ჩერკასკის მღვდელმთავარმა რეიდერების მიერ მიტაცებული ტაძრის წინამძღვარი დააჯილდოვა
მიტროპოლიტი თეოდოსი აჯილდოებს დეკანოზ ევგენი ბურკაცკის. ფოტო: cherkasy.church.ua
2023 წლის 23 აგვისტოდ ჩერკასკისა და კანევსკის მიტროპოლიტმა თეოდოსმა დააჯილდოვა მეუ-ს მომხრეების მიერ საოლქო ცენტრში მიტაცებული მირქმის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ევგენი ბურკაცკი ჯილდოთი „ეკლესიის ერთგულებისთვის და მამაცობისთვის“. ამის შესახებ იუწყება უმე-ს ჩერკასკის ეპარქიის პრეს-სამსახური.
ჯილდოს გადაცემა მღვდელმთავრის რეზიდენციაში შედგა, სადაც ის საშინაო პატიმრობაში იმყოფება. მღვდელმა მეუფე მეუღლესთან და შვიდ შვილთან ერთად მოინახულა.
„თბილი მიღებისა და მღვდლის ოჯახთან ურთიერთობის შემდეგ, მიტროპოლიტმა თეოდოსმა დეკანოზ ევგენის და მის ოჯახს ჩერკასკის ეპარქიის უმაღლესი ჯილდო „ეკლესიის ერთგულებისა და მამაცობისთვის გადასცა“, რითაც აჯილდოვებენ ერთგულ მღვდლებს, ბერებს და ერისკაცებს, ვინც სიმამაცე და სიმტკიცე გამოიჩინა მდევნელთაგან ქრისტეს წმინდა ეკლესიის დაცვაში“, - აღნიშნავს პრეს-სამსახური.
მღვდელმთავარმა მამა ევგენის ოჯახის წევრებს აგრეთვე საჩუქრები გადასცა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, 2023 წ. 3 აგვისტოს აქტივისტები ძალოვნების მხარდაჭერით ჩერკასკის მირქმის ეკლესიაში შეიჭრნენ და სამრევლო სახლიდან ეკლესიის წინამძღვარი და მისი ოჯახი გამოყარეს.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.