რფ-მ მოაწყო „სსო“, რათა რუს კაცებს არ ეღალატათ ცოლებისთვის?

რმე-ში განმარტეს უკრაინაში ომის მიზნები და ამოცანები. ფოტო: СПЖ

რმე-ს დეკანოზმა ანდრე ტკაჩევმა თავის ტელეგრამ-არხზე განმარტა, თუ რატომ იბრძვის რფ უკრაინაში. მისი სიტყვებით, რუსი ჯარისკაცები „იბრძვიან, რათა მათმა ბიჭებმა არ ჩაიცვან ქალის კაბა, რათა მათი ცოლები არ მიეცნენ სიძვას, რათა მათი ქმრები არ ღალატობდნენ ცოლებს, რომ ეს არ იქცეს ნორმად. იმისათვის, რომ მათი კაცები კაცებს არ აფოფხდებოდნენ და არ უკეთებდნენ ერთმანეთს საძაგლობას, რათა ამ ნაძირლებმა არ შესთავაზონ ადამიანს სამი წლის ასაკიდან შეიცვალონ სქესი. იმისათვის, რომ ეშმაკის ეკლესია არ არსებობდეს ჩვენი ქვეყნის სივრცეში. ისინი მშვენივრად ხვდებიან, რომ მათ სწორედ სატანასთან აქვთ ომი“. ტკაჩევი დარწმუნებულია, რომ „არ შეიძლება არ გიხაროდეს, რომ ეს ჯანსაღი სულის (რფ-ს ჯარისკაცი -რედ.) აღტყინებაა, რომელიც დგება საბაზო ზნეობრივი ორიენტირების დასაცავად“.

მღვდელი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში იმყოფებიან „ეშმაკის აგენტები და კონტრაგენტები. რახან ისინი ეშმაკზე მუშაობენ - ეს ნიშნავს იმას, რომ საჭიროა მათთან ბრძოლა“. და მას სურს „ასეთი გონების გახსნილობა ყველა ქრისტიანისთვის“.

როგორ უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს? აქ არ შეიძლება არ დადგეს მთელი რიგი საკითხები.

  1. მამა ანდრია მიგვანიშნებს, რომ დასავლეთი წინ სწევს ანტიქრისტიანულ ფასეულობებს - ლგბტი, ტრანსგენდერი და ა.შ. და ეს სიმართლეა. მაგრამ რა შუაშია აქ უკრაინა? ნუთუ სწორედ აქაა პროპაგანდის ცენტრი? და თუნდაც რუსეთმა გაიმარჯვოს მის მიერ წამოწყებულ ომში, განა ეს შეაჩერებს მსოფლიოში ( და სხვათაშორის, რფ-ში) ლგბტ-სა და გენდერის წინსვლას? კითხვა რიტორიკულია.
  2. თუ რფ-ში სერიოზულად ფიქრობენ, რომ ებრძვიან უღვთო დასავლეთს, რატომ აკეთებენ ისინი ამას მართლმადიდებლურ უკრაინაში? ლოგიკური ხომ არ იქნებოდა დესანტის  სადმე ვაშინგტონში ან ბრიუსელში გდასხმა?
  3. მტკიცება, რომ რფ-ს ჯარისკაცები უკრაინაში იმისთვის იბრძვიან, რომ არ უღალატონ თავიანთ ცოლებს და ისინი სიძვისგან დაიხსნან, იწვევს მღვდლეის სულიერ მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზულ საფრთხეს. დამპყრობლური ომის შედეგს შეუძლია გავლენის მოხედს რუსი მოქალაქეების მორალზე? სინამდვილეში? ჩვენ რა, სერიოზულად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ თითქოს რფ-ში მეუღლეები პირობითი სამხედროს გამარჯვების გამო ერთმანეთს არ უღალატებენ? რა, ის მათ ციდვისგან იხსნის?
  4. ახლა აქტიურად იმტვრევენ თავს - დარჩა თუ არა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია რმე-ს ნაწილად თუ არა. როგორც არ უნდა იყოს დღეს ამ საეკლესიო სტრუქტურების ადმინისტრაციული მოწყობა, ერთი რამ არის უდაო - რმე-ც და უმე-ც არის ერთიანი ქრისტეს ეკლესიის ნაწილები. როგორ შეიძლება ეკლესიის ზოგიერთი წევრების მეორეს წინააღმდეგ განწყობა? ეს აუცილებლობა ასევე მართლდება „ეშმაკთან ომის“ აუცილებლობით?

ახლა კი თეზისთან დაკავშირებით, რომ უკრაინელები არიან „ეშმაკის აგენტები“ და მათთან „საჭიროა ომი“.

მამა ანდრიამ შესანიშნავად იცის მოციქულ პავლეს სიტყვები: „რადგან სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ“ (ეფ. 6:12).

თუნდაც თუ დავუშვებთ, რომ უკრაინაში სულ ეშმაკის მსახურები იყვნენ (რაც აშკარა სიცრუეა), მათი ფიზიკური განადგურებით ეშმაკს ვერ ავნებთ. სულიერი ბრძოლა არ წარმოებს ტანკებითა და რაკეტებით. ამით მხოლოდ ადამიანის სხეულის მოკვდინებაა შესაძლებელი. ჩვენი სხეული კი ეშმაკს საერთოდ არ სჭირდება. „ნუ გეშინიათ მათი, რომლებიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას“ (მათ. 10:28).

სამწუხაროდ, გვიხდება იმის კონსტატაცია, რომ რმე-ს ცალეკული წარმომადგენლები ხელისუფლებისადმი მსახურებისთვის ღია პროპაგანდას უწევენ ომს. და არა მხოლოდ პროპაგანდა უწევენ, არამედ აყალიბებენ ცალკეულ კონცეფციებს, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანობასთან. სრულიად ნათელია, რომ მამა ანდრია  ცდილობს იდეის წინ წაწევას, რომ რფ არის ქრისტეს „სინათლის სამეფო“, ხოლო უკრაინა ერთთავად „ეშმაკის აგენტი“. შესაბამისად, „ქრისტესთვის“ და  „ეშმაკის წინააღმდეგ“ ბრძოლა სწორია და საქებარი. თუმცა, ეს მართებული არაა. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რუსეთში ცხოვრობენ სულ მართალნი, ხოლო უკრაინაში - მხოლოდ ცოდვილები. და ასეთი რამ, პრინციპში არც შეიძლება რომ იყოს, ქრისტეს მოწაფეების ორგანიზება არ ხდება ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. სხვათაშორის, მსგავსი თეზისები (მხოლოდ საპირისპირო თეზისით, თითქოს სინათლის სამეფო უკრაინაა, ხოლო რფ - სიბნელის სამეფო) აქტიურად არის პროპაგანდირებული მეუ-სა და უბკე-ს მომხრეების რელიგიურ წრეებში.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ იმაზე, რომ მამა ანდრეი ტკაჩევის მსგავსი გამოსვლები არის დანაშაული ეკლესიის და საკუთარი თანამოქალაქეების წინაშეც. აქ ხომ პირდაპირ იკითხება მოწოდება - წადი და მოკალი და შენ გამართლებული იქნები. ადამიანები კი უსმენენ, მიდიან და კლავენ. ამ მღვდელს უბრალოდ დიდი აუდიტორია და მიმდევრების არმია ჰყავს, რომელიც მის თითოეულ სიტყვას იჭერს. არ გეშინიათ მამა ანდრეი? თითოეულ სიტყვაზე ხომ პასუხიც მოგეთხოვებათ.

პატრიოტიზმი, სიყვარული საკუთარი ქვეყნის მიმართ და სურვილი დაიცვა მისი ინტერესები არის შესანიშნავი რამ. თუმცა, ქრისტიანის ჭეშმარიტი პატრიოტიზმი აქ როდია, არამედ სულ სხვა ადგილასაა. და თუ შენი მიწიერი სამშობლოს ინტერესები არ ემთხვევა ზეციური სამშობლოს ინტერესებს არჩევანი უნდა იყოს თვალნათელი.

ნებისმიერი ომი მიმდინარეობს ძალაუფლებისთვის, გეოპოლიტიკური გავლენისა და ფულისთვის. ომი უკრაინაში არაა გამონაკლისი. რუსეთი აქ თავის პრაგმატულ ინტერესებს მიყვება, რომელთაც არაფერი საერთო არა აქვთ ქრისტიანობასთან. უსულგულო სახელმწიფო აპარატისთვის ეს გასაგები და საპატიოა - ასეთია მისი ბუნება. თუმცა, ქრისტეს მოძღვარმა არ უნდა გაუშვას ცოცხალი ადამიანების მოსაკლავად ამ სახელმწიფო აპარატის ინტერესების გამო არავინ, ჟონგლიორობს რა „სულიერი“ არგუმენტებით. არსად წმინდა წერილში არაა ნათქვამი, რომ ეშმაკთან ბრძოლის გამო უნდა მოხდეს ადამიანების ფიზიკური განადგურება. გავიხსენოთ მოციქულ პავლეს სიტყვები: „მაგრამ ჩვენ კი არა,  თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს“  (გალ. 1:8).

და არსებობს სერიოზული საფუძვლები ვიფიქროთ, რომ ამ ფრაზის გამოყენება შეიძლება თანამედროვეობასთან მიმართებაში.

პომპეოს გარეშე: "მეუ-ს პროექტის" საერთაშორისო მხარდაჭერის დასასრულის დასაწყისი?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ პომპეო აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იქნება. რას ნიშნავს ეს მეუ-სთვის?

უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა

2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?