მსოფლიო კრების წესები ზღუდავენ ფანარიონის მეთაურის ძალაუფლებას-კსას რექტორი

ბელოგოროდსკის ეპისკოპოსი სილვესტრი (სტოიჩევი) .ფოტო: kdais.kiev.ua

მსოფლიო კრებების წესები, რომლებითაც ფანარიონი ასაბუთებს თავის განსაკუთრებულ ძალაუფლებას  ეკლესიაში, ზღუდავს მის ჩარევას სხვა ეპარქიების საქმეებში, აღნიშნავს ეპისკოპოსი სილვესტრი (სტოიჩევი) პორტალ „მართლმადიდებლურ  ცხოვრებასთან“ («Православная жизнь») ინტერვიუში.

 მსოფლიო კრებების  ორი წესი არსებობს, რომლებსაც ეყრდნობა კონსტანტინოპოლის პატრიარქი  მართლმადიდებელ ეკლესიაში პირველობის ამბიციების გასამართლებლად. ეს არის II მსოფლიო კრების მე-3 წესი და IV მსოფლიო კრების 28-ე წესი.

ორივე წესი გამოყოფს კონსტანტინოპოლის კათედრას თვით ქალაქის პოლიტიკური მნიშვნელობის გაზრდის გამო, სადაც ახლა „მეფისა და სენატის“ ადგილია, მაგრამ არ აძლევს ფანარს რაღაც განსაკუთრებულ ძალაუფლებას ეკლესიაში, ხაზი გაუსვა ეპისკოპოსმა სილვესტრმა.

როგორც ამ წესებიდან  ჩანს, ძველ დროში კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის სტატუსი და უფლებამოსილება უკავშირდებოდა კონსტანტინოპოლის, როგორც ახალი დედაქალაქის, პოლიტიკურ მნიშვნელობას, - თქვა მან. - არც კათედრის სიძველესთან, არც სამოციქულო წარმომავლობასთან და მით უმეტეს არც ღვთის განგებასთან, არამედ მხოლოდ იმასთან, რომ ეს მეფის და სენატის ქალაქია“.

ქალკედონის კრების 28-ე წესი უფლებას აძლევს კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს დააყენოს მიტროპოლიტი ზოგიერთ მეზობელ ოლქში. მაგრამ ის მანამდეც ცდილობდა თავისი ძალაუფლების გაფართოებას, რადგან  მხოლოდ დედაქალაქი ექვემდებარებოდა.

ამ წესის მიხედვით, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს არა მარტო გამოეყოფა საეკლესიო ოლქი, არამედ ის ზღუდავს მის ჩარევას სხვა დიოცეზების საქმეებში. სწორედ ასე ესმით ეს წესი ბიზანტიელ მკვლევრებსაც“, - აღნიშნა კიევის სასულიერო აკადემიის რექტორმა

 „მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ - კონსტანტინოპოლი არ არსებობს. არის სტამბული. კონსტანტინოპოლი ბერძნების მითოლოგიის ნაყოფია, მათ შექმნეს რაღაც ბერძნული კიტეჟ ქალაქი. კონსტანტინოპოლი - ქალაქი-მოგონება, ქალაქი-მითოსი, ქალაქი-წარმოსახვა და ქალაქი-ოცნება. მართლმადიდებლური იმპერიის წარსულ  სტატუსზე, ბრწყინვალებაზე და დიდებაზე ოცნება. როგორც ერთი ავტორი ამბობდა: „ბერძნები ისე ცხოვრობენ, თითქოს კონსტანტინოპოლის დაცემის შესახებ არც სმენიათ“, - დაასრულა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ადრე კიევის სასულიერო აკადემიის რექტორმა შეადარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.