ნოვაია მოშანიცაში მეუ-ს აქტივისტი მოითხოვს მღვდელს გაუთიშონ დენი,გათბობა
ნოვაია მოშანიცას მცხოვრები მეუ-ს აქტივისტი ლეონიდ კუცელი. ფოტო: СПЖ
როვენის ოლქის სოფელ ნოვაია მოშანიცაში მეუ-ს აქტივისტი წერს საჩივრებს როვნოერერგში და როვნოგაზში მოთხოვნით, გათიშონ სინათლე და გათბობა უმე-ს მღვდლის სახლში. ამაზე მჟკ-ს კორესპოდენტი იტყობინება.
გასულ კვირას დეკანოზ იგორ გნატიშინს, უმე-ს ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარს დაურეკეს ერთდროულად ორი დაწესებულებიდან, რომ გაეფრთხილებინათ ნოვაია მოშანიცას მცხოვრებ ლეონიდ კუცელიას მხრიდან შემოსული საჩივრის გამო. მათში აქტივისტი მოითხოვს გათიშონ სახლი, რომელშიც ცხოვრობს მეუ-ს მღვდელმსახური, ელმომარაგებიდან და გათბობიდან.
„ყოველთვის, როგორც ჩვენ გვითხრეს, ის მიუთითებს თავის საჩივრებში რომ სახლი ჩვენ არ გვეკუთვნის, -განაცხადა მჟკ-ს მღვდლის მეუღლემ დედა ნატალია გნატიშინამ. - ჩვენ უკვე სამჯერ მოვიგეთ სასამართლო : ზლოდბუნსკის და როვენის, რომელთაც აუკრძალეს ოჯახის გამოსახლება, და კიევის სასამართლომ არც კი განიხილა საქმე. სახლი ჩვენია. კიდევ რამდენი ინსტანცია უნდა გავიაროთ, რომ შეწყდეს ეს უსიამოვნება?“
მაგრამ კუცელს, ყოფილი ფელდშერს, ამჟამად- მეუს აქტიურ მხარდამჭერს არ აჩერებს არც უკრაინის მართლმსაჯულება, არც სასამართლო სისტემა. როგორც უმე-ს მორწმუნეებმა განაცხადეს, რელიგიური მტრობის გაღვივებისა და ძალის გამოყენებით ტაძრის მიტაცებაში მონაწილეობისათვის მის წინააღმდეგ უკვე აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე .
„თავიდან ის იმუქრებოდა მამაოს დაჭრით-ეს მუქარა დაფიქსირებულია ვიდეოზე. შემდეგ გადაწყვიტა მამაო მიეყვანა საგიჟეთამდე ყოველღამე მის სახლში მისვლით და დაშინებით. ახლა მიმართა შანტაჟს როვნოგაზის და როვნოენერგოს მეშვეობით. ჩემი აზრით, აქ უნდა ჩაერიონ მეუ-ს მოძღვრები, თუ ისინი თვლიან თავის თავს ასეთებად, და აუხსნან ადამიანს, რა არის სიკეთე, და რა არის ბოროტება,“- დაამატა დედა ნატალიამ.
შეგახსენებთ, რომ ღვთისმშობლის შობის ტაძარი ნოვაია მოშანიცაში მეუ-ს მიმდევრებმა მიიტაცეს 2019 წლის 3 მარტს. მიტაცებას მეთაურობდა ზდოლბუნოვის რსა-ის ყოფილი თავმჯდომარე სერგეი კონდრაჩუკი.
ასევე მჟკ წერდა, რომ უმე-ს თემი ნოვაია მოშანიცაში თხოვდა ყველა თანამგრძნობს დახმარებოდნენ მათ მიტაცებულის სანაცვლოდ აეშენებინათ ახალი ტაძარი.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.