კიევის საკრებულოს კომისიის ხელმძღვანელი: ჩვენ გვაქვს საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ დავანგრევოთ უმე-ს ეკლესიები

კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი ანდრეი ვიტრენკო. ფოტო: sluga-narodu.com

კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი პარტიიდან ,,ხალხის მსახური’’, საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუდმივი კომისიის თავმჯდომარე ანდრეი ვიტრენკო დარწმუნებულია, რომ ქალაქის სახელმწიფო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კიევის საბჭოს  „უკანონოდ აშენებული“ უმე-ის ეკლესიების დანგრევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას. ამის შესახებ ვიტრენკომ kiev.informator.ua-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

„ გადაწყვეტილების პროექტი არსებობს, სხდომის დღის წესრიგშია“, - განაცხადა დეპუტატმა. – წინა სხდომაზე კენჭი არ უყარეს იმის გამო, რომ საჰაერო იერიშის შემდეგ კვორუმი ,,ჩავარდა’’ – დეპუტატების შეკრებას დიდი დრო დასჭირდა. <...> ეს პროექტი აუცილებლად განიხილება და დარწმუნებული ვარ, რომ მას მხარს ნამდვილად დაუჭერენ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება“.

კითხვაზე, არის თუ არა საკმარისი პოლიტიკური ნება დედაქალაქში უმე-ის ეკლესიებისა და სამლოცველოების დემონტაჟისთვის, მან დაადასტურა, რომ „საკმარისი ნება არის“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არსებობს აღმასრულებელი ორგანო - კიევის საქალაქო ადმინისტრაცია - რომელმაც უნდა გააკეთოს ყველაფერი, რასაც ჩვენ (დეპუტატები - რედ.) მივიღებთ“.

ვიტრენკომ განმარტა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება შესაძლოა საკრებულოს მომავალ სხდომაზე იყოს მიღებული.

როგორც მჟკ იტყობინება, 2024 წლის 18 იანვარს საკრებულომ განიხილა გადაწყვეტილების პროექტი „გათავისუფლების სპეციფიკის შესახებ“ რელიგიური ორგანიზაციების (ასოციაციების), ხელმძღვანელობის ცენტრის (მენეჯმენტის) მიერ უნებართვოდ დაკავებული და აშენებული კომუნალური მიწის ნაკვეთების თაობაზე. რომელიც მდებარეობს უკრაინის ფარგლებს გარეთ კანონით აღიარებულ სახელმწიფოში, რომელმაც განახორციელა სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და/ან დროებით დაიპყრო უკრაინის ტერიტორიის ნაწილი, ან რომელსაც აქვს კანონიკური და ლოცვითი კავშირები აგრესორი ქვეყნის რელიგიურ ორგანიზაციებთან.

პროექტის მიხედვით, კიევის საქალაქო ადმინისტრაციის მიწის რესურსების დეპარტამენტმა, კიევის რაიონულ სახელმწიფო ადმინისტრაციასთან ერთად, უნდა შეამოწმოს 74 მიწის ნაკვეთი, რომლებიც უმე-ის სარგებლობაშია და გაარკვიონ ეკლესიების მშენებლობის კანონიერება. თუ ეკლესიებს არ აქვთ საჭირო ნებართვა, მათ აიღებენ „იმ პირების ხარჯზე, რომლებმაც დაუშვეს უნებართვო განთავსება ან მშენებლობა“.

თუ უმე უარს იტყვის ეკლესიების დანგრევაზე, ქალაქის ხელისუფლება ამას თავად გააკეთებს და ხარჯს რელიგიურ თემებს წარუდგენს.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.