უკრაინაში პაპის ვიზიტი იმოქმედებს კათოლიკებისგან მეუ-ს აღიარებაზე,-ექსპერტი

პაპი ფრანცისკე და პატრიარქი ბართლომე. ფოტო: day.kyiv.ua

იმ შემთხვევაში თუ რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური პაპი ფრანცისკე ჩამოვა უკრაინაში დამოუკიდებლობის 30 წლის აღაღსანიშნავად და მოხდება პატრიარქი ბართლომესა და პაპის შეხვედრა, ეს შეიძლება დამთავრდეს მსოფლიო კათოლიკებისგან მეუ-ს აღიარებით. ეს კომენტარი გააკეთა მჟკ-სთან საუბრისას პოლიტიკურმა ექსპერტმა და «უკრაინის პოლიტიკური ინსტიტუტის» დირექტორმა რუსლან ბორტნიკმა.

რომის პაპის უკრაინაში ვიზიტი ვლადიმერ ზელენსკისათვის ხელსაყრელია, რომელსაც სურს სტუმრების სტატუსიდან გამომდინარე ხაზი გაუსვას დღესასწაულის მნიშვნელობას. «მიუხედავად იმისა, რომ რომის პაპს ისეთი დიადი სტატუსი აღარ აქვს, როგორც უწინ, ზელენსკისთვის ხელსაყრელია მისი ვიზიტი უკრაინაში. ამ ფიგურასთან ერთად შესაძლებელია საუბარი მსოფლიო კათოლიკების მხრიდან მეუ-ს აღიარებაზე», – თქვა ექსპერტმა.

ბორტნიკი თვლის, რომ კონსტანტინოპოლის მეთაურისა და რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის შეხვედრა გამოიწვევს უკრაინაში კათოლიკებისა და მეუ-ს დაახლოებას. ასევე ეს გაამყარებს ბერძენ კათოლიკებსა და კათოლიკების პოზიციას უკრაინაში. «პაპის ვიზიტი წინ წამოსწევს უკრაინის კათოლიკური ეკლესიისა და მეუ-ს დაახლოებას. პრინციპში უკრაინის ბერძნულ- კათოლიკური ეკლესია და რომის კათოლიკური ეკლესია გაძლიერდება », – ამბობს  პოლიტოლოგი.

როგორც მჟკ იუწყებოდა, რომის პაპის ვიზიტი იმოქმედებს მეუ-სა და უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ურთიერთობაზე, თვლის ანდრეი ზოლოტარევი.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.