კალენდრის საკითხში უმე უყურებს არა ევროპას, არამედ მორწმუნეებს-უმე- სპიკერი
დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი.ფოტო: apostrophe.ua
უკრაინის მართლამადიდებელი ეკლესიის სპიკერმა, დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის მართლამადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულის თარიღის საკითხთან დაკავშირებით უყურებს არა ევროპას, არამედ მორწმუნეებს. ამის შესახებ მღვდელმა ისაუბრა ინტერვიუში ტელეგრამ-არხთან «PavlovskyNews».
დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა ხაზი გაუსვა, რომ „ეკლესიის უმრავლესობა - ეპისკოპოსები, სასულიერო პირები და მორწმუნეები ამისთვის მზად არ არიან და ახლა არ არის ამის შესრულების აუცილებლობა“.
მღვდელი თვლის, რომ „ახალი“ ან „ძველი“ სტილით აღნიშვნის არავითარი დოგმატური მიზეზები არ არსებობს. მაგრამ ამავე დროს, მისი სიტყვებით, „ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაში - ბულგარეთის, საბერძნეთის და განსაკუთრებით რუმინეთის, ახალ სტილზე გადასვლამ გამოიწვია „ძველი სტილის განხეთქილება“. ესე იგი გაჩნდა შიდაეკლესიური გაყოფა“.
დეკანოზი ნიკოლოზი დარწმუნებულია, რომ „ეკლესიაში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იყოს გათვალისწინებული შიდაეკლესიური კონტექსტი, რომ არ გაჩნდეს მსგავსი დაყოფები“.
„საქმე იმაშია, რომ როდესაც სახელმწიფო იღებს რამე გადაწყვეტილებას, ეს ეხება უკრაინის ყველა მოქალაქეს. ეკლესია კი იღებს გადაწყვეტილებას მორწმუნეებზე და არა უკრაინის ყველა მოქალაქეზე ორიენტირებით, ვინაიდან უკრაინის ყველა მოქალაქე ეკლესიის წევრი არ არის“, - აღნიშნა მღვდელმა.
დეკანოზ ნიკოლოზის აზრით, ეკლესიამ „გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს არა უკრაინის აბსოლუტურად ყველა მოქალაქეზე, დასავლეთ ევროპაზე ან სხვა ფაქტორებზე ორიენტირებით, არამედ მხოლოდ ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, ვინც ჩვენი ეკლესიის წევრები არიან“.
მანამდე მართლმადიდებელ ჟერნალისტთა კავშირი წერდა, რომ ჩერნოვეცის უნიატები, რუსეთისგან გამიჯვნის მიზნით, შეხვდებიან შობას 25 დეკემბერს.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.