გაერო აგროვებს იმათ სიებს, ვინც ლგბტ-ს აკრიტიკებს

გაერო აგროვებს მათ სიას, ვინც ლგბტ-ს წინააღმდეგ გამოდის. ფოტო: makfax.com.mk
გაეროს ადამიანის უფლებების განყოფილება (ინგლ. – UN Human Rights Office) ადგენს იმათ სიებს, ვინც რაღაც ფორმით გამოდის ლგბტ იდეოლოგიის წინააღმდეგ, იუწყება c-fam.org საიტი.
პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები და მთელი მსოფლიოს ორგანიზაციები, რომლებიც გამოდიან აბორტების წინააღმდეგ და ოჯახის ტრადიციულ ცნებას იცავენ, როგორც საიტის c-fam.org ავტორები თვლიან, „პირველ რიგში მოხვდებიან გაეროს ადამიანის უფლებების განყოფილების შავ სიაში“.
როგორც იუწყებიან, მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გამოიყენონ „სანქციების ჩასატარებლად ოჯახის დამცველთა მიმართ, აგრეთვე მათ მოსაგერიებლადაც“.
გაეროს ადამიანის უფლებათა განყოფილებამ გამოაქვეყნა განცხადება ლგბტ ჯგუფების მისამართით, სადაც თხოვს შეატყობინოს იმ „მთავარი მოქმედი პირების შესახებ“, რომლებიც აკრიტიკებენ „გენდერულ იდეოლოგიას“ და მოიყვანონ „პოლიტიკური და/ან რელიგიური ლიდერების საჯარო გამონათქვამებისა და განცხადებების მაგალითები, რომლებიც შეიცავენ გამოწვევას ლგბტ-გაერთიანების უფლებების ხელყოფის მხრივ“.
მიმართვაში განსაკუთრებული ყურადრება მიმართულია იმ რელიგიური ჯგუფებისადმი, რომლებიც ცხოვრებისა და ოჯახის დასაცავად გამოდიან. გაეროს ადამიანის უფლებათა განყოფილება თხოვს მოიყვანონ „ნებისმიერი მაგალითები იმისა, სადაც გენდერის კონცეპცია გამოყენებულია რელიგიურ ისტორიებში ან ტრადიციებზე, ტრადიციულ ღირებულებებზე და ოჯახის დაცვაზე საუბრისას“ ახალ კანონებთან საპირისპიროდ, რომლებიც ლგბტ უფლებებს უჭერენ მხარს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მასალა, წარმოდგენილი გაეროს ადამიანის უფლებათა განყოფილების მიერ, გამოყენებული იქნება გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის შემდეგ მოხსენებაში, რომელიც წარდგენილი იქნება ჟენევაში ადამიანთა უფლებების გაეროს საბჭოს წინაშე და ეხება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებს.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ კიევის ლგბტ წარმომადგენლები თავის მთავარ მტრად „ძირითად ეკლესიებს“ მიიჩნევენ.

В Кам'янській єпархії ієрарх УПЦ освятив дзвони для двох храмів
Освячення здійснив митрополит Кам'янський і Царичанський Володимир.

За ухилення в розкол заборонили в служінні клірика Овруцької єпархії УПЦ
Митрополит Овруцький і Коростенський Віссаріон видав указ з накладенням заборони на священнослужіння ієрею Вадиму Гвоздю.
Митрополит Павло очолив урочистості на честь Анастасії Покровської в Києві
Преподобна Анастасія заснувала Покровський монастир у 1889 році.
В УПЦ відслужили літію за всіх загиблих від атаки РФ 24 квітня
Від нічного російського обстрілу особливо постраждали жителі Києва, Харківської, Дніпропетровської, Житомирської, Запорізької та Хмельницької областей.
24 квітня минув рік з дня арешту митрополита Арсенія
В Святогірській лаврі опублікували обширний репортаж про цей рік намісника обителі в СІЗО.
აშშ ანტიქრისტიანული მიკერძოების წინააღმდეგ საბრძოლველად სამუშაო ჯგუფს ქმნის
„ქრისტიანების მიკერძოებისგან დაცვა კანონის უზენაესობას იცავს და კონსტიტუციის დაპირებას ასრულებს“, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პამელა ბონდიმ.