კამნე-კაშირსკში, უმე-ის მრევლმა დაიცვა ტაძარი თავდამსხმელებისგან

უმე-ს მრევლი იცავს ტაძარს კამნე-კაშირსკში. ფოტო: spzh.media

2024 წლის 23 იანვარს, უმე-ის დაახლოებით ხუთი ათასმა მორწმუნემ მიტაცებისგან დაიცვა  ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია ვოლინის რეგიონში, ქალაქ კამნე-კაშირსკში. ამის შესახებ «Дозор на "Першому Козацькому" იტყობინება.

მრევლმა ტაძრის ხელში ჩაგდების განზრახვა წინა დღით, 22 იანვარს შეიტყო. მოახლოებული პროვოკაციების შესახებ რომ გაიგეს, ასობით უმე-ის მორწმუნე მივიდა ტაძარში.

თავად სამხედრო ფორმაში გამოწყობილი თავდამსხმელები ტაძარში დილის 5 საათზე მიიყვანეს ავტობუსებით, რომლებსაც თან ახლდა 7 საპატრულო მანქანა.

მრევლის თქმით, მეუ-ს მომხრეები აგრესიულად იქცეოდნენ და მოითხოვეს ჭიშკრის გახსნა ტაძრის ტერიტორიაზე მოსახვედრად.

რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, თავდამსხმელებმა ტაძრის ტერიტორია დატოვეს.

მრევლი კვლავ განაგრძობს მორიგეობას ტაძრის მიმდებარედ, რადგან ეჭვობენ ადგილი ექნება სალოცავის აღების მორიგ მცდელობას.

როგორც მჟკ წერდა, კამნე-კაშირსკის უმე-ის ათასზე მეტმა მორწმუნემ აღნიშნა ტაძრის 300 წლის იუბილე.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.