აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

2824
20 February 16:48
434
ზელენსკი და ტრამპი. ფოტო: сайт ОП Украины ზელენსკი და ტრამპი. ფოტო: сайт ОП Украины

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ადვოკატმა ბობ ამსტაერდამმა თაკერ კარლსონთან საუბარში განაცხადა, რომ ამერიკელებმა უნდა აუხსნან უკრაინის ხელისუფლებას: ეკლესიის აკრძალვა დაუშვებელია.

„ეს კანონი უკრაინაში, კანონი 3894, არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტი, რომელიც მე ოდესმე მინახავს“, - ხაზი გაუსვა ამსტერდამმა და ახსენა ის, რომ ესტონეთში მთავრობა მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვას ცდილობს.

მისი სიტყვებით, უმე რომც არ იყოს რუსეთისგან განცალკევებული, ამ შემთხვევაშიც კი დემოკრატიულ სახელმწიფოს არ აქვს უფლება აკრძალოს კონფესიები.

„სახელმწიფოში, რომელიც სამართლის უზენაესობაზეა დამყარებული, თქვენ სდევნით იმ ხალხს, ვინც სამართალდარღვევას სჩადის. თქვენ არ კრძალავთ ეკლესიას“, - ხაზი გაუსვა ადვოკატმა.

კარლონმა მხარი დაუჭირა მის მოსაზრებას. „თუ თქვენ იწყებთ ადამიანთა რელიგიების აკრძალვას, რით ხართ იმაზე უკეთესი, ვისაც ეწინააღმდეგებით?“ - დასვა მან რიტორიკული კითხვა.

ამსტერდამმა, რომელიც კონგრესზე და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაზე ლაპარაკობდა, განაცხადა: ჩვენ გვსურს, რომ ხალხი დაელაპარაკოს უკრაინელებს და უბრალოდ აუხსნან მათ, რომ ეს კანონი ჩვენი ეკლესიის აკრძალვის შესახებ, მიუღებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ჩვენი გადასახდელია“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ, ამსტერდამის სიტყვებით, უკრაინაში არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია უმე-ს ნგრევაზე და რომ უკრაინის ხელისუფლებამ 3, 6 მლნ დოლარად  დაიქირავა PR-ფირმა უმე-ს გაშავებისთვის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ