საბერძნეთის მასმედიაში მოიყვანეს მტკიცებულება მეუ-ს გამო განხეთქილებაზე
ფანარიონის მეთაური და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: pravda.com.ua
მღვდელმსახურს, ღვთისმეტყველს, პუბლიცისტსა და ათონში პატრისტიკული გამოცემების ცენტრის ხელმძღვანელს პროტოპრესვიტერ იოანე დიოტის ფანარიონის მიერ მეუ-სთვის ტომოსის მინიჭების გამო მსოფლიო მართლმადიდებლობაში განხეთქილების უამრავი მაგალითი მოყავს. მამა იოანეს სტატია, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ «Κιβωτὸς τῆς Ὀρθοδοξίας» (მართლმადიდებლობის კიდობანი) გვერდზე, მოგვიანებით დაიბეჭდა გამოცემა Оrthodoxostypos მიერ.
ამ სტატიაში მღვდელმსახურმა გაანალიზა პატრიარქ ბართლომეს შემდეგი მტკიცება:“ერთიანობა მართლმადიდებლობაში არავითარ შემთხვევაში არ გამოიცდება უკრაინელი მართლმადიდებლების თხოვნაზე მსოფლიო პატრიარქის პასუხის გამო. ტომოსის მინიჭება ავტოკეფალიაზე იყო დედა-ეკლესიის პასუხიმგებლობის აქტი...“
პროტოპრესვიტერი იოანე თვლის, რომ პატრიარქ ბართლომეს ეს სიტყვები უნდა შეფასდეს როგორც „ძირითადად იმათ მოტყუებად, ვინც არ ფლობს ინფორმაციას ამ უპრეცედენტო ეკლეზიოლოგიურ სკანდალზე (ანუ, მეუ-სთვის ტომოსის მინიჭებაზე-რედ.).
შემდეგ მღვდელს მოყავს კონკრეტული მაგალითები, რომლებიც მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობაში განხეთქილება მაინც არსებობს.
„უკრაინის საკითხის გამო მსოფლიო საპატრიარქოს ერთიანობა მართლმადიდებლობის ნახევართან სრულიად განადგურდა, იმიტომ რომ მოსკოვის საპატრიაქომ შეწყვიტა კანონიკური ურთიერთობა მსოფლიო საპატრიარქოსთან,“-წერს ის.
ამ მიზეზით, ამბობს შემდეგ მღვდელი, „მსოფლიო საპატრიარქო და პირადად მსოფლიო პატრიარქი ჩაებნენ სასტიკ კონფლიქტში იერუსალიმის პატრიარქთან. ეს კონფლიქტი ჯერ კიდევ აგრძელებს არსებობას.“
მამა იოანე ამტკიცებს, რომ „მსოფლიო პატრიარქი ბართლომე იმყოფება სრულ ეკლეზიოლოგიურ განხეთქილებაში ასევე სერბეთის ეკლესიის ახალ პატრიარქთან პორფირისთან, რომელმაც დაადანაშაულა ბართლომე და ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინულ საკითხს დაბნეულობაში მოყავს მსოფლიო მართლმადიდებლობა.“
გარდა ამისა, მან მიუთითა, რომ „საბერძნეთშიც გრძელდება დიდი სკანდალი უკრაინის ფსევდო-კეფალიის ფსევდო-აღიარების შემდეგ მრავალრიცხოვანი პუბლიკაციებითა და მაღალი რანგის მოღვაწეების განცხადებებით ეკლესიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.“
ასევე, მღვდელ იოანეს სიტყვებით, „ალექსანდრიის საპატრიარქოს იერარქიის მხრიდანაც ჰქონდა ადგილი მღელვარებას, და პატრიარქი თეოდორე მწვავედ გააკრიტიკეს კიევისა და სრულიად უკრაინის ცრუ-ეპისკოპოსის ეპიფანეს თვითნებური და ანტიკანონიკური აღიარების გამო.“
„თეოდორეს საპატრიარქო ავტორიტეტი გამოუსწორებლად იქნა შერყეული, რადგანაც ის ჩავარდა წინააღმდეგობასა და არათანამიმდევრულობაში, რამდენადაც კიევისა და სრულიად უკრაინის კანონიერ მიტროპოლიტად ის თვლიდა ონუფრის“-დაწერა მღვდელმსახურმა.
მან გაიხსენა, რომ „უკრაინის საკითხმა გამოიწვია კვიპროსის ეკლესიაში არქიეპისკოპოსსა და მიტროპოლიტებს შორის არნახული პოლემიკა“, და ასევე „კანონიკური უფლების დამარღვეველმა უკრაინულმა ავტოკეფალიამ დიდი არეულობა გამოიწვია ათონზე .“
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.