ხელისუფლების შემოტრიალება უმე-ს წინააღმდეგ: როგორია აშშ-ს როლი?
ხელისუფლება რელისიგიურ საკითხებში ყურს უგდებს დასავლეთის რჩევებს? ფოტო: СПЖ
2022 წელი უდაოდ იყო ყველაზე ტრაგიკული იყო უკრაინელებისთვის. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ის უმე-ს მორწმუნეებისთვის. ისევე როგორც ყველამ, მათაც დაკარგეს ომში ოჯახის წევრები და ახლობლები, მტერმა დაანგრია მათი სახლები და ქალაქები. ასევე - მათი ტაძრებიც. ომის დროს დაზიანდა და სრულად განადგურდა უმე-ს დაახლოებით 300 ეკლესია, 8 მონასტერი, მოკლულია 15 მღვდელი და ბერ-მონაზონი. თუმცა, ეს ყველაფერი არაა.
2022 წლის ბოლოს სახელმწიფომ ჩაატარა მთელი რიგი ხისტი ქმედებები უმე-ს წინააღმდეგ. უუს-ს მიერ ჩატარებული ჩხრეკა, სანქციები იერარქების წინააღმდეგ, რადაში ანტისაეკლესიო კანონპროექტების შეტანა, იჯარის გაუგრძელებლობა კიევ-პეჩორის ლავრასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „სახელის გადარქმევის“ კანონის თაობაზე, აქამდე არნახული შავი პიარის კამპანია მის-ში, - ეს ყოველივე მოულოდნელად და ერთ მომენტში მოხდა, რაღაც ხუთი-ექვსი კვირის განმავლობაში. ასეთი „ერთიანობა“ არ შეიძლება არ იყოს გასაკვირი. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლო თითქმის 4 წელი დუმდა. ძნელია შემთხვევითობა უწოდო მის გადაწყვეტილებას სწორედ ახლა.
ჯერ კიდევ გუშინ პრეზიდენტის ოფისსა და კულტურის სამინისტროში ერთსულოვნად აცხადებდნენ, რომ უმე-ზე თავდასხმები საზოგადოებაში გამოიწვევდა შიდა კონფლიქტებს, დღეს კი ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ განადგურდეს ქვეყნის ყველაზე მსხვილი კონფესია. ხელისუფლების მხრიდან სხვა სფეროებში ძალიან გონივრული ქმედებების გათვალისწინებით, ძნელია ამის არაკომპეტენტურობით ახსნა.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილება უმე-ს თაობაზე მიღებულ იქნა ახლახანს და მის შესასრულებლად ამოქმედდა ყველა შესაძლო რესურსი. და რას უნდა აეძულებინა უკრაინის ხელისუფლება ასეთი ქმედებებისკენ?
ამჟამად უკრაინაში ტრადიციული კონფესიებიდან მოქმედებს: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში და უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია (უბკე).
მეუ 2018 წლის დეკემბერში შეიქმნა ექს-პრეზიდენტ პ. პოროშენკოს ძალისხმევით უმე-ს კიევის საპატრიარქოსა და უამე-ს გაერთიანების გზით. ამასთან, ეს მოხდა აშშ-ს აქტიური მონაწილეობით. და ეს სულაც არაა კონსპიროლოგია. სახელმწიფო აქტიურად და სრულიად ღიად უჭერდა მხარს უკრაინაში ახალი კონფესიის შექმნას.
ტომოსამდე რამოდენიმე თვით ადრე უმე კს-ს მეთაური ფილარეტი ეპიფანე დუმენკოსთან ერთად აშშ-ში ჯო ბაიდენს შეხვდა, რომელიც აცხადებდა მომავალი საეკლესიო სტრუქტურის შექმნის მნიშვნელობის შესახებ. ამ პროექტის მხარდაჭერის თაობაზე ბევრჯერ აცხადებდნენ: სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიური თავისუფლების ელჩი სემუელ ბრაუნბეკი, სახელმწიფო დეპარტამენტის მაშინდელი მეთაური მაიკლ პომპეო, მისი ამჟამინდელი მეთაური კურტ ვოლკერი.
პირველი ოფიციალური მილოცვები შექმნისთანავე მეუ-მ მიიღო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საელჩოსგან. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ს. ბრაუნბეკი და ჯ. პაიეტი ერთდროულად სტუმრობდნენ ათონსა და ადგილობრივ ეკლესიებს, სადაც წინამძღოლებსა და იერარქებს ესაუბრებოდნენ ახალი უკრაინული კონფესიის აღიარების მნიშვნელობის შესახებ. ამჟამინდელი სახელმწიფო მდივარნი ვოლკერი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი - პომპეო ბევრჯერ შეხვდნენ მეუ-ს მეთაურს და აცხადებდნენ მისი სტრუქტურის მხარდაჭერის თაობაზე. ყველა ფაქტი ადასტურებს იმას, რომ მეუ-ს წინსვლა არის აშშ-ს პოლიტიკის ნაწილი ჩვენს ქვეყანაში. ასე იყო ომამდე და არ გვაქვს საფუძველი ჩავთვალოთ, რომ თითქოს რაიმე შეიცვალა ახლაც, როცა უკრაინას ძალიან სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო და ფინანსური დახმარება. ასევე - კონსულტაციები სრულიად განსხვავებულ საკითხებზე. ალბათ, ამერიკის მთავრობას უკრაინელებისთვის მხოლოდ სიკეთე სურს. თუმცა, რელიგიურ საკითხებში, იქ ობიექტურად ვერ აფასებენ უკრაინულ რეალიებს.
ეკლესია პოლიტიკური პარტია როდია, მისი აკრძალვა არაფერს მოიტანს
ყველასთვის ცხადია, რომ უკრაინელებს ომამდე ჰქონდათ სხვადასხვა პოლიტიკური უპირატესობა. ვიღაც ორიენტირებული იყო დასავლურ სამყაროზე, ვიღაცა რუსეთისკენ იყურებოდა. 24 თებერვლის შემდეგ ეს უკანასკნელი პრაქტიკულად არ დარჩა, რფ-ში ამისათვის ყველაფერი გააკეთეს. და ამ სიტუაციაში შეერთებული შტატების სურვილი მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი უკრაინელების პროდასავლურ სწრაფვას, გასაგებია. თუმცა, იქ სრულად ვერ აცნობიერებენ, რომ პოლიტიკური დაყოფის „პროდასავლური/პრორუსული“-ს პროექცია უკრაინის კონფესიურ სიტუაციაზე არის არაკორექტული. წარმოდგენა, რომ თითქოს მეუ და უბკე -„დემოკრატიული უკრაინელების“ ეკლესიებია, ხოლო უმე -„რუსული სამყაროსი“ - ძირეულად არამართებულია.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოიცავს უკრაინის ყველა რეგიონის მორწმუნეს სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებით. ის უდიდეს დახმარებას უწევს არმიას, დევნილებს, ყველას, ვინც ომისგან იტანჯება. თუმცა, ესეც არაა მთავარი.
ეკლესია პოლიტიკური პარტია როდია, როგორც არ უნდა ცდილობდნენ მის განხილვას იქ. და მორწმუნე ადამიანის ფსიქოლოგიაც ძირეულად განსხვავდება პოლიტიკოსისა თუ რომელიმე საზოგადოებრივი მოძრაობის წევრის აზრებისგან. პოლიტიკაში სრულიად ნათელია, რომ თუ აკრძალავ ერთ პარტიას - მისი წევრები გადავლენ სხვა პარტიაში ან სხვა საქმიანობით დაკავდებიან. ეკლესიაში ეს არ შეიძლება მოხდეს განსაზღვრულად.
მორწმუნე ადამიანი არ ტოვებს თავის ეკლესიას არასდროს, არანაირი გარემოებების დროს.
მან იცის, რომ მიწიერი ცხოვრების შემდეგ დგება საუკუნო ცხოვრება. და ეკლესიისადმი, ქრისტესა და მისი მცნებებისადმი ერთგულება არის უმნიშვნელოვანესი პირობა, რომ ეს საუკუნო ცხოვრება მოიპოვო. შეიძლება ის ფანატიკოსად ჩათვალო, შეიძლება გიჟად ჩერაცხო, მაგრამ ის არაფერს შეცვლის.
ხელისუფლების ყველა ამჟამინდელი ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ ჩამოიშალოს უმე, ხოლო მისი იერარქია და მორწმუნეები აიძულოს შეუერთდნენ მეუ-ს. თუმცა, ეს შეცდომაა. თუ პოლიტიკაში არის ბევრი პარტია, რომელიც ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, რელიგიაში ეს ასე არაა. ეკლესია არის ქრისტეს სხეული. მათ, ვინც მასში იმყოფებიან, უნდა შეასრულონ მაცხოვრის სიტყვა.
რატომ არის მეუ-ში გადასვლა - სიბრიყვე
და რას ვხედავთ მეუ-ში? დოკუმენტების გაყალბებას, სიცრუეს, აგრესიასა და ძალადობას ჩვენი ტაძრების გადაყვანის დროს. მეუ-ს კლირიკოსები თავიანთი ხელებით ამტვრევენ კარებს და ფიზიკურადაც ესხმიან ტავს, ცემენ ჩვენს სასულიერო პირებს, აგდებენ მათ ოჯახებთან ერთად საკუთარი სახლებიდან. უმე-ს თემების წინააღმდეგ ორგანიზებულია ნამდვილი გესლის ნთხევა, ისინი ღიად სძულთ. და ეს ადამიანების ერთი ჯგუფის უბრალო კონფლიქტი არაა მეორე ჯგუფის წინააღმდეგ. ეს არის იმისადმი თვალნათელი დაპირისპირება, რასაც ქრისტე ამბობდა: „იმის მიხედვით მიხვდებიან, რომ თქვენ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ ერთმანეთს შორის სიყვარული“.
რა აზრი აქვს მორწმუნე წავიდეს ეკლესიიდან, სადაც ასრულებენ უფლის სიტყვას იმ სტრუქტურაში, სადაც მას არ ასრულებენ? ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკის თვალსაზრისითაც ეს ბრიყვული და არარაციონალურია.
მითუმეტეს, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ უმეტესად მეუ-ში „გადაყვანილი“ ტაძრები ცარიელი დგას. ამის შესახებ საუბრობდა სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის ექს-მეთაური ელენა ბოგდანი. ამის თაობაზე საუბრობენ მეუ-ს კლირიკოსებიც. დეკემბერში კაპელანი ნესტორ ნაზაროვი საჯაროდ მოუწოდებდა თავის ხელმძღვანელობას დაეხურა ტაძრების ნახევარი უბრალოდ იმიტომ, რომ იქ არავინ დადიოდა, ისინი ცარიელი იყო. იქ არც მრევლია, არც მღვდელი.
და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - მეუ-ში თითქმის არაა ბერ-მონაზვნები, ეს კი ეკლესიის სიცოცხლის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ადამიანი, რომელიც ბერობაში გადადის, სცილდება ოჯახს, სამყაროს თავისი სიხარულითა და სიამოვნებით, თავს ღმერთს უძღვნის. რატომ, რისთვის? იმიტომ, რომ გრძნობს უფლის განსაკუთრებულ მადლს. უმე-ში ასეთი ადამიანების რიცხვი 4600 აღემატება. და ესეც არაა დიდი ციფრი. მაგალითად, ჩვენს ძმებს რუმინეთის ეკლესიაში 8 ათასზე მეტი ბერ-მონაზონი ჰყავთ.
მეუ-ში მონაცემები ბერების შესახებ არ ქვეყნდება. სახელმწიფო ორგანოების მონაცემებით, მისი წარმოქმნის მომენტისთვის იქ დაახლოებით 240 ადამიანი იყო. არც ახლა იქნება მნიშვნელოვნად მეტი რიცხვი. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?
უმე-ს კიევ-პეჩორისა და პოჩაეცის ლავრებიდან განდევნის შედეგად ბერ-მონაზვნების კელიები იჯარით უნდა გაიცეს, რადგანაც იქ შესასახლებელი არავინაა. მხოლოდ კიევის ლავრაში 220-ზე მეტი ბერი ცხოვრობს. პოჩაევის ლავრაში - კიდევ უფრო მეტი. უმე-ში კი კიდევ 260 მონასტერია. ვინ უნდა შეავსოს ისინი? იქ სპორტდარბაზები და მაღაზიები უნდა გაიხნას, როგორც სსრკ-ს დროს?
რაღაც 100 წლის წინ საბჭოთა კავშირში ეკლესიის წინააღმდეგ გაუგონარი რეპრესიები იყო გაჩაღებული, რომელიც მრავალი ათეული წელი გაგრძელდა. კეტავდნენ, ანგრევდნენ ტაძრებს, ხვრეტდნენ მღვდლებსა და მორწმუნეებს, აგზავნიდნენ ციხეებში, ბანაკებსა და გადასახლებაში. ეკლესიის წინააღმდეგ ორგანიზებული იყო მრავალწლიანი სიძულვილი მის-ში. ერთ-ერთმა საბჭოთა ლიდერმა პირობა დადო ტელევიზიით ეჩვენებინა „უკანასკნელი მღვდელი“. და რა? სადამდე მიგვიყვანა ამან?
მორწმუნეები როგორც ლოცულობდნენ, ისე აგრძელებდნენ ამის გაკეთებას, მხოლოდ მალულად. შვილებს ნათლავდნენ მალულად, ფარულად იწერდნენ ჯვარს, იკრიბებოდნენ ღვთისმსახურებაზე. და როგორც კი გაქრა საბჭოთა ხელისუფლება, რამოდენიმე წელიწადში აღდგა ათასობით ძველი ტაძარი და აიგო ახლები.
გულუბრყვილობაა ფიქრი, რომ ბოლშევიკები იყვნენ სულელები - მათ ვერ მოახერხეს, ჩვენ კი - ჭკვიანები ვართ - და ჩვენ გამოგვივა. არ გამოვა.
2019 წელს მიტაცებების პირველი ტალღის შემდეგ, ასეულობით თემი, რომელმაც თავისი ტაძრები დაკარგა, მხოლოდ უფრო მეტად შეიკრა და გაძლიერდა. ერთ-ორ წელიწადში მათგან ათეულობით თემმა ააგო ახალი ეკლესიები. დანარჩენი ლოცულობენ ქოხებსა და ფარდულებში, ნელ-ნელა აგროვებენ ფულს მშენებლობისთვის.
ახლა შეიძლება უმე-ს უწოდო, რაც გინდა, შეიძლება აკრძალო ის. შეიძლება ის განდევნო კიევ- პეჩორისა და პოჩაევის ლავრებიდან და ასეულობით მონასტრიდან. თუმცა იმის იმედი, რომ ეკლესია მისი კანონმდებლობით აკრძალვის შემდეგ უბრალოდ გაქრება, როგორც ბევრი პოლიტიკური პარტია გაქრა, არ ღირს. ქვეყნის ხელმძღვანელობას ეს უნდა ახსოვდეს. თუნდაც ძალიან გავლენიანი კონსულტანტები სხვაგვარად ფიქრობდნენ.
პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?