უმე-ს თემი სოფელ დელოვოეში ითხოვს ტაძრის სიტუაციაში ჩარევას

მეუ-ს თერმი სოფელ დელოვოეში. ფოტო: скриншот видео YouTube-канала Перший Кабельний

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემმა იმიერკარპატების ოლქის რახოვსკის რაიონის სოფელ დელოვოეში მიმართა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის თხოვნით, ჩაერიოს მიძინების ტაძრის ირგვლივ მიმდინარე სიტუაციაში, რათა მორწმუნეებმა კვლავ შეძლონ მასში თავისუფლად ლოცვა.  მიმართვა ხელისუფლებისადმი და მრევლის კომენტარები 2021 წლის 11 იანვარს გამოაქვეყნა "პერში კაბელნი"-მ.

ადრე, ქრისტეშობის წინა დღეს, მეუ-ს მომხრეებმა პოლიციის ხელშეწყობით ჩამოკიდეს ტაძრის ჭიშკარზე ურდულები, ჩაუკეტეს რა ამით შემოსასვლელი უმე-ს თემს. მორწმუნეები აღმოჩნდნენ ალყაში.

"ვიღაცის ნების გამო ადამიანები შობის ღამეს ბავშვებთან ერთად უნდა იდგნენ ჭიშკართან მხოლოს იმიტომ, რომ ვიღაცას სურს დაამტკიცოს თავისი პრინციპები",- აღნიშნა მრევლმა ნატალია ნიკორიაკმა. პატივცემულო ხელისუფალნო, ძალიან გთხოვთ მიაქციოთ ამას ყურადღება და მოახდინოთ რეაგირება რომ გააღონ ჭიშკარი,რათა ადამიანებმა მშვიდად და თავისუფლად  შეძლონ ეკლესიაში სიარული, როგორც ადრე იყო".

დაახლოებით 20 უმე-ს მორწმუნე რჩება ტაძარში, რათა დაიცვან ის ხელში ჩაგდებისაგან და ათობით მორწმუნე, პატარა ბავშვებით, ლოცულობენ ქუჩაში. ადამიანები აღნიშნავენ, რომ ტაძარს აშენებდა მთელი სოფელი "არა იმისათვის, რომ ჩვენ ვყვიროდეთ, ვჩხუბობდეთ ერთმანეთთან, არამედ იმისათვის, რომ მშვიდობიანად ვიაროთ და ვილოცოთ". მაგრამ გაწელილი სასამართლოებით სოფელში სიტუაცია დაიძაბა.

"პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო! გთხოვთ, გაგვიღეთ ჩვენ ტაძარი. ტაძარი იმისთვისაა, რომ მასში ვილოცოთ, ის არ უნდა იყოს დაკეტილი. ჩვენ იმისთვის ვაშენებდით ტაძარს, რომ მასში ტარდებოდეს წირვა. ჩვენ გთხოვთ გადახედოთ ყველა გადაწყვეტილებას და რეაგირება მოახდინოთ ჩვენს თხოვნაზე",-მიმართა მიძინების ტაძრის მრევლმა ვლადიმერ ზელენსკის.

შეგახსენებთ, რომ დელოვოეში კანონიკური უმე-ს თემისთვის ტაძრის წართმევა მეუ-ს მომხეებმა გადაწყვიტეს ტომოსის მიღების შემდეგ, მოტყუებით ჩაიგდეს ხელში ნორმატიული დოკუმენტები, ადგილობრივი ჩინოვნიკების დახმარებით მიძინების ტაძარი უკანონოდ დაარეგისტრირეს მეუ-დ. დაიწყო გრძელვადიანი სასამართლო პროცესები, რომლებიც ფალსიფიცირებული დოკუმენტების საფუძველზე მოიგეს ეპიფანეს სტრუქტურის მხარდამჭერებმა. უმე-ს მორწმუნეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში, რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ტოვებენ ტაძრის ტერიტორიას.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.