უნეტარესმა ისურვა ისეთივე სიმამაცე, როგორიც მენელსაცხებლე დედებს ჰქონდათ

უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი.ფოტო: news.church.ua

2023 წლის 30 აპრილს წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ თავის ქადაგებაში თქვა, რომ ეს დღე ქრისტიანულად ქალთა დღედ ითვლება და ისურვა, რომ  წმინდა მენელსაცხებლე დედებივით მამაცები იყვნენ, იუწყება news.church.ua.

„ამ დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ წმინდა დედათა ხსენებას, რომლებიც სულით და ხორცით წმინდა იყვნენ, რომლებიც ღმერთს მსახურობდნენ, ღმერთი უყვარდათ, ღვთის სჯულს აღასრულებდნენ. ამ სჯულს ისინი თავიანთ ოჯახებში ავრცელებდნენ, მეგობრებს უზიარებდნენ და ასწავლიდნენ მათ. ეს იყო მათი მსახურება“, - აღნიშნა უმე-ს წინამძღვარმა.

უმეტარესის სიტყვებით, დღემდე „ჩვენ გაოცებულები ვართ წმინდა მენელსაცხებლე დედათა სიმამაცით და გმირობით“.

როდესაც მაცხოვარი ჯვარზე იყო გაკრული, მოციქულები, თითქოს უფრო მამაცები, ძლიერები, იუდეველთა შიშით, მიიმალნენ, ხოლო წმინდა მენელსაცხებლე დედები მედგრად იდგნენ მაცხოვრის წინ და უყურებდნენ, როგორ იტანჯება უფალი, რომ კაცობრიობა ცოდვით დაცემისგან იხსნას“, - დაამატა უნეტარესმა. 

წინამძღვარმა ხაზი გაუსვა, რომ, მენელსაცხებლე დედათა დიდებისას წმინდა ეკლესია იხსენიებს აგრეთვე წმინდა იოსებს ნიკოდიმოსთან ერთად - ქრისტეს ფარულ მოწაფეებს.

„წმინდა მენელსაცხებლე დედები, წმინდა მოციქულები, წმინდა იოსებ არიმათიელი და ნიკოდიმოსი ჩვენთვის სულიერი სიბრძნის მაგალითებს წარმოადგენენ“, - თქვა მღვდელმთავარმა.

„წმინდა მენელსაცხებლე დედათა, წმინდა მართალ იოსებ არიმათიელის, ნიკოდიმოსის ლოცვით, ყველა მოციქულის ლოცვით, ყველასი, ვისაც ქრისტე უყვარს, ვისაც ქრისტე უყვარდა, ვინც ქრისტეს ერთგული მოწაფე იყო მისი ამქვეყნიური ცხოვრების ყველა გარემოებაში შეგვეწიოს უფალი, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ მამაცნი ვიყოთ განსაცდელებში, რომლებიც ამქვეყნად ღვთის მიერ არის დაშვებული“, - ისურვა უნეტარესმა ონოფრემ.

როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, უმე-ს წინამძღვარი: განსაცდელებმა უფლის სიყვარულს არ უნდა დაგვაშორონ.

ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას

1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.

გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი

„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.

ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.

უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა

პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.

რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა

მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".

ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.