კურაევი: თუ უმე-ს მორწმუნეებს ავტოკეფალია არ ჭირდებათ, ნუთუ ეს მათი ბრალია?

პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი. ფოტო: zvzda.ru

მსახურებას ჩამოშორებული, რუსეთის მართლმადიდებელი  ეკლესიის კლირიკოსმა, პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევმა «Главком»-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის მორწმუნეები არ არიან დამნაშავეები იმაში, რომ მათ არ ჭირდებათ ავტოკეფალია, ეს არც მათი დანაშაულია და არც ნაკლი.

„აქ ყველაფერი დამოკიდებულია მიტროპოლიტ ონოფრეზე. მას რომ ჰქონოდა თავისუფლების მოპოვების ზემიზანი და  გეგმა, მოსკოვი ხელს ვერ შეუშლიდა. მაგრამ ეს მიზანი მას არ აქვს... სხვა იერარქები ხედავენ მათი მიტროპოლიტის ასეთ საქციელს და არ ახდენენ მასზე ზეწოლას ავტოკეფალიის მიმართულებით. ესე იგი მათაც არ აქვთ ეს ზეწოლა სამღვდელოების, სპონსორების, მრევლის  მხრიდან... თუ ამ მილიონობით ხალხს არ აქვთ ავტოკეფალიაზე მოთხოვნა, ნუთუ ეს მათი ბრალი ან ნაკლია? არც მე მოსკოვში, არც მიტროპოლიტ  ონოფრეს კიევში არ გვესმის ასეთი მოთხოვნები ეკლესიის წიაღიდან. და ეს არ არის მოსკოვის ბრალი“, - აღნიშნა კურაევმა.

მიტროპოლი ონოფრე, თავის მხრივ, ვერ ხედავს ავტოკეფალიის საფუძველს, რადგან აკვირდება სამრევლოების სტატისტიკას, რომლებიც გადადიან უკრაინაში მართლმადიდებელ  ეკლესიაში, „ისინი კი უფრო ცოტანი არიან, ვიდრე იმ სამრევლოების რაოდენობა, რომლებიც ახლად იქმნებიან უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიაში“, დარწმუნებულია დიაკვანი.

„ამ ციფრებში ის სრულიად ლოგიკურად ვერ ხედავს საფუძველს პოლიტიკის ცვლილებისთვის. ამას შეიძლება დავამატოთ პრეზიდენტ პოროშენკოს შეცვლა პრეზიდენტ ზელენსკიზე, ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემცირდა საეკლესიო პრობლემის პოლიტიზაციაც. შემცირდა სახელმწიფო ზეწოლაც ეკლესიაზე. უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიას აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მთლიანობაში მან მოიგო „სასაზღვრო ბრძოლა“ უკრაინაში  მართლმადიდებელი  ეკლესიის ტომოსის მიღების მერე. მოწინააღმდეგე არ დამარცხებულა, მაგრამ გაგდებულია საზღვრიდან და მან ვერ შექმნა ვერანაირი სერიუზული საფრთხე“, - ხაზი გაუსვა კურაევმა.

როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, კურაევმა თხოვა პატრიარქს გადახედოს მის საქმეს მსახურების აკრძალვასთან დაკავშირებით. ის, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ აძლევს უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიას ავტოკეფალიას, ეს მოსკოვის დიქტატურა არ არის, ეს არ სურთ უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის მორწმუნეებს, - თვლის ანდრეი კურაევი.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.