უმე-ს იურიდიულ განყოფილებაში ს. ზადუბროვკის 63 წლის კაცის ცემაზე ისაუბრეს
უმე-ს იურიდიული განყოფილების უფროსი დიაკონი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: news.church.ua
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიული განყოფილების გამგემ, დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა მოუწოდა ხელისუფლებასა და სამართალდამცველებს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ჩერნოვიცკის ოლქის სოფელ ზადუბროვკის ინციდენტის გამოძიებას, სადაც 2021 წლის 13 მარტს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ექვსმა ახალგაზრდა მომხრემ სასტიკად ცემეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მიქაელის მრევლის 63 წლის მორწმუნე ვასილი ხაშჩიუკი.
კომენტარში, რომელიც გამოქვეყნებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიული განყოფილების საიტზე, მღვდელმსახურმა მომხდარს სამარცხვინო საქციელი უწოდა, რომელიც „ნათლად აჩვენებს, რომ პროექტმა „უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია“ ჩვენი საზოგადოების გაყოფა გამოიწვია რელიგიურ საფუძველზე“.
მან ხაზი გაუსვა, რომ „გაერთიანება ფაქტიურად არ მოხდა, როგორც ამაზე ბევრი ლაპარაკობს“, ტაძრებს იტაცებენ, ხალხს აიძულებენ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში გადასვლას, ხოლო სახელმწიფო მოხელეები ამ სტრუქტურაში გაერთიანებების გადარეგისტრირებას აწარმოებენ „ყალბი გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომლებიც გაიცემა როგორც რელიგიური გაერთიანების გადაწყვეტილებები“.
„ისმის კითხვა, რა საჭიროა „უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში“ გადასვლა? - დაამატა მამა ალექსანდრემ. - კანონი ხომ იძლევა ნებისმიერ ეკლესიაში სიარულისა და ნებისმიერი სარწმუნოების მიღების უფლებას. თვით „უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის“ შექმნის ფაქტი არ ქმნის რელიგიური გაერთიანების შეცვლის საფუძველს, მით უმეტეს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არ მონაწილეობდა ამ ორგანიზაციის შექმნაში“.
იურიდიული განყოფილების უფროსი პრობლემას სწორედ ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევის პოლიტიკაში ხედავს. მან აღნიშნა, რომ „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში არავინ არავის არ აკავებს, ადამიანებს და რელიგიურ გაერთიანებეს შეუძლიათ გადავიდნენ იქ, სადაც სურთ. ამ ორი წლის განმავლობაში ვისაც გადასვლა უნდოდა, ყველა გადავიდა. ისმის კითხვა, რატომ აიძულებენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებებს „უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში“ გადასვლას? და ამ სოფელშიც (ზადუბროვკა - რედ.) არის ხალხი, რომლებსაც არ სურთ ამ ახალშექმნილ სტრუქტურაში გადასვლა“.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ დანაშაულის როგორც ყოფითი კონფლიქტის წარმოჩენა სურთ, ხელისუფლებას ხომ არ აწყობს იმის აღიარება, რომ კონფლიქტები რელიგიურ საფუძველზე ჩნდება. ამ სამარცხვინო დანაშაულის სამართლიანი და დეტალური გამოძიების პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე სამართალდამცავებს, რომლებიც ამ საქმეზე იმუშავებენ. <...> ვუსურვებ ბატონ ვასილს სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და მოთმინებას. მინდა აღვნიშნო, რომ თუ ხელისუფლება მომავალშიც არ შეიმჩნევს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეეებისა და რელიგიური გაერთიანებების უფლებათა დარღვევას, ეს კატასტროფას გამოიწვევს“, - დაასკვნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიული განყოფილების გამგემ.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ 13 მარტის ღამეს სოფელ ზადუბროვკაში უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ექვსმა ახალგაზრდა მომხრემ სასტიკად ცემეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მიქაელის მრევლის 63 წლის მორწმუნე ვასილი ხაშჩიუკი. როგორც მრევლის წინამძღვარი ყვებოდა, ვასილი ერთ-ერთი ყველაზე წყნარი და მშვიდობიანი ადამიანია სოფელში, ამიტომ მასზე თავდასხმა განსაკუთრებით ცინიკურად გამოიყურება.
ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას
1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.
გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი
„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.
ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.
უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა
პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.
რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".
ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.