უკანონობა კოხანოვსკაიასთან დაკავშირებით: უმე-თვის ხელისუფლებას კანონი არ გააჩნია და არც ექნება

პოლიციამ დაიჭირა უფლებადამცველი ვიქტორია კოხანოვსკაია. ფოტო: СПЖ

საღამოს 2023 წლის 19 აპრილს ქვედა ლავრაში შესასვლელთან უცნობი ადამიანები თავს დაესხნენ უფლებადამცველ ვიქტორია კოხანოვსკას, ძალით ჩასვეს ის პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს. ამასთან, სიტყვა „თავს დაესხნენ“ - გადაჭარბებული როდია. კადრებში ჩანს, რომ კოხანოვსკაია მიწაზე უგონოდ წევს, თუმცა კი რამოდენიმე წამის წინ ის თავს მშვენივრად გრძნობდა და პირდაპირი ეთერი მიჰყავდა ფეისბუქზე.

რა უქნეს მას სამართალდამცავებმა - უცნობია. თუმცა, ადამიანები ასე უბრალოდ არ კარგავენ გონებას. აი, რა ისაუბრეს მანქანაში თავად გამტაცებლებმა: „მან (კოხანოვსკაია - რედ.) დაიწყო წინააღმდეგობა, მე ხელი ვკარი. შემდეგ მან გონება დაკარგა. ჩავტენე მანქანაში და მიგვყავს“.

თუმცა, როგორ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ? როგორ შეიძლება დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიციელი მოულოდნელად თავს დაესხას ქალს, დააგდოს ის უგონოდ ასფალტზე და არსებითად, გაიტაცოს კიდეც? კოხანოვსკაია, რა საზოგადოებისთვის საშიში დამნაშავეა, რომელიც მხოლოდ უხეში ძალით შეიძლება დააკავო? სულაც არა.

ვიქტორია კოხანოვსკაია ეკლესიას დიდი ხანია იცავს, მაგრამ ამასთან ყოველთვის იცავს კანონს. ის არასდროს არ უარყოფდა პასუხისმგებლობას თავის ქმედებებზე. თუმცა, ისევ და ისევ კანონის მიხედვით. 10 აპრილს ის უკვე დაკითხვაზე დაიბარეს. როცა ეს კანონის ფარგლებში იყო, კოხანოვსკაია თავად ჯდებოდა მანქანაში და მიდიოდა უუს-ში. თუმცა, როცა ეს უკანონო იყო, კოხანოვსკაია თვითონ უკითხავდა სამართალდამცავებს კანონის ნორმებს. რა მოხდა ამჯერად?

19 აპრილს დილით კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა უკანონოდ დალუქეს კიევ-პეჩერის ლავრის ერთ-ერთი ლავრა, შიგნით ჩაკეტეს რა მონასტრის ძმები და მრევლი. რატომ უკანონოდ?

2013 წლიდან უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოქმედებდა კიევ-პეჩერის ლავრის შენობების იჯარის უვადო ხელშეკრულებები. ამჟამად ხელისუფლებამ უცებ გადაწყვიტა მისი გაწყვეტა და ეკლესიის განდევნა. მონასტერმა მიმართა სასამართლოს, რომელიც შედგება 26 აპრილს. ანუ სასამართლომდე კულტურის სამინისტროს არ ჰქონდა არაფრის დაკეტვის და დალუქვის უფლება. მითუმეტეს- იქ ჩაეკეტა ადამიანები. სწორედ ამიტომ მორწმუნეების ჯგუფმა, რომელთა შორისაც იყო კოხანოვსკაიაც, მოახდინა კორპუსის განბლოკვა. ახლა ხელისუფლება სდებს ბრალს ამ ადამიანებს ხულიგნობაში და პოლიციამ აცნობა მათ ამის შესახებ.

ლავრის ადვოკატი ნიკიტა ჩეკმანი გვატყობინებს, რომ კოხანოვსკაიასთან თითქოსდა გამოიყენეს უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის ნორმა, რომლის მიხედვითაც დამნაშავე შეიძლება დააკავონ ძალის გამოყენებითაც.

კანონის თანახმად, ეს ხდება, თუ:

  1. დამნაშავეს იჭერენ დანაშაულის ადგილას.
  2. თუ არსებობენ მოწმეები ან იმის ნიშანი, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე.

ამ შემთხვევაშიც კი სამართალდამცავმა უნდა შეატყობინოს დაკავებულს დაკავების საფუძველი, რომელი დანაშაულის ჩადენაშია ის ეჭვმიტანილი და ასევე განუმარტოს მას უფლებები: ჰყავდეს დამცველი, მიიღოს სამედიცინო დახმარება და ა.შ.

ვნახეთ ჩვენ რამე მსგავსი კოხანოვსკაიას შემთხვევაში? არა. ჩვენ ვნახეთ მამაკაცთა ჯგუფის ბანდიტური თავდასხმა უმწეო ქალზე, რომლის შედეგადაც მან დაკარგა გონება. რას ნიშნავს ეს?

იმას, რომ კოხანოვსკაიას დაკავება ხელისუფლებას არ შეეძლო კანონის მიხედვით, მას ამის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. რომ ჰქონოდა, ვიქტორია თვითონ მშვიდად ჩაჯდებოდა მანქანაში, როგორც ამას ადრე აკეთებდა.

ყოველივე იმას, რაც 19 აპრილის საღამოს მოხდა, ერთი ახსნა გააჩნია მხოლოდ - მორწმუნეებს უჩვენეს, რომ მათთვის დღეს არანაირი კანონი ქვეყანაში არ არსებობს. უფრო სწორედ, არის ძალის კანონი, მათრახის კანონი. როგორც ეს ჩეკისტებს ჰქონდათ 100 წლის წინ.

ჩვენი ხელისუფლების ყველა საუბარი, რომ თითქოს უკრაინა სამართლებრივი სახელმწიფოა, უფრო ჰგავს სასაცილო ანეგდოტს. ჩვენს შემთხვევაში კი ეს ანეგდოტი სამწუხაროა.

ელენსკი, როგორც ხელისუფლების ანტიკრიზისი, გაეროს წინააღმდეგ: რა თქვა უმე-ს მთავარმა მდევნელმა

უმე-ს აკრძალვის კანონის შესახებ გაეროს დამანგრეველი მოხსენების შემდეგ ხელისუფლება სასწრაფოდ აორგანიზებს “ანტიკრიზისულ ღონისძიებებს”. ერთ-ერთი მათგანი იყო  სახეთნოპოლიტიკის  სამსახურის უფროსის ელენსკის პრეს-კონფერენცია.

"კრემლის აგენტი" ბულგარულად: პატრიარქი დანიელის წინააღმდეგ მუშაობის შესახებ

ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვრის სახელთან დაკავშირებით საინფორმაციო პროვოკაციას აქვს ადგილი. ვისი ინიციატივით ხდება და რა მიზნით?

მეხუთე დაბლოკვა წელიწადში: რატომ უჩივის მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი უუს-ს

ჩვენ უბრალოდ თითებზე ჩამოგითვლით, თუ რატომ არის მართლმადიდებლური ვებსაიტების დაბლოკვის გადაწყვეტილება უკანონო და იურიდიულად არაპერსპექტიული.

ბულგარეთის განხეთქილების მცდელობა: უკრაინის წარუმატებელი იმიტაცია?

ბულგარეთის ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას: დაკანონდეს ძველი კალენდარი სქიზმატური მართლმადიდებლური სტრუქტურა თუ არა.

გაეროს მოხსენება უმე-ის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის შესახებ: იქნება კი შედეგი?

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღიარა უკრაინაში რელიგიური თავისუფლების საფრთხე. მოახდენს თუ არა ეს გავლენას არსებულ სიტუაციაზე?

შეგვისმენს კი უფალი ლოცვის ნაციონალურ დღეს

უმაღლეს რადაში შეიტანეს კანონპროექტი ლოცვის ნაციონალური დღის შესახებ. თითქოს ყველაფერი სწორია, მაგრამ ხომ  ნათქვამია სახარებაში: „ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო...“?