„არის თუ არა ფანარიონის სწავლებანი მწვალებლური“ გამოკითხვის შედეგები
ფანარიონის მეთაური პატრიარქი ვარფოლომეი. ფოტო: basilica.ro
გამოკითხვის მონაწილეთა 81%-ს, რომელიც ჩატარდა Telegram-არხების ხელმომწერებს შორის, აუცილებლად მიაჩნია ფანარიონის მწვალებლობის საკითხის საბჭოზე განხილვა. გამოკითხვის შუალედური შედეგები გამოქვეყნდა არხზე, „ლაბარუმ. სიმ პობედიში“.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1594 რესპონდენტმა, რაც შეესაბამება სოც.გამოკითხვების საშუალო მაჩვენებელს.
გამოკითხვის მონაწილეებს მიეცათ კითხვა: „თქვენი აზრით, უნდა აღიაროს თუ არა რუსულმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეკლესიაში ძალაუფლების პირველობის შესახებ სწავლებები მწვალებლობად?
პასუხები გადანაწილდა შემდეგი მიმდევრობით:
8% – არა, ეს არ არის მწვალებლობა, არამედ ადმინისტრაციული წინააღმდეგობაა;
64% – დიახ, ეს მწვალებლობაა, ეწინააღმდეგება სწავლებებს ეკუმენური საბჭოს შესახებ;
17% – ამ საკითხის გადასაწყვეტად უნდა დაველოდოთ ყველა დგილობრივი ეკლესიის შეკრებას;
1% – პასუხის საკუთარი ვარიანტი;
10% – არ ვიცი.
რა თქმა უნდა, აღნიშნულ გამოკითხვას ვერ ექნება მართლმადიდებლური საეკლესიო გარემოს აზრის პრეზენტაბელურობის პრეტენზია, მაგრამ მაინც გავრისკავთ და ვივარაუდებთ, რომ თუ ეს გამოკითხვა ჩატარდებოდა ეკლესიებში, - ფანარიონის მწვალებლობის დაგმობის ინიციატივის მხარდაჭერის პროცენტი იქნებოდა უფრო მაღალი <...> ამასთანავე ჩვენ გვესმის, რომ მღვდლებისა და მრევლის გამოკითხვა არ განსაზღვრავს ეკლესიის პოზიციას. ამის განსაზღვრა მხოლოდ სულიწმიდას შეუძლია ეკლესიის ეპისკოპოსების მეშვეობით. ამიტომ მოცემული გამოკითხვით ეკლესიაზე ზეგავლენის მოხდენის პრეტენზია არ გვაქვს. ჩვენ მხოლოდ ვაფიქსირებთ საეკლესიო საზოგადოების დამოკიდებულებას ამ გადაწყვეტილების მიმართ. შემაჯამებელი მხარდაჭერის მაჩვენებელმა კი 81% შეადგინა“, - აღნიშნეს არხზე.
როგორც იტყობინებოდა მჟკ, Pew Research Centre-ის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების რელიგიურობა 2002 წელთან შედარებით შემცირდა 11%-ით - 61%-დან 50%-მდე.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.