ხმელნიცკის ოლქის სოფელ კორჟევციში რეიდერებმა დაიკავეს უმე-ს ტაძარი
მეუ-ს მხარდამჭერებმა სოფ კორჟევცი "გადაწყვიტეს" უმე-ის მრევლი გადასცენ მათ ორგანიზაციას. ფოტო: xm-inside.com
2023 წლის 8 ვინისს ხმელნიცკის ოლქის სოფელ კორჟევციში მეუ-ს მომხრეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხარდაჭერითა და პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით დაიკავეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარი.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ 27 მაისს ადგილობრივმა „აქტივისტებმა“ თვითნებურად გააღეს ტაძარი და საცხოვრებელი კორპუსი. ბოლო ხანებში მრევლის წინამძღოლს მღვდელმონაზონ ფეოდოსის (სლობოდიანიუკი) არაერთხელ დაურეკეს მეუ-ს მიმდევრებმა მუქარითა და მოთხოვნით გადასულიყო მათ ორგანიზაციაში და გასაღებები გადაეცა ტაძრისთვის.
8 ივნისს დილით შედგა კიდევ წინამძღოლის კიდევ ერთი საუბარი მეუ-ს ადგილობრივ „ღვთისმოსავთან“. ეს უკანასკნელი ისევ დაემუქრა მამა ფეოდოსის და შეეცადა დაერწმუნებინა ის ნებაყოფლობით გადაეცა გასაღები.
ამის შემდეგ ტაძართან შეკრებილმა დუმენკოს ხალხმა სკანდირებით „გაეთრიე მოსკოვის მღვდელო“ და სხვა შეურაცხმყოფელი შეძახილებით გადაჭრეს საკეტები ეკლესიისა და საცხოვრებელი კორპუსის კარებზე და მათ ადგილას სხვა დაკიდეს. ტაძარსა და კორპუსში დარჩა უმე-ს მრევლისა და სასულიერო პირთა პირადი ნივთები.
პრეს-სამსახური აღნიშნავს, რომ პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის მრევლის ბაზაზე დაიგეგმა მამათა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის აღორძინება, რომელიც მოქმედებდა კორჟევციში 1742 წლიდან 1921 წლამდე. მრევლში რეიდერული მიტაცების მომენტისთვის მორჩილი იყო სამი ბერი, რომლებიც რეიდერებმა ქუჩაში გააგდეს.
დუმენკოს მომხრეების მხრიდან სამართალდარღვევებთან დაკავშირებით უმე-ს თემმა სამჯერ შეიტანა განაცხადი პოლიციაში, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
პრეს-სამსახურის შეტყობინებაში აღინიშნება, რომ 30 აპრილს პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარში შედგა მრევლის საერთო კრება, რომელზეც მორწმუნეებმა ხმა მისცეს იმას, რომ დარჩენილიყვნენ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის ხელმძღვანელობის ქვეშ. იმავე დღეს კრება ჩაატარეს სოფელში მეუ-ს მომხრეებმაც, რომლებმაც „გადაწყვიტეს“ პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის მრევლის დუმენკოს სტრუქტურაში გადაყვანა.
როგორც გვატყობინებს მჟკ, 2 ივნისს ხმელნიცკის ოლქის დაბა მეჯიბოჟში რეიდერების ჯგუფმა რაიონული საბჭოს დეპუტატის ალექსანდრე ჩერნიევიჩის და მეწარმე მიხეილ ბლონსკის მეთაურობით დაიკავეს უმე-ს წმინდა ნიკოლოზის ტაძარი.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.