ანტიოქიის ეკლესიის წმინდა სინოდმა უმე-ს და მისი წინამძღოლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა

ანტიოქიის ეკლესიის იერარქია. ფოტო: gorthodox.com

ანტიოქიის საპატრიარქოში ლოცულობენ კიევისა და სრულიად უკრაინის უნატარეს მიტროპოლიტ ონოფრესთვის - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლისთვის, რომელიც აღმსარებლობის გზით მიდის. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გაკეთდა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის შედეგად. ეს სხდომა ჩატარდა ლიბაანის ბალამანდის მონასტერში დიდი ანტიოქიისა და მთელი აღმოსავლეთის უნეტარესი პატრიარქის იოანე X-ის  თავმჯდომარეობით, იუწყება gorthodox.com.

ანტიოქიის იერარქებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის ხელისუფლება რწმენის გამო დევნის უმე-ს სულიერ შვილებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ, მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარე მოვლენების გაანალიზებისას, სინოდის წევრებმა მოუწოდეს ყველა ეკლესიას გაერთიანებისა და შერიგებისკენ. მათ ხაზი გაუსვეს, რომ მართლმადიდებლობა ნაციონალურ განსხვავებებს აღემატება და ის მოწოდებულია ადიდოს ღმერთი მის ქმნილებაში.

ანტიოქიის საპატრიარქოს მღვდელმთავრებმა აგრეთვე მოუწოდეს მთელ მსოფლიოში ომებისა და კონფლიქტების შეწყვეტისთვის, მათ შორის უკრაინაშიც. „მამები ევედრებიან იესო ქრისტეს, მსოფლიოს უფალსა და ყოველივე ნუგეშისმცემელს, აღმოფხვრას თავისი წყალობით ომისა და ბოროტების ძალა, განკურნოს დავრდომოლთა და მწუხარეთა იარები ამ  ქვეყანაზე, რომელსაც სწყურია უფლის ტკბილი მშვიდობა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ლუბლინისა და ხოლმსკის არქიეპისკოპოსმა (პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია) განაცხადა, რომ უმე-ს მორწმუნეთათვის განსაცდელის დრო მოვიდა და მათ „ქრისტეს ისტორიული ჯვარი იტვირთეს“.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.