,,ცხვირმოუხოცავი’’: მეუ-ში გადასვლის უარყოფის გამო განაწყენებული მღვდელი დაროვკაში
ანდრეი სეხმა თქვა, რომ დაროვკაში უმე-ის მრევლი "ვერ მოესწრება" კაცების დაბრუნებას ფრონტიდან. ფოტო: Фейсбук Владимир-Волынской епархии
2023 წლის 13 ნოემბერს მეუ-ს მღვდელმა ანდრეი სეხმა რამდენიმე აქტივისტთან ერთად სცადა ვოლინის სოფელ დაროვკაში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამლოცველოს კონტროლის ქვეშ აყვანა, იუწყება ვლადიმირ-ვოლინის ეპარქიის ფეისბუქ გვერდი.
ეპარქია წერს, რომ ერთი წლის წინ სეხმა ხელისუფლების მხარდაჭერით დაროვკაში მდებარე უმე-ის წმინდა მიქაელის სახელობის ეკლესია მიითვისა. თემმა ააგო წმინდა ნიკოლოზის სამლოცველო, ახლა "მღვდელმა" მისი მითვისებაც გადაწყვიტა. მაგრამ ამჯერად კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ანდრეი სეხი იქცეოდა უკიდურესად ამპარტავნულად, უხეშად და ცინიკურად. მორწმუნეებს ეუბნებოდა, რომ აქ ისინი არაფერს წარმოადგენდნენ.
მან მორწმუნეებს მიანიშნა, რომ სამლოცველოს საბუთები, სავარაუდოდ, არაკანონიერია, რაზეც უპასუხეს, რომ ფრონტიდან ბიჭები მოვიდოდნენ და ყველაფერს გადაწყვეტდნენ.
”ვერ მოესწრებით”, - ცინიკურად უპასუხა მათ მეუ-ს მღვდელმა. ამან ხალხი ისე გააღიზიანა, რომ „სირცხილი!“ შეძახილი დაიწყეს.
წარუმატებლობის გამო იმედგაცრუებულმა სეხმა თქვა, რომ მას უპატივცემულოდ მოექცნენ, ეკლესიის ერთ-ერთ მრევლს "ცხვირმოუხოცავი" უწოდა და მკლავი გაჰკრა.
„პირი დაუღია და ყვირის“, – შესჩივლა მან პოლიციელს.
მჟკ წერდა, რომ ბუკოვინაში, სოკირიანში, უმე-ის მორწმუნეები იცავდნენ თავიანთ ტაძარს თავდამსხმელებისგან.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.