დუმენკომ განაცხადა,რომ უმე ფანარიონს საპატრიარქოს შესახებ თხოვნით მიმართავს
ეპიფანია დუმენკო,პატრიარქი ბართლომე და პეტრე პოროშენკო. ფოტო: vesti.ua
2020 წლის 15 დეკემბერს ეპიფანე დუმენკომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის „ეპისკოპოსთა საბჭოში“ მოხსენების დროს განაცხადა, რომ მისი სტრუქტურა ფანარიონს მისთვის „საპატრიარქოს“ სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართავს.
დუმენკო დარწმუნებულია, რომ ასეთი თხოვნა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია მართლმადიდებლური ეკლესიების უმრავლესობისგან მიიღებს აღიარებას.
„დარწმუნებული ვართ, რომ მას შემდეგ რაც უკრაინაში მართლმადიდებლობის ერთობის გამყარების გზას გავივლით და მართლმადიდებლურ ეკლესიათა უმრავლესობის მიერ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის აღიარებას მივაღწევთ, სრული საფუძველი გვექნება, რომ მსოფლიო პატრიარქის წინაშე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მართლმადიდებლური სამყაროს მეირ აღიარებული საპატრიარქოს ღირსების მინიჭების საკითხი წამოვჭრათ,“ - განაცხადა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა.
თუმცა, დუმენკოს განცხადებით, „ისევე, როგორც ეტლს ცხენის წინ არ აბამენ - ასევე არ შეიძლება, რომ ერთი ამოცანის გადაუჭრელად, მეორე მოვითხოვოთ.“
ეპიფანემ პირობა დადო, რომ მისი სტრუქტურა ხორცს შეასხამს კიების საპატრიარქოს იდეას: „ამიტომ არა ხმამაღალ განცხადებებსა და ლოზუნგებზე, არამედ ყველა ჩვენგანის თავდადებულ შრომაზე, არამედ ჩვენ მიერ ერთიანობის და მშვიდობის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული კიევის სრულიად მართლმადიდებლობის მიერ აღიარებული საპატრიარქოს ჩამოყალიბების საკითხი.“
ადრე მჟკ წერდა,რომ შევჩუკი ალაპარაკდა კიევის ერთიან საპატრიაექოზე.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.