უნეტარესი: განსაცდელებში არ უნდა გავბოროტდეთ და შევინარჩუნოთ სიყვარული

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრი. ფოტო: news.church.ua

განსაცდელში, რომელშიც დღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია იმყოფება, მორწმუნეებმა არ უნდა დაკარგონ ღვთისა და მოყვასის სიყვარული. ამის შესახებ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა, უნეტარესმა ონოფრემ თქვა ქადაგებაში კიევ-პეჩერის ახლო მღვიმეში დავანებულთა კრების ტაძრის დღესასწაულის ღვთისმსახურებაზე.

„ღირსმა მამებმა, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში ცხოვრობდნენ, გამოიღეს სიმართლის ნაყოფი, რადგან განსაცდელების ჟამს არ დაუკარგავთ ღვთისა და მოყვასის სიყვარული, - თქვა წინამძღოლმა. - დღეს ისეთი დროა, როდესაც ჩვენი სარწმუნოება გამოიცდება სხვადასხვა გზით: ცილს გვწამებენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ, გულს გვტკენენ, რაღაცეებს გვართმევენ, მაგრამ ამ განსაცდელებში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ღვთისა და მოყვასის სიყვარული, არ გავბოროტდეთ. ადამიანის ცხონების მტრის მიზანია, რომ ადამიანი ბოროტებით აღივსოს, ხოლო ბოროტება სამუდამო სიკვდილს იწვევს. ბოროტება თვით მის მატარებელს ჭამს. თუ ადამიანი ბოროტებით, ზიზღით აღივსება, ის საკუთარ თავს ანადგურებს. მაგრამ თუ ადამიანი სავსეა სიყვარულით, ის საკუთარ თავს მარადისობისთვის ინარჩუნებს, რადგან ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულის სასუფეველში შევლენ ისინი, ვისაც სიყვარული აქვს“.

უნეტარესის სიტყვებით, „ეშმაკი ცდილობს, რომ  განსაცდელში მყოფი ადამიანი ღმერთს მოწყვიტოს, გაანადგუროს მასში  ღვთისადმი სიყვარული და თუ ადამიანს არ უყვარს ღმერთი, მას მოყვასის სიყვარულიც არ შეუძლია - მეორე პირველის გარეშე არ არსებობს“.

„ჩვენი ამოცანაა, და ღმერთსაც ასე სურს, რომ ამ განსაცდელში გამოვავლინოთ ჩვენი დიდი სიყვარული ღვთისა და ადამიანისადმი. რა თქმა უნდა, განსაცდელში სიყვარული იხვეწება, თუ ჩვენ მას უდრტვინველად, საყვედურის გარეშე ვიღებთ, ვითმენთ, ვებრძვით საკუთარ თავს, ვებრძვით სიცრუეს, რომელიც ქვეყანაზეა - მაგრამ ვებრძვით ლოცვით, მარხვით და არა მუშტებით. ლოცვა, მარხვა, მოთმინება - ის იარაღია, რომლითაც ჩვენ ბოროტებას ვამარცხებთ და ღვთის ერთგულები ვრჩებით“, - ხაზი გაუსვა წინამძღოლმა.

მან მორწმუნეებს უსურვა, რომ ღირსი პეჩერელი მამების ლოცვით უფალი გვეხმარება გავუმკლავდეთ ყველაფერს, რაც ცხოვრების გზაზე გვხვდება, ღვთისადმი მადლიერებით, მორჩილებით, მოთმინებით და სიყვარულით.

„მაშინ ჩვენ რაღაცით ღირს მამებს დავემსგავსებით, რომლებსაც დღეს ეკლესია პატივს მიაგებს და იმედი გვექნება, რომ მომავალ საუკუნეში ღირსი ვიქნებით გავხდეთ თანაზიარნი ზეციური სიყვარულის სასუფევლისა, ჩვენს უფალ იესო ქრისტეში“, - თქვა მღვდელმთავარმა.

როგორც მჟკ წერდა, კიევ-პეჩერის ახლო მღვიმეში დავანებულთა კრების დღესასწაულზე უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ კიევის ლავრაში ღვთისმსახურება ჩაატარა.

ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას

1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.

გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი

„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.

ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.

უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა

პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.

რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა

მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".

ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.