დაპირისპირებები ლავრასთან: რატომ არ სჭირდებათ ეპიფანეს მომხრეებს სიწმინდე

დუმენკოს მიაჩნია, რომ ისინი, ვინც ლავრას პიკეტირებას უკეთებენ, სულიერ მონობას ებრძვიან. ფოტო: СПЖ

ლავრაში სიწმინდის დასაცავად მორწმუნეთა ლოცვითი დგომა გრძელდება. ახლა - ნაცვალის გარეშე. 2 აპრილს დილაადრიან მიტროპოლიტ პავლესთან მივიდა უუს და ცნო ის ეჭვმიტანილად რელიგიათშორისი მტრობის გაღვივების სტატიით. სასამართლომ მას 60 დღე-ღამის განმავლობაში საშინაო პატიმრობა მიუსაჯა ლავრაში ღვთისმსახურებაზე დასწრების უფლების გარეშე და ელექტრონული სამაჯურის ტარებით.

მიტროპოლიტი პავლე: „ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების თქვენო უწმინდესობებო, თქვენო უნეტარესობებო, ჩვენო სინოდო, საეპისკოპოსოებო. ჩვენს ქვეყანაში არასასურველ ხალხს ასე ექცევიან“.

მაგრამ მორწმუნეთა ლოცვითი დგომა გრძელდება. ისინი წინააღმდეგები არიან, რომ მათი სიწმინდე დაიხუროს, როგორც ეს უღმერთო საბჭოთა კავშირში იყო. წინააღმდეგები არიან, რომ ტაძრები კვლავ საგამოფენო, საკონცერტო სივრცეებად გადაიქცნენ და გადაეცენ მათ, ვისთვისაც ეს სიწმინდეები არაფერს არ წარმოადგენენ. დილიდან საღამომდე ლავრასთან ლოცვა ისმის. მაგრამ  მორწმუნეთა თვალწინ სხვა დგომაც იმართება - მათი, ვინც მონასტრიდან ეკლესიის მოშორებას ითხოვს. და სწორედ მათი დახმარებით დუმენკო ლავრაში მოხვედრას აპირებს.

ეპიფანე დუმენკო: „ჩვენ, უკრაინის ეკლესია, მივიღებთ ადგილს, მივიღებთ ტაძარს, რომ სამონასტრო ცხოვრება მომავალშიც გავაგრძელოთ. ეს შეუქცევადი პროცესია“. 

ამ სიტუაციაში კი ბევრს აინტერესებდა მეუ-ს ხელმძღვანელის პოზიცია ლავრასთან დაპირისპირების შესახებ. უკვე რამდენიმე დღეა ლავრის მცველები მხოლოდ ლოცულობენ. ხოლო მათი ოპონენტები სხვა რამით არიან დაკავებულები. რას ფიქრობს ამაზე ეპიფანე? მან ამ ყველაფერს ზუსტი შეფასება მისცა.

ეპიფანე დუმენკო: „ჩვენ ვხედავთ, ვინ შეკრიბეს იქ (მუხლებზე, დროშები მოაშორეთ), რა განწყობებით, ანტიუკრაინული განწყობებით. არიან ისეთებიც, ვინც ეგრეთ წოდებულ „რუსულ სამყაროს“ იცავს, ამ იდეოლოგიას, რომელმაც ჩვენს სახლში ეს ტანჯვა, ომის განსაცდელები მოიტანა“.

ესე იგი დუმენკო თვლის, რომ ყველა ეს ადამიანი, ვინც ლავრასთან უკვე რამდენიმე დღეა გამუდმებით ლოცულობს, იცავს „რუსულ სამყაროს“ და ანტიუკრაინულ განწყობას თესავს. მაგრამ თუ უმე-ს აღმსარებლების უწყვეტი ლოცვა უკრაინის „წინააღმდეგ“ მოქმედებაა, მაშინ რა არის „უკრაინისთვის“ მოქმედება? რას აკეთებენ ისინი, ვინც მეუ-ს დაწინაურებას ცდილობს? ეპიფანე განმარტავს: „ჩვენ უნდა ამოვძირკვოთ ეს „რუსული სამყარო“ (ბერები მოდიან), ყველაფერი ის, რაც ჩვენშია და ცდილობს, რომ  დაგვაბრუნოს სულიერ მონობაში“.

ვნახოთ, რა მეთოდებით ეწინააღმდეგებიან ეპიფანეს მომხრეები ამ „სულიერ მონობას“.

გამოდის, რომ  ამ ხალხის გამო ეკლესიამ კიევ-პეჩერის ლავრა უნდა დატოვოს? მორწმუნეებმა მათ უნდა გადასცენ თავიანთი სიწმინდე, მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანებელი, სადაც მათი წინაპრები ათასი წელი  ლოცულობდნენ? რად უნდათ მათ ლავრა? წმინდა ნაწილების შესაბილწად, როგორც ამას მათი წინაპრები ასი წლის წინ სჩადიოდნენ?

შეგახსენებთ, რომ ლავრა თავისი დაარსების მომენტიდან ეკუთვნოდა საძმოს, ეკუთვნოდა ეკლესიას. მანამდე, სანამ ბოლშევიკებმა არ წაართვეს ის და გადასცეს ეგრეთ წოდებულ „ხალხს“, არსობრივად კი - მათ, ვისთვისაც ტაძრები, სიწმინდეები, რწმენა - ცარიელი სიტყვებია. ზუსტად ასევე დღეს ახალი ბოლშევიკები სიწმინდის წართმევას და გადაცემას ცდილობენ, როგორც ისინი ამბობენ, „უკრაინელ ხალხს“. თითქოს მორწმუნეები  არ არიან ხალხი.

არქიმანდრიტი პოლიკარპე (ლინენკო): აი ეს მთა, სადაც დიდი ეკლესია და სამრეკლოა, ჩვენს მონასტერს თავადმა იზიასლავმა, იაროსლავ ბრძენის შვილმა აჩუქა. ხოლო ჩვენი სახელმწიფო დღემდე ილიჩის მოწოდებებით ცხოვრობს. მათ განაცხადეს, რომ ყველაფერი ეს „ხალხისაა“, ვიღაც ხალხს ეკუთვნის. იმ ხალხს, ვინც წმინდა ნაწილებს „ექსპონატებს“ უწოდებს? უკრაინელი ხალხისთვის ეს ყველაფერი სახალხო სიწმინდეებია, ხოლო მათთვის - ექსპონატები. ის, რაც ყოველთვის მონასტერს ეკუთვნოდა, ჩვენთვის არ მოუციათ. ეს ხომ ჩვენი საკუთრებაა. ჩვენ კი არ მოგვცეს“. 100 წლის წინ ბოლშევიკებმა ეკლესიას ლავრა წაართვეს, ამბობდნენ, რომ ის „ანტისაბჭოთაა“. დღეს ხელისუფლება და დუმენკო ზუსტად ასე იქცევიან, უბრალოდ სიტყვა „ანტისაბჭოთა“ „ანტიუკრაინულით“ შეცვალეს.

მაგრამ არსი არ შეცვლილა - სიწმინდეს ართმევენ მათ, ვისაც ღმერთი სწამს  და გადასცემენ შესაბილწად მათ, ვისთვისაც „ღმერთი“ და „რწმენა“ ცარიელი სიტყვებია. ადამიანები, რომლებიც სიწმინდესთან დისკოტეკებს მართავენ, ხმამაღალი მუსიკით ღვთისმსახურებას ახშობენ, მკვლელობისკენ მოუწოდებენ, მრავაღმერთიანობაზე ლაპარაკობენ, ადიდებენ სატანას, მუსულმანთა წინასწარმეტყველ მუჰამედს, ვინც უბრალოდ იპრანჭება და მლოცველებს დასცინის - ყველა ეს საცოდავი ადამიანი, ეპიფანეს აზრით, „სულიერ მონობას ეწინააღმდეგება“.

შეიძლება კი ეს  ხალხი სულიერ მებრძოლებად მივიჩნიოთ? ეტყობა, არა. ისინი, ვისაც ახლა ლავრაზე მიაქვს იერიში, სულით ავადმყოფი ხალხია. ისინი მხოლოდ უნდა გვეცოდებოდეს.

ნეტარი ონოფრე: „იმათ, ვინც ცეკვავს და მღერის იმ ადგილას, რომელიც ჩვენი მოსაგრეების ცრემლით, სისხლით და ოფლით არის მორწყული, მინდა ვუთხრა: ნუ მკრეხელობთ და ნუ ბილწავთ ამ სიწმინდეს თქვენი უღირსი საქციელით. ღმერთმა უშველოს მათ, მიმადლოს სინანული და ცხონება!“.

წინამძღვრის სიტყვებს კი ვერაფერს დავამატებთ. მათ, ვისაც ლავრაზე იერიში მიაქვს, შეიძლება მხოლოდ ვუსურვოთ, რომ საკუთარი თავი გვერდიდან დაინახონ და გაიაზრონ, რომ ოდესმე მათ ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა მოუწევთ. ოდესმე ეპაფანე დუმენკოსაც მოუწევს პასუხის გაცემა, რომელიც ტყუილებითა და მანიპულაციებით მონასტრის მიტაცებას ცდილობს.

მორწმუნეები კი თავიანთ ლავრას ლოცვით დაიცავენ. რადგან ეს მათი სიწმინდეა. და მის წაბილწვას ისინი არ დაუშვებენ.

ძირითადი ამსტერდამის ინტერვიუში ტაკერ კარლსონთან

უმე-ის ადვოკატთან და ტრამპის გუნდის მთავარ მედიამენთან ინტერვიუში მრავალი ფაქტი გამოვლინდა უმე-ის დევნაზე, მეუ-ს შექმნაზე და ა.შ. და თავად ინტერვიუს ფაქტიც ბევრს ამბობს.

ზელენსკის, პუტინის, უმე-ის და მეუ-ის შესახებ: ბობ ამსტერდამის ინტერვიუ ტაკერ კარლსონთან

სპეცსამსახურების როლი მეუ-ს შექმნაში, მაიდანის „თეოლოგია“, უმე-ის დევნა და მრავალი სხვა თემა ამსტერდამის ინტერვიუში უმე-ის იურისტ ტაკერ კარლსონთან.

პატრიოტიზმი თუ ურანოპოლიტიზმი? რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები არჩევანის წინაშე დგანან

მოსკოვის სასულიერო პირების კრებაზე პატრიარქსა და ერთ-ერთ მღვდელს შორის მიწიერი და ზეციური პატრიოტიზმის თემაზე დაპირისპირება მოხდა. განვიხილოთ ორივე მხარის არგუმენტები.

მიწიერი თუ ზეციური სამეფო: რა სახის პატრიოტიზმს ასწავლის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი?

მოსკოვის სასულიერო პირების შეხვედრაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქსა და ერთ-ერთ მღვდელმსახურს შორის დიალოგი გაიმართა.

ზელენსკის ნარატივები უმე-ის შესახებ: რამდენი პროცენტია სიმართლე?

პირს მორგანთან ინტერვიუში ვოლოდიმერ ზელენსკიმ რამდენიმე ნარატივი გააჟღერა რელიგიურ თემებზე, ურჩია არ აულოკოს ტრ**ი და ატომური იარაღი სთხოვა. მოდით გავარჩიოთ უფრო ვრცლად.

ლოცვები, როგორც ტუალეტის ქაღალდი: გმობის კრიტიკული მასა

მეუ-ს მხარდამჭერების მხრიდან აშკარა გმობის შემთხვევები უკვე იმდენად მომრავლდა, რომ დასკვნების გამოტანის დროა. უკრაინაშიც და ფანარშიც.