ფანარიონის საბერძნეთის გაერთიანება ტორონტოში ვალების გამო ტაძარს ყიდის
ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი ტორონტოში. ფოტო: roncesvallesvillage.ca
COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, ბერძნული მართლმადიდებელი გაერთიანება ტორონტოში (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კანადის არქისაეპისკოპოსო) იძულებულია თავისი ოთხი ობიექტიდან გაყიდოს ერთი, რომ გადაიხადოს 4,5 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი, იუწყება cbc.ca.
ორგანიზაციის დირექტორთა საბჭომ შექმნა დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომიტეტი, რომელმაც მისცა რეკომენდაცია უძრავი ქონების ოთხი ობიექტიდან, რომლებშიც შედიან: წმინდა იოანე და ალექსანდრე დიდის კულტურის ცენტრი, წმინდა დიმიტრის კულტურის ცენტრი, წმინდა ირინეს ეკლესია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარი, გაეყიდათ ერთ-ერთი.
„ჩვენ შევეჯახეთ რეალობას, ეს ზედმეტად სასტიკი გადაწყვეტილებებია. მმართველობის არც ერთ წევრს არ სურდა ამ გადაწყვეტილებების მიღება. თანხის შეგროვების ყველა ღონისძიება, რომელთა ჩატარება ადრე შეგვეძლო, ახლა უკვე ვეღარ შევძლებთ“, - თქვა ორგანიზაციის პირველმა ვიცე-სპიკერმა და ხაზინადარმა ნიკონ გეორგაკოპულოსმა.
ტორონტოს ბერძნული გაერთიანება ითვლის 150 000 ბერძნული წარმოშობის კანადელს. ორგანიზაციის ქონება, ეკლესიების ჩათვლით, შეადგენს მისი შემოსავლის 40 პროცენტს. შემოსავლების დანარჩენი ნაწილი მოდის ბერძნული სკოლებიდან, კულტურული ღონისძიებებიდან და ფესტივალებიდან, მაგრამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ორგანიზაციის შემოსავლები 90 პროცენტით დაეცა.
რაც შეეხება ბერძნულ სკოლებს, ადრე იქ სწავლობდა 1000 მოსწავლემდე, ახლა კი 100-მდე. ეს იყო კიდევ ერთი ფინანსური დარტყმა, თქვა გეორგაკოპულოსმა.
„ხალხი უბედურია, მაგრამ მე როგორც დირექტორს მეკისრება იმის პასუხისმგებლობა, რომ ორგანიზაციამ გააგრძელოს წინსვლა“, - დაამატა მან.
როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, კანადაში დაანგრიეს და დაწვეს ეკლესია, რომელიც 1933 წელს დაარსებული იყო უკრაინელების მიერ.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.