მართლმადიდებლობის ზეიმის ლიტანიობა ჭეშმარიტების დასტურია, - უმე-ს იერარქი
ჩერკასოისა და კანევსკის არქიეპისკოპოსი თეოდოსი. ფოტო: cherkasy.church.ua
მართლმადიდებლობის ზეიმის ლიტანიობა 2021 წელს ეს ჭეშმარიტების დასტური და ღვთისადმი მადლიერების გამოხატვაა. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერკასკის ეპარქიის მმართველმა, ჩერკასკისა და კანევსკის არქიეპისკოპოსმა თეოდოსმა თქვა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან კომენტარში.
„ბევრ მორწმუნეს ახლა გაუჩნდა შეგრძნება იმისა, რომ ეკლესია და საზოგადოება დღეს დიდი ცვლილებების წინაშე დგანან, - აღნიშნა იერარქმა. - იცვლება ხალხის შეგნება, იმსხვრევა სტერეოტიპები, ხდება ფასეულობათა გადაფასება“.
ამ ფონზე, დაამატა მან, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია წლების განმავლობაში სულ უფრო მზარდი წნეხის ქვეშ იმყოფება, სულ უფრო მეტ ზეწოლასა და შევიწროვებას განიცდის: „ხდება ანტიეკლესიური კანონების მიღება, ირღვევა კონსტიტუცია, იტაცებენ ტაძრებს, ცემენ მორწმუნეებს. საკუთარ ქვეყანაში, თავიანთ ქალაქებსა და სოფლებში მილიონობით მართლმადიდებელ მორწმუნეს აიძულებენ, რომ თავი დევნილებად იგრძნონ“.
და აი, ხაზი გაუსვა მღვდელმთავარმა, ეკლესია კვლავ სრულიად უკრაინულ ლიტანიობაზე გამოდის - თავის ეპარქიებში.
,,თუ პირველი მაშტაბური ლიტანიობა 2016 წელს ბევრმა აღიქვა როგორც ღვთის კურთხევა მოსალოდნელი საერთო განსაცდელის წინ, დღეს ეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უფრო შინაგანი აუცილებლობაა - ადიდებული მდინარის, რომელიც ლოცვით გადმოდის თავისი კალაპოტიდან. ეკლესია არ შედრკა ღალატისა და თავდასხმის წნეხის ქვეშ, მან გაუძლო, გაძლიერდა და გაკაჟდა.
მართლმადიდებლობის ზეიმის 2021 წლის ლიტანიობა ეს ღვთის სამადლობელია, ჭეშმარიტების დასტური, ამქვეყნიური სიცრუისა და ტყუილის მხილება“, - დაასკვნა ჩერკასკისა და კანევსკის არქიეპისკოპოსმა თეოდოსმა.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს კურთხევით, მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიულ ცენტრებში გაიმართება ტრადიციული ლიტანიობა და დაუჯდომელი ლოცვა, ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.