იობი (გეჩა) : მართლმადიდებლებს რომის პირველობის აღიარების პრობლემა არ აქვთ

პაპი ფრანცისკი და არქიეპისკოპოსი იობი (გეჩა). ფოტო: catholicoutlook.org

მართლმადიდებლებს არ აქვთ იმის პრობლემა, რომ აღიარონ რომის პირველობა, პრობლემა იმაშია, როგორ იქნება რეალიზებული ეს პირველობა, - განაცხადა ფანარის იერარქმა, ტელმესუს მთავარეპისკოპოსმა იობმა (გეჩა) ონლაინ-კონფერენციაზე „მართლმადიდებლურ-კათოლიკური საღვთისმეტყველო დიალოგის გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელიც მიეძღვნა მართლმადიდებლებისა და კათოლიკების ერთობის გზების ძიებას.

კონფერენციაში, გარდა მთავარეპისკოპოსისა, მონაწილეობა მიიღეს პაპის ქრისტიანული ერთობის მხარდამჭერი საბჭოს აღმოსავლური ბიუროს ხელმძღვანელმა გიაცინტე დესტიველმა, პროფესორმა პეტროს ვასილიადისმა და სხვა ბერძენმა ღვთისმეტყველებმა.

ეკუმენისტური დიალოგის მსვლელობისას ფანარის იერარქმა განაცხადა, რომ კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის სრული ერთობის განხორციელებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ღვთისმეტყველთა ახალი თაობის აღზრდა, რომლებსაც კარგად ეცოდინებათ არა მართო მათი ეკლესიის ტრადიციები, არამედ გახსნილები იქნებიან სხვა ეკლესიის ტრადიციების მიმართ. ამიტომ, თვლის გეჩა, მართლმადიდებელი სტუდენტები უნდა სწავლობდნენ კათოლიკურ სასწავლებლებში, ხოლო კათოლიკები - მართლმადიდებლურში.

დესტივალის სიტყვების კომენტირებისას პაპის როლზე მომავალ გაერთიანებულ ეკლესიაში, ფანარის იერარქმა განაცხადა, რომ „მართლმადიდებლებს არ აქვთ პრობლემა რომის ეკლესიის პირველობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს ეკლესია, პატრისტიკული  და კანონიკური ტრადიციების თანახმად, წინამძღვრობს სიყვარულში... ამიტომ მართლმადიდებლური თვალსაზრისით რომის პირველობა არ წარმოადგენს პრობლემას. პრობლემა იმაშია, როგორ იქნება ეს პრობლემა რეალიზებული პრაქტიკაში“.

გეჩას აზრით, გაერთიანებულ ეკლესიაში კათოლიკებმა არ უნდა მოთხოვონ მართლმადიდებლებს რომის იმაზე მეტი უფლებების აღიარება, ვიდრე ეს იყო პირველ ათასწლეულში.

შეგახსენებთ, მანამდე პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ ნიკეის კრების 1700 წლის იუბილე, რომელიც 2025 წელს ჩატარდება, ქრისტიანთა გაერთიანების საბაბია.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.