ეს ეკუმენისტური „ღვთისმოსაობა“ და „სულიერება“ ყველაზე ნათლად ვლინდება ლიბერალიზმისა და ტოლერანტობის პოლიტიკაში ნებისმიერი სიმახინჯისა და გადახრის მიმართ. სპეკულირებენ რა სიყვარულის შესახებ  უფლის სიტყვებით „რათა ყველანი ერთნი იყვნენ“ (იოანე 17,21), ეკუმენიზმის მომხრეები, მათ შორის მათლმადიდებლებიც, ქადაგებენ ტოლერანტობას ქრისტიანული ნორმებისგან ისეთ გადახრებზე, როგორებიცაა ლგბტ, აბორტები, ევთანაზია და ასე შემდეგ.

მაგალითად, 2022 წ. 21 იანვარს, ეგრეთ წოდებული „ეკლესიების ერთიანობისთვის ეკუმენისტური ღვთისმსახურების“ დროს, რომელიც ფანარიონში ჩატარდა, პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა: „ეკუმენისტური მოძრაობის მომავალი მდგომარეობს იმაში, რომ „სიყვარულის ნათელით“ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შევიტანოთ თმენისა და თანაარსებობის ახალი სიმბოლოები, რომლებიც ცრურწმენასა და დისკრიმინაციას ებრძვიან <...> როდესაც დღეს აქ ქრისტიანობის ერთიანობისთვის ვლოცულობთ, მოდით, იმედიანად ვიაროთ წინ იმ საერთო საქმის გზაზე, რომელიც ასე გვწადია“.

ამ ღონისძიებაზე ნათლად იყო ნაჩვენები „თმენის ახალი სიმბოლოები“. სხვა დანარჩენ რელიგიურ მოღვაწეთა შორის „ღვთისმსახურებაში“ ვიღაც ქალი-ეპისკოპოსი მონაწილეობდა და მისი დასწრება ფანარიონის მეთაურს არანაირად არ აბრკოლებდა.

როგორც ცნობილია, პატრიარქი ბართლომე ყველანაირად მხარს უჭერს აშშ-ს ახლანდელ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელიც, მიუხედავად მისი კათოლიკური რწმენისა, აშკარად მომხრეა ლგბტ იდეოლოგიის, აბორტების თავისუფლების და ასე შემდეგ. ფანარიონის ამერიკული საარქიეპისკოპოსო  და თვით კონსტანტინოპოლის პატრიარქი  ამ გზავნილის მხარდამჭერები არიან და მასებში ავრცელებენ მას.

მაგალითად, 2022 წლის 9 ივლისს ათენის მიდამოებში, ფანერომენის პანაღიის ტაძარში, აშშ-ში კონსტანტინოპოლის საარქიეპისკოპოსოს მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორემ ჰომოსექსუალური წყვილის ბავშვების ნათლობა ჩაატარა. ეს არ ყოფილა რაღაც  კერძო მოვლენა. მისი  მასშტაბი, რეზონანსი, რომელიც მან გამოიწვია, მონაწილეთა ცნობადობა და ფინანსური შესაძლებლობები, აგრეთვე მათი ჩართულობის ხარისხი ამერიკული საარქიეპისკოპოსოს საქმეებში და სხვა გარემოებები მეტყველებენ იმაზე, რომ ეს იყო გარკვეული სახის დეკლარირება, ხმამაღალი განაცხადი იმაზე, რომ ფანარიონმა შეცვალა დამოკიდებულება ლგბტ-ს მიმართ.

კიდევ ერთი განაცხადი იყო გაკეთებული 2023 წლის 10 ივნისს, როდესაც აშშ-ში ფანარიონის საარქიეპისკოპოსოს მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორემ ჩაატარა საღამოს ლოცვა მანჰეტენზე, აშშ-ს საეპისკოპოსოს წმინდა მოციქულ ბართლომეს ტაძარში. ამასთანავე, ღვთისმსახურება, რომელიც მიეძღვნა პატრიარქ ბართლომეს ანგელოზის დღეს, ჩატარდა ტაძარში, სადაც გამოფენილია ლგბტ-კავშირის დროშა.

ბევრი აკრიტიკებდა არქიეპისკოპოს ელპიდოფორეს ამის გამო, მაგრამ მან უპასუხა, რომ მათ, ვინც გმობს  მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას ტაძარში, სადაც ლგბტ-ს დროშებია, სიკეთე არ გააჩნიათ. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა და არც დამთხვევა არ ყოფილა, არამედ სწორედ ფანარიონის პოზიციის დეკლარირებაა როგორც ლგბტ იდეოლოგიის, ასევე ეკუმენიზმის მიმართ.

მისი აზრით, ჩვენ მსოფლიო პატრიარქის ანგელოზის დღეს აღვნიშნავთ აქ, სხვა ქრისტიანული თემის ეკლესიაში, ვინაიდან მისი უწმინდესობა თავად არის ეკუმენიზმის განმარტება“. ამაში ეპისკოპოსი ელპიდოფორე აბსოლუტურად მართალია: პატრიარქი ბართლომე მართლაც „თავად არის ეკუმენიზმის განმარტება“. მაგრამ მხოლოდ ახლა ირკვევა, რომ ეს ეკუმენიზმი შეიძლება „ცუდიც“ იყოს, თუ ის ტრადიციულ ღირებულებებს ემყარება.

 „ცუდი“ ეკუმენიზმი
როდესაც ეკუმენისტურ მოძრაობაში  ულტრალიბერალური განაცხადების რაოდენობა ზღვარს გადავიდა, როდესაც ისინი უკვე მკვეთრად გაემიჯნენ წმინდა წერილის ტექსტს და ყველაზე ტრადიციულ ღირებულებებს, ამ ყველაფერმა ბევრ რელიგიურ ორგანიზაციაში უკურეაქცია გამოიწვია. როგორც მართლმადიდებლებს, ასევე კათოლიკებს შორის, ზოგიერთ პროტესტანტულ დენომინაციაში კი უფრო ხმამაღლა გაისმა იმათი ხმები, ვინც აშკარად ამტკიცებდა ამ ლიბერალური განაცხადების შეუთავსებლობას ქრისტიანულ სწავლებასთან ზნეობრიობის შესახებ, რომ ლგბტ იდეოლოგიის და ყველა დანარჩენი ლიბერალური სიახლეების მიღება სახარების უარყოფას, იესო ქრისტეს სწავლების ღალატს ნიშნავს.
ბუნებრივია, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც ცდილობდნენ ზნეობრიობის შესახებ ტრადიციული ქრისტიანული სწავლების ერთგულების შენარჩუნებას, მალევე დაინახეს, რომ ისინი ამ საქმეში ერთმანეთის მოკავშირეები არიან. აგრეთვე შესამჩნევი გახდა წინააღმდეგობა სხვადასხვა კონფესიების ტრადიციული ღირებულებების მომხრეებსა და „კლასიკური“, „კარგი“ ეკუმენიზმის იმ  წარმომადგენლებს შორის, ვინც ლიბერალური განაცხადების გავრცელებას უწყობდა ხელს. ამ უკანასკნელებმა დაინახეს საფრთხე, მიმართული მათი ეკუმენისტური საქმიანობის წინააღმდეგ.

და აი, პატრიარქი ბართლომე, არა მარტო წარმომადგენელი ამ „კარგი“ ეკუმენიზმისა, არამედ, არქიეპისკოპოს ელპიდოფორეს სიტყვებით, „თვით ეკუმენიზმის განმარტება“, გამოვიდა სხვადასხვა კონფესიების ტრადიციული ღირებულებების მომხრეთა წინააღმდეგ და მას „ახალი ეკუმენიზმი“ უწოდა.

„არიან ისინი, ვინც „ახალი ეკუმენიზმისკენ“ მოუწოდებს - ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანება ეგრეთ წოდებული ტრადიციული ღირებულებების ირგვლივ. ეკუმენიზმის ეს ფორმა ქრისტიანულ ეკლესიებში უეჭველად ქმნის უცნაურ გაერთიანებებს. ეკლესიები, რომლებიც ადრე ნებისმიერი ფორმის  ეკუმენისტური საუბრების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ახლა მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ეგრეთ წოდებულ „ახალ ეკუმენიზმში“, რომელიც მხარს უჭერს ტრადიციულ ღირებულებებს“, - განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ.

ამის მოსმენა ძველი და თანმიმდევრული ეკუმენისტის ბაგეებიდან მეტად უცნაურია: როგორ უნდა გამოდიოდეს ეკუმენისტი ეკუმენიზმის წინააღნდეგ, მიუხედავად იმისა, „ძველია“ ის თუ „ახალი“? საქმეც იმაშია, რომ ტრადიციული ღირებულებების ერთგულება წარმოადგენს ეკუმენიზმისთვის მთავარ საფრთხეს, როგორც „ზეეკლესიის“ წარმოქმნისთვის, რომელიც სარწმუნოებაზე, მორალზე და ზნეობაზე სხვადასხვა შეხედულებების წარმომადგენლებს გააერთიანებს. იმ „ზეეკლესიისა“, რომელზეც წერდა მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) და ბევრი სხვა მოღვაწე და ღვთისმეტყველი.

თუ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს და ის გაფანტულია სხვადასხვა კონფესიებში, ნაწილი - აქ, ნაწილი - იქ, მაშინ ჩვენ ვეცდებით ამ კონფესიების გაერთიანებისკენ, რადგან ამ გზით შევძლებთ ჭეშმარიტების „შეგროვებას“. თუ ვამტკიცებთ, რომ ჭეშმარიტება არსებობს და არის ეკლესია, სადაც ის წარმოდგება მთელი სისავსით, მაშინ ჩვენ უნდა ვეძებოთ ეს ეკლესია, შევისწავლოთ ყოველი კონფესია, მისი შესაბამისობა  წმინდა წერილთან  და ეკლესიის გადმოცემასთან. ესე იგი უნდა წავიდეთ სულ სხვა მხარეს და არა იქ, სადაც გვექაჩებიან პატრიარქ ბართლომეს მსაგავსი ეკუმენისტები. ამიტომ ებრძვის ის ტრადიციული ღირებულებების მომხრეებს და „ახალ“ ეკუმენიზმს „ძველს“ უპირისპირებს. „თუ XX საუკუნეში ეკუმენიზმს განიხილავდნენ როგორც გზას კაცობრიობის საერთო  საზოგადოებრიობის და საერთო კეთილდღეობის ხედვის ჩამოყალიბებისკენ, ХХІ საუკუნის „ახალი ეკუმენიზმი“ იქცა დამმარცხებელ და დამანგრეველ ძალად“, - თქვა პატრიარქმა ბართლომემ.

მაგრამ ქრისტე იმისთვის არ მოსულა, რომ კაცობრიობა რაღაც აბსტრაქტული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების საფუძველზე გააერთიანოს, არამედ გაყოს ის მის მიმართ დამოკიდებულების კრიტერიუმით: „ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა. ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას“ (მთ. 10:32-35).

მარკოზის სახარება კი ქრისტეს უარყოფის კიდევ ერთ მხარეს გვიჩვენებს:  “რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით“ (მკ. 8:38). ესე იგი, ქრისტეს უარყოფს ის, ვისაც მისი სიტყვები ერცხვინება. და რა არის ქრისტეს სიტყვა? ეს წმინდა წერილია, რომელიც მოგვითხრობს ღვთის გამოცხადებაზე ხალხის წინაშე. და თუ წმინდა წერილი სოდომს ცოდვას უწოდებს, მაშინ ის, ვისაც ეს სიტყვები ერცხვინება, ქრისტეს უარმყოფელია, აქედან გამომდინარე ყველა შედეგითურთ.

თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ქრისტემ გააერთიანა ხალხი, მხედველობაში გვაქვს ის, რომ მან ხალხი თავის გარშემო გააერთიანა, მისი, როგორც ძე ღვთისას რწმენის გარშემო. ამ გაერთიანების ცენტრი არის ქრისტე და არა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები. მაგრამ „მისი უწმინდესობა“ პატრიარქი ბართლომე ძველი კეთილი ეკუმენიზმის მომხრეა, რომელიც არ ცნობს არც სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებებს და არც მორალურ ნორმებს. 

გარდა ამისა, ტრადიციული ღირებულებების დისკრედიტაციის მიზნით, ის ცდილობს, რომ ისინი რმე-თან დააკავშიროს. ეს საკმაოდ ეფექტური ხერხია, რომ არა ერთი გარემოება. სინამდვილეში, რმე-მ მხარი დაუჭირა რფ-ის სისხლიან აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, თითქოს იგივე ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზნით. ის, რომ ადამიანის სიცოცხლე უფრო ტრადიციული ღირებულებაა, ვიდრე ჰეტეროსექსუალური ორიენტაცია, რმე-ში ამ თემაზე დუმილი არჩიეს. ამის გამო რმე ბევრი ადამიანის თვალში ტოქსიკური გახდა. ამიტომ დღეს რელიგიურ სფეროში ვინმეს დისკრედიტაციის მიზნით, საკმარისია მისი დაკავშირება რმე-თან.

თუმცა პატრიარქმა ბართლომემ აქაც შეცდომის დაშვება მოახერხა. როდესაც ის ნეგატიურად ლაპარაკობდა იმაზე, რომ რმე ტრადიციული ღირებულებების მომხრეა, მაგალითად მოიყვანა „ცუდი“ ეკუმენიზმის შემთხვევები აშშ-ში. 

„მაგალითად, ზოგიერთი ამერიკელი ევანგელისტი ქრიატიანი, რომლებიც ადრე კათოლიკე და მართლმადიდებელ ქრისტიანებს მოიხსენიებდნენ როგორც „კერპთაყვანისმცემელ წარმართებს“, ახლა მზად არიან ითანამშრომლონ გარკვეულ კათოლიკე და მართლმადიდებელ ქრისტიანთან ამ ღირებულებების მხარდაჭერის მიზნით“, - აღნიშნა პატრიარქმა ბართლომემ. გამოდის, რომ ტრადიციული ღირებულებების მხარდაჭერა არა მარტო „რუსული ნარატივია“ და საქმე სულაც არ არის რმე-ში.

და რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
გამოდის, რომ პატრიარქმა ბართლომემ საკუთარი თავი ამხილა, ჩამოიხსნა ნიღაბი, რომლის  მიღმა ის ლიბერალური გზავნილის და ლგბტ იდეოლოგიის მომხრეობას და წმინდა წერილისგან სხვა გადახრებსაც  მალავდა. ახლა ყველასთვის გასაგები ხდება, თუ სად მიყავს მას თავისი მხარდამჭერები. კათოლიციზმში ახლა მწიფდება ნამდვილი განხეთქილება ლიბერალებს, რომლებიც  ლგბტ-ს უჭერენ მხარს,  ქალ-სამღვდელოებასა და ტრადიციულ ღირებულებათა დამცველ კონსერვატორებს შორის. იგივე ტენდენციები, თუმცა გარკვეული დაგვიანებით, შეინიშნება მართლმადიდებლობაშიც.

გერმანელი კათოლიკები, ბევრი მათი ძმა სხვა ქვეყნებიდან, თვით პაპი ფრანცისკე პოზიციონირებენ როგორც ლიბერალური გზავნილის  მომხრეები. ისინი სხვა კონფესიებთან დაახლოვებასაც ეთანხმებიან და მათთან გაერთიანებასაც კი. მართლმადიდებლობაში გამოჩნდა ტრადიციონალისტებად და ლიბერალებად გაყოფის კონტურები. უკანასკნელთა მხარეს უკვე მტკიცედ დგას ფანარიონი, განსაკუთრებით კი მისი ამერიკული საარქიეპისკოპოსო. ალექსანდრიის საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ სერიუზული რევერანსი გააკეთა „კარგი“ ეკუმენიზმის მიმართ. ვინ იქნება შემდეგი - ვნახოთ.

ერთი რამე უკვე საკმაოდ გარკვეულად შეგვიძლია ვთქვათ: ყველა ის, ვინც მართლმადიდებლობაში ფანარიონის პირველობა აღიარა, ვინც დაეთანხმა მის გადაწყვეტილებას უკრაინის საკითხში (და არა მარტო), ვინც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ავტორიტეტი ეკლესიის ტრადიციულ სწავლებაზე მაღლა დააყენა, ყველა ის იძულებული იქნება გაყვეს ფანარიონს მის „კარგ“ ეკუმენიზმში და უარი თქვას ტრადიციულ ღირებულებებზე.

არჩევანი ჩვენზეა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ