უმე-ს დელეგაცია გაემგზავრა ეგვიპტის მონასტრების მოსალოცად
უმე-ს დელეგაცია ეგვიპტეში. ფოტო: vzcz.church.ua
2021 წლია 25 მარტს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის კურთხევით დაიწყო უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზვნების პილიგრიმული მოგზაურობა ეგვიპტის მონასტრებში, იტყობინება უმე-ს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილება.
მოგზაურობის ფარგლებში დაგეგმილია ნიტრიის უდაბნოს მონასტრების, წმინდა პავლე თებაიდელის და ანტონი დიდის მონასტრების მონახულება, ქაიროს ქრისტიანული სიწმინდეების, მათ შორის ეგვიპტეში წმინდა ოჯახის ყოფნის. ასევე უკრაინის მონაზვნური დელეგაციის პილიგრიმობის მიზანს წარმოადგენს კოპტების ეკლესიის თანამედროვე მონასტრული ცხოვრების გაცნობა და მასთან ურთიერთობების განვითარება.
დელეგაციას ხელმძღვანელობს წმინდა მიძინების სვიატოგორსკის ლავრის იღუმენი მიტროპოლიტი არსენი (იაკოვენკო). მის შემადგენლობაში ასევე შევიდნენ: გომელის უროჩიშეს „ცერკოვშინას“ ღვთისმშობლის მიძინების მონატრის იღუმენი ეპისკოპოსი ტიხონი (სოფიიჩუკი), კიევის ეპარქია; ნეჟინის ხარების მონასტრის ლადანის იღუმენი ეპისკოპოსი ფეოდოსი (მარჩენკო), ნეჟინის ეპარქია; წმინდა მიძინების სვიატოგორის ლავრის არქიმანდრიტი ლაზარე (ტერეშენკო) და მღვდელმონაზონი იოსები(გეორგიცა); კიევ-პეჩერის ლავრის წმინდა მიძინების ლავრის არქიმანდრიტი აგაფონი (ოპანასენკო) და მღვდელ-მონაზონი თეოფილე(კოშოვენკო); პოჩაევოს წმინდა მიძინების ლავრის წმინდა სამების სკიტის იღუმენი გერმოგენი(მელნიკი).
ასევე დელეგაციის წევრების რიცხვში შედიან კიევის სასულიერო აკადემიის და სემინარიის ბიბლიოთეკის გამგე-არქიმანდრიტი დამასკინე(ლებედი); კიევის კირილოვის მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი ვარლაამი(ოზიმოკი), კიევის ეპარქია; ჩარტორის ჯვართამაღლების მონასტრის იღუმენი არქომანდრიტი მარკი(კუშტანი), მუკაჩოვის ეპარქია; წმინდა ნიკოლოზის მონასტრის იღუმენი(ს.ხოლმოგორივკა, ბახჩისარაის რაიონი)მღვდელმონაზონი ბარნაბა(შკურდოდა), ყირიმის ეპარქია.
დელეგაციის თანმხლები პირები არიან საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების თავჯდომარის მოადგილე დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი, ხოლო კოპტის ეკლესიის მონასტრების საქმიანობის კომისიიდან, რომლებიც ხელს უწყობენ ვიზიტს-დამიეთის და კაფრ-აშ-შეიხის ეპისკოპოსი მარკი.
როგორც იტყობინებოდა მჟკ, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა მოილოცა უმე-ს სიწმინდეები.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.