პოლტავის გარკუშინცში მეუ-ს მომხრეები უმე-ს სამრევლოს ტაძარს ართმევენ

წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი გარკუშინცში. ფოტო: скриншот видео YouTube-канала ТСМ

პოლტავის მირგოროდის ტერიტორიული გაერთიანების სოფელ გარკუშინცში მეუ-ს აქტივისტები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძარს ართმევენ. ამის შესახებ იუწყება suspilne.media და argumentua.com.

დუმენკოს მომხრეები რეიდერულ სისტემას იყენებენ, რომელიც უკრაინის ბევრ დასახლებულ პუნქტში იყო შემუშავებული  : 2023 წლის 20 აგვისტოს მეუ-ს „მღვდლებმა“ სკოლაში მოსახლეობის კრება ჩაატარეს, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება წმ. ბარბარეს მრევლის მათ სტრუქტურაში გადასვლის შესახებ.

ღონისძიების მსვლელობისას მეუ-ს ადგილობრივი მნე პავლე იაკიმენკო ამტკიცებდა, რომ მისი ორგანიზაცია „ლოცულობს უკრაინის მეომრებისთვის და უკრაინის მხარეზეა, ხოლო „მოსკოვის საპატრიარქო უკრაინის მხარეზე არ არის და უარყოფს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო“.

წმ. ბარბარეს ტაძრის მრევლი ამ კრებაში არ მონაწილეობდა. წინადღით მრევლმა, წინამძღვრის - დეკანოზ სერგი ზუევის მეთაურობით ჩაწერა ვიდეომიმართვა, სადაც  უმე-ს მიმართ თავისი ერთგულების შესახებ განაცხადა.

„ჩვენს ტაძარში ჩატარდა წმ. ბარბარეს მრევლის საერთო კრება და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ვრჩებით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში და მეუ-ში ან სხვა რომელიმე ორგანიზაციაში გადასვლას არ ვაპირებთ“, - ხაზი გაუსვა წინამძღვარმა.

კლუბში კრების მონაწილეებმა მორწმუნეთა ნებას იგნორირება გაუკეთეს. ხმის მიცემის შემდეგ ისინი  ტაძართან მივიდნენ, სადაც  უმე-ს მრევლის წევრები იყვენენ ჩაკეტილები და შიგნით შეღწევა სცადეს. მოგვიანებით პოლიციის მოთხოვნით მრევლმა კარი გააღო. მეუ-ს აქტივისტები ტაძარში შევიდნენ, აღწერეს ქონება და შეადგინეს მისი გადაცემის აქტი.

დუმენკოს მომხრეებმა აგრეთვე პოლტავის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციას მრევლის ხელახალი რეგისტრაციისთვის დოკუმენტები გადასცეს.

მეუ-ს კლირიკოსებმა განაცხადეს, რომ 27 აგვისტოს ისინი  წმ. ბარბარეს ტაძარში თავისი პირველი „ღვთისმსახურების“ ჩატარებას გეგმავენ.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ჩერკასში მეუ-ს აქტივისტებმა დაარეგისტრირეს ალტერნატიული რელიგიური გაერთიანება, რომ თავის იურისდიქციაში წმინდა სოფრონ ირკუტსკელის ტაძარი გადაიყვანოს. 

ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას

1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.

გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი

„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.

ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.

უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა

პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.

რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა

მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".

ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.