არ მინდა ჩემმა კომენტარმა იმოქმედოს ეკლესიაზე, – პატრიარქი თეოფილე
იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე. ფოტო: kurir.rs
2021 წლის 26 იანვარს იერუსალიმის მიტროპოლიტმა თეოფილემ ბელგრადის გამომცემლობა «Кurir» -თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ არ სურს, მისი კომენტარები ცუდად აისახოს მართმადიდებლური ეკლესიის ერთიანობაზე.
გამომცემლობის ჟურნალისტმა პატრიარქს დაუსვა არგუმენტირებული კითხვა თუ რომელი მხარის პოზიციას (რუსეთის ეკლესიის თუ ფანარიონის) იზიარებდა ის მეუ-ს ,, ავტოკეფალიასთან’’ დაკავშირებით და რამდენად დამანგრეველია ეს სიტუაცია მთელი მართმადიდებლური სამყაროსათვის.
ამ კითხვაზე იერუსალიმის პატრიარქმა უპასუხა,რომ «როგორც ქრისტეს საფლავის და წმინდა მიწის სიწმინდეების მცველი» ის ლოცულობს მთელი მართმადიდებლური სამყაროს ერთიანობაზე.
«ჩემი პასუხი ცხადია – მე ვლოცულობ მთელი მსოფლიოს ქრისტიანებზე, და მე არ მინდა კომენტარი( მეუ-ზე შეკითხვა, - რედაქტორი) გავაკეთო ისე, რომ ამან ცუდი ზეგავლენა მოახდინოს ქრისტიანების ერთიანობასა და მსოფლიო ქრისტიანებზე», – განაცხადა პატრიარქმა თეოფილემ.
მისი სიტყვებით, «ყველა მართმადიდებელისათვის მნიშვნელოვანია იყოს ერთი სიწმინდის ნაწილი, მსოფლიო სამოციქულო ეკლესიის წევრი. ისინი, ვისაც ესმით რა არის სიწმინდე, სამყარო, ესეიგი სამოციქულო ეკლესია კარგად გაიგებენ თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე ჩემს პასუხს».
ადრე მჟკ წერდა, 2020 წლის 26 თებერვალს იორდანიის დედაქალაქ ამანში დაიწყო შეხვედრა ადგილობრივი მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შორის, იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე lll -ს მოწვევით.
მოგვიანებით ფანარიონის მეთაურმა პატრიარქ თეოფილე lll - ს ლანძღვის შემცველი წერილი გაუგზავნა.
ბულგარელი იერარქი: უკრაინის ომს ქრისტეს თვალით უნდა შევხედოთ
ბულგარელი ეპისკოპოსის თქმით, ეკლესიის ამოცანაა შეახსენოს ხალხს მართლმადიდებლობის პრინციპები და ღირებულებები, ილოცოს მშვიდობისთვის და ღვთისმოყვარე ხალხის გადარჩენაზე იზრუნოს.
მისმა უნეტარესმა კიევ-პეჩერის ლავრაში წაიკითხა დიდი კანონის პირველი ნაწილი
წმინდა ანდრია კრეტის კანონი იკითხება დიდი მარხვის პირველი კვირის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უფროსი: კიევი საუბრობს რელიგიურ თავისუფლებაზე, მაგრამ ხურავს ეკლესიებს
ტულსი გაბარდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რელიგიის თავისუფლება არ არის დაცული.
მისი უნეტარესი: დიდმარხვაში უნდა ვებრძოლოთ არა ერთმანეთს, არამედ ეშმაკს
მიტროპოლიტმა ონოფრემ შეახსენა დიდი მარხვის ლოცვის წესი.
მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის დიდი მარხვა დაიწყო
მართლმადიდებელი ეკლესია შევიდა დიდი მარხვის პერიოდში, რომელიც წინ უსწრებს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ქრისტეს აღდგომას.
ალბანეთში გარდაცვლილი წინამძღვრის სულიერი ანდერძი წაიკითხეს
მეუფე ანასტასის ანდერძი დაიწერა 2008 წელს.