პაპი იმედოვნებს, რომ რკე და ფანარიონი მიაღწევენ «სრულ ხილულ ერთიანობას»

რომის პაპი და პატრიარქი ბართლომე. ფოტო: day.kyiv.ua

2021 წლის 12 მარტს რომის პაპმა ფრანცისმა მისალოცი ბარათი გააგზავნა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იტალიის ახალ მიტროპოლიტთან, სამხრეთ ევროპის ეგზარქოს  პოლიკარტესთან (სტავროპულოსი), წერილში იმედი გამოთქვა, რომ რომის კათოლიკური ეკლესია და ფანარიონი მიაღწევენ ,,საბოლოო ერთიანობას’’, იუწყება ,,ვატიკანის’’ ოფიციალური საიტი.

რომის პაპს სჯერა, რომ კათოლიკები და მართმადიდებლები შესძლებენ, «ღვთის შეწევნით, ეზიარონ სრულ შეთანხმებას და თვალნათლივ ერთიანობას».

გარდა ამისა, კარდინალმა კურტ კოხმა, რომის პაპის მრჩეველთა საბჭოს  პრეზიდენტმა ქრისტიანთა ერთიანობის საკითხებში, ფანარიონის იერარქს შეახსენა «ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა ღვთის სიტყვის შესრულებაში, ახალი თაობის აღზრდაში და გაჭირვებულთა შეწევნაში».

კარდინალის სიტყვებით, «ეს ძმური თანამშრომლობა გამოწვეულია ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობის აღდგენაში კონკრეტული და ეფექტური საფუძველის ჩასაყრელად».

იტალიის ახალმა მიტროპოლიტმა შეცვალა ეპისკოპოსი გენადი (ზერვოსა), რომელიც გარდაიცვალა 2020 წლის ოქტომბერს.

მიტროპოლიტი პოლიკარტეს ინტრონიზაციის პროცესში მონაწილეობას ღებულობდნენ ავსტრიის მიტროპოლიტი(კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს) , უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი არსენი; ყირინეის მიტროპოლიტი (კვიპროსის მართმადიდებლური ეკლესია) ქრიზოსტომი და კვიპროსის მართმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსი იოანე.

ასევე ესწრებოდნენ ვენეციის «პატრიარქი» მორალია, რომის პაპის მრჩეველთა საბჭოს მდივანი ქრისტიანთა ერთიანობის საკითხებში ბრაიან ფარელი და ამბროჯი სპრეაფიკო, იტალიის კათოლიკური საეპისკოპოსოს წარმომადგენელი.

ადრე მჟკ წერდა, რომ რომის მართმადიდებლური ეკლესია მიესალმება ფანარიონის იდეას 2025 წლის აღდგომის ერთობლივად აღნიშვნასთან დაკავშირები.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.