პატრიარქმა კირილმა მოუწოდა ქრიზოსტომოსს გადახედოს მეუ - ს აღიარების საკითხს
პატრიარქი კირილი და არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი. ფოტო: gr.pravoslavie.ru
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, უწმინდესმა პატრიარქმა კირილმა მოუწოდა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების შესახებ, იუწყება გამომცემლობა «Ромфея».
კვიპროსის არქიეპისკოპოსის ქრისტეშობის დღესასწაულის მოლოცვის პასუხად, პატრიარქი კირილი წერს, რომ „წელს ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულთან ერთად მივიღეთ უსიამოვნო ამბავი იმის შესახებ, რომ ღვთის წმინდა ეკლესიების წინამძღვრებს შორის თქვენ იხსენიებთ უკრაინის განხეთქილების ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერს. ფრიად შეწუხებული ვარ თქვენი გადაწყვეტილების გამო“.
შემდგომ თავის წერილში მოსკოვის პატრიარქმა დაამატა, რომ „სერგეი დუმენკოს აღიარებით („მიტროპოლიტი“ ეპიფანე) „უკრაინის ეკლესიის წიმამძღვრად“, როგორც ნათქვამია კვიპროსის ეკლესიის 25 ნოემბრის წმინდა სინოდის კომიუნიკეში, თქვენ, სამწუხაროდ, განხეთქილების მონაწილეებს შეუერთდით. გარდა ამისა, თქვენ კარგად იცნობთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტ წინამძღვარს, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს ონოფრეს“.
რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინაში ვერ იარსებებს ორი მიტროპოლიტი ერთად ისევე, როგორც კვიპროსზე ერთდროულად ვერ იქნება ორი არქიეპისკოპოსი“.
„უნეტარესო, ქრისტეშობის დღესასწაულის ამ ნათელ დრეს მოგიწოდებთ, რომ გადახედოთ თქვენს გადაწყვეტილებას ან გადადოთ ის უკრაინის საკითხის სრულიად მართლმადიდებლური გადაწყვეტილების მიღებამდე“, - დაასრულა პატრიარქმა კირილემ.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი უარყოფს, რომ ის და ფანარის მეთაური ფულს იღებდნენ აშშ-გან.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.