მორწმუნემ კრემენციდან განაცხადა, როგორ შეუნდო შვილის მკვლელს

ოქსანა კამინსკაია და ოქსანა მარჩენკო. ფოტო: скриншот YouTube-канала Оксаны Марченко

2021 წლის 5 მარტს ტერნოპოლის მხარის ს. კრემენცში მცხოვრებმა ოქსანა კამინსკაიამ, ოქსანა მარჩენკოს პირველ ფილმში ,,მომლოცველი’’ მოჰყვა, როგორ შეუნდო შვილის მკვლელს.

მას მერე რაც ოქსანა კამინსკაია დატოვა მეუღლემ ახალშობილ გოგოსთან ერთად, ის მარტო ზრდიდა თავის გოგონას, შემდეგ თავის ცხოვრება დაუკავშირა სხვა მამაკაცს, რომელიც გოგონამ საკუთარ მამასავით მიიღო.

ერთ საღამოს, ლენა კამინსკაია მისმა ერთ ერთმა ნაცნობმა ჩხუბის დროს მოკლა. იმ ღამის დეტალები დღესაც არ არის ცნობილი.

ოქსანამ  მოჰყვა, რომ შაბათს ის წავიდა სოფელში, ელენა კი კრემენცში დარჩა. «შემდეგ მე მიმიყვანეს მილიციაში და მითხრეს, რომ ჩემი ლენოჩკა წავიდა ძალიან შორს. მე უცებ ვერ მივხვდი სად უნდა წასულიყო ის, შემდეგ კი მითხრეს რომ ის აღარ არის…».

«მე ვგრძნობდი სულიერ ტკივილს, დედობრივ ტკივილს, მაგრამ სიძულვილი არ მიგრძვნია. მაშინაც კი როდესაც გავიგე ვინ მოკლა ის - არ მქონდა სიძულვილის გრძნობა… მე რომ მისთვის არ შემენდო, მისთვის ბოროტებაზე ბოროტებითვე მეპასუხა, უკეთესად ვიქნებოდი? ამით რას მოვიგებდი? ლენაჩკას მიწიდან ხომ ვერავინ ააყენებს... შეიძლება უფალმა დაიცვა ის (ლენა) დიდი ცოდვისგან», – ამბობს ოქსანა.

ის სასამართლოს არ დაესწრო. «მე შევუნდე იმ ბავშვს… ღმერთმა შეუნდოს მას, შეგვინდოს ჩვენ ყველა ცოდვილს. მე არ შემიძლია მისი განსჯა… მე არ მქონია გულში სიძულვილი, რომ მისთვის მიეცათ სამუდამო პატიმრობა, არც ახლა ვატარებ გულით სიძულვილს».

ქალი დარწმუნებულია, რომ ყველა გადაიტანს, რაც მის ოჯახში მოხდა მან გადაიტანა მხოლოდ და მხოლოდ ღვთის ნებით: «მე მეკითხებიან, ამას როგორ ითმენ?ეს ხომ ჩემზე არ არის დამოკიდებული. უფალი მაძლევს სიმშვიდეს და მოთმენის ძალას».

ის ამბობს, რომ შეეგუა ამას. «ეს ძნელი წარმოსადგენია. მაგრამ ღვთის ნებით უნდა გავუძლოთ. ვისაც არ სწამს – უნდა ირწმუნოს. უფალი ჩვენ გვიგზავნის კარგს და ცუდს, და რადგანაც ჩვენ ის გვეძლევა – ესეიგი ეს საჭიროა.ჩვენი ადამიანური გონება ამას ვერ სწვდება…».

ოქსანა კამინსკაია თვლის, რომ მას მკვლელის შენდობაში უფალი დაეხმარა: «უფალმა მომცა ლოცვის ძალა. მე გავდიოდი ქუჩაში, ვიბანდი, რომ არ დავცემულიყავი,და ვაგრძელებდი ისევ ლოცვას. ლოცვა მაძლევდა ძალას, და უფალმა შეისმინა ჩემი ლოცვა. ძნელია ამ ყველაფრის ატანა, მაგრამ უფალთან ერთად – ყველაფერი ადვილია, ის არ აძლევს ადამიანს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც მას არ შეუძლია. მე ღვთის დახმარების და ლოცვის გარეშე ამას ვერ შევძლებდი».

ადრე მჟკ წერდა, რომ ოქსანა მარჩენკომ წარადგინა თავისი ფილმის პირველი ნაწილი «მომლოცველი» – კიევის ლავრაზე.

დეპუტატმა სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცა მონაცემები უუს-ის მჟკ-ს საქმეზე „მომუშავე“ ექსპერტების შესახებ

სანქციები შეიძლება დაწესდეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მჟკ-ის ვებსაიტზე განთავსებული პუბლიკაციები „ღალატად“ მონათლა.

ბულგარელი იერარქი: უკრაინის ომს ქრისტეს თვალით უნდა შევხედოთ

ბულგარელი ეპისკოპოსის თქმით, ეკლესიის ამოცანაა შეახსენოს ხალხს მართლმადიდებლობის პრინციპები და ღირებულებები, ილოცოს მშვიდობისთვის და ღვთისმოყვარე ხალხის გადარჩენაზე იზრუნოს.

მისმა უნეტარესმა კიევ-პეჩერის ლავრაში წაიკითხა დიდი კანონის პირველი ნაწილი

წმინდა ანდრია კრეტის კანონი იკითხება დიდი მარხვის პირველი კვირის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უფროსი: კიევი საუბრობს რელიგიურ თავისუფლებაზე, მაგრამ ხურავს ეკლესიებს

ტულსი გაბარდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რელიგიის თავისუფლება არ არის დაცული.

მისი უნეტარესი: დიდმარხვაში უნდა ვებრძოლოთ არა ერთმანეთს, არამედ ეშმაკს

მიტროპოლიტმა ონოფრემ შეახსენა დიდი მარხვის ლოცვის წესი.

მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის დიდი მარხვა დაიწყო

მართლმადიდებელი ეკლესია შევიდა დიდი მარხვის პერიოდში, რომელიც წინ უსწრებს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ქრისტეს აღდგომას.