ცნობილი გახდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის სახელი
ზაგრებ-ლუბლანის მიტროპოლიტი პორფირი. ფოტო: pravoslavie.ru
2021 წლის 18 თებერვალს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებაზე არჩეული იქნა ახალი პატრიარქი - ზაგრებ-ლუბლანის მიტროპოლიტი პორფირე (პერიჩი), იუწყება სერბული გამოცემა кurir.rs.
მიტროპოლიტი პორფირე არჩეულ იქნა „სამოციქულო კენჭისყრის“ შედეგად. კონვერტი მისი სახელით საკურთხევლის სახარებიდან ამოიღო წმინდა სისოი დიდის მონასტრის არქიმანდრიტმა მათემ.
სერბეთის ახალი პატრიარქი დაიბადა 1961 წლის 22 ივლისს ქალაქ ბეჩში, სერბეთი, რადივოისა და რადიოკის ოჯახში და მოინათლა პრავოსლავის სახელით. დაწყებითი სკოლა დაამთავრა ჩურუგში, ხოლო გიმნაზია ნოვოსადში.
1985 წელს, თომას კვირას, მონასტერში ვისოკი დეჩანში აღკვეცილი იყო ბერად მისი სულიერი მამის, ბერმონაზონ ირინეოსის (ბულოვიჩი) მიერ.
1986 წელს დაამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
იმავე წელს, სულიწმინდის მეორე დღეს, სოფელ მუშუტიშტის სამების მონასტერში რაშსკისა და პრიზრენსკის ეპისკოპოს პავლეს (სტოიჩევი) მიერ ნაკურთხი იყო იეროდიაკვნად. შემდეგ ის გაემგზავრა ათენის ასპირანტურაში წმინდა წერილის ახალი აღთქმის მიმართულებით, სადაც დარჩა 1990 წლამდე.
1990 წელს ბაჩსკის ეპისკოპოს ირინეოსის (ბულოვიჩი) ლოცვა-კურთხევით, დაბრუნდა სერბეთში და 6 ოქტომბერს ჩავიდა კოვილის წმინდა მთავარანგელოზთა მონასტერში. წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის კრების დღეს, იმ წლის 21 ნოემბერს, ხელდასხმული იყო პრესვიტერის ხარისხში. ამის შემდეგ, ბევრი ახალგაზრდა მორჩილის მატებასთან დაკავშირებით, სავანემ დაიწყო ზრდა და ბერმონაზონი პორფირე დააყენეს მის იღუმენად.
კოვილის მონასტრის მკვიდრს, მას მრავალრიცხოვანი ლექცია ჰქონდა სხვადასხვა ფორუმებში, განსაკუთრებით კი მრავალნაირი დესტრუქციული სექტების წინააღმდეგ გამოდიოდა.
1999 წლის 14 მაისს ბელგრადში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სამღვდელმთავრო კრების მორიგ სხდომაზე ამორჩეულ იქნა ეგერის ეპისკოპოსად, ბაჩსკის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსად. მისი სამღვდელმთავრო ქიროტონია კი შედგა იმავე წლის 13 ივნისს.
2014 წლის 24 მაისს ბელგრადში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სამღვდელმთავრო კრების მორიგ სხდომაზე ამორჩეულ იქნა ზაგრებ-ლუბლანის მიტროპოლიის მმართველ ეპისკოპოსად და აყვანილი იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ბელგრადში ტარდება სერბეთის ეკლესიის ახალი პატრიარქის არჩევა.
ნიკოლოზობის დღესასწაულზე პრაღაში სატანისტური შოუ გაიმართება
შემზარავი არსებები საჩუქრების დარიგების ნაცვლად ბავშვებს შეაშინებენ.
19 ნოემბერს, უმე-ის ოდესის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ილოცებენ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთათვის
უმე აღავლენს ლოცვას ოდესის დაბომბვის შედეგად ყველა დაღუპულთა და დაშავებულთათვის.
მიტროპოლიტმა ევლოგიიმ მიუსამძიმრა სუმის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს
სუმის ეპარქიის ყველა ეკლესიასა და მონასტერში განსაკუთრებული პარაკლისი აღევლინება.
Kyipride-მა ბოდიში მოიხადა თარიღის არჩევისთვის და გადადო ლგბტ ფესტივალი
ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს კრიტიკა გოლდომორის ხსოვნის დღეს მათი ღონისძიების გამართვის გამო.
ნოვოსელკაში უცნობმა პირებმა კვლავ გაქურდეს უმე-ის საეკლესიო სახლი
სოფელში უმე-ის მორწმუნეებს სისტემატიურად დევნიან.
პირველად, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები გამოიყენება სასულიერო სივრცეში
ინოვაცია დაეხმარება მათ, ვინც ვერ ახერხებს ვატიკანში ჩამოსვლას წმინდა პეტრეს ბაზილიკის დასათვალიერებლად.