„აღმოსავლეთის პაპის“ იდეა ეკლესიისთვის მიუღებელია, - მიტროპოლიტი ანტონი.
მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: boryspil-eparchy.org
2021 წლის 30 მარტს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი XI სტუდენტურ კონფერენციაზე მოხსენებაში „მართლმადიდებლური სწავლება ეკლესიის შესახებ: თანამედროვე გამოწვევები და პასუხების ძებნა“ განაცხადა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია უარყოფს „აღმოსავლეთის პაპის“ არსებობას, იუწყება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.
მიტროპოლიტმა ანტონმა აღნიშნა, რომ დღეს კონსტანტინოპოლის პატრიარქი მსოფლიო ეკლესიაში განსაკუთრებულ სტატუსს ითხოვს, რომელიც ითვალისწინებს პირველობას არა მარტო ღირსების თვალსაზრისით, არამედ ძალაუფლების პირველობასაც.
თუმცა „მსოფლიო ეკლესიაში პირველობა უკვე მრავალი საუკუნეა საღვთისმეტყველო პოლემიკის თემას წარმოადგენს მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის“, ვინაიდან „სწორედ რომის ეპისკოპოსებმა დაიწყეს მსოფლიო ეკლესიაში განსაკუთრებული ძალაუფლების მითვისება, რამაც პაპის ფენომენის ფორმირება გამოიწვია“.
მეუფის სიტყვებით, ის ეკლესიოლოგიური მოდელი, რომელსაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო გვთავაზობს, „ითვალისწინებს მსოფლიო
ეკლესიაში პირველი იერარქის აუცილებელ არსებობას თავისი განსაკუთრებული ძალაუფლების მოსილებით“.
თუმცა, განაცხადა იერარქმა, „ჩვენი ეკლესია პრინციპულად უარყოფს მსგავსი „აღმოსავლეთის პაპის“ არსებობას ეკლესიაში“.
მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ ეკლესიოლოგიურ სფეროში პრობლემური საკითხები არა მარტო თეორიული დისკუსია, არამედ „რეალური ეკლესიური ცხოვრების საკითხებია“.
„სწავლება ეკლესიაზე ხორციელდება საეკლესიო მოწყობაში და ეკლესიებს შორის ურთიერთობებში. ამიტომ ეკლესიოლოგიის სფეროში აზრთა სხვადასხვაობამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს რთული კონფლიქტები,“ - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.
მისი სიტყვებით, „უკრაინის კრიზისმა“ ნათლად დაგვანახა, რომ „კონსტანტინოპოლის მოდელის“ პრაქტიკაში გამოყენება მძიმე კონფლიქტებს იწვევს ადგილობრივ ეკლესიებს შორის“.
„მსოფლიო მართლმადიდებლობა დღეს ფაქტიურად განხეთქილების ზღვარზე ბალანსირებს. ადგილობრივი ეკლესიების ცალმხრივი ძალისხმევით შეუძლებელია ამ კრიზისის გადალახვა. აშკარაა, რომ აუცილებელია დიალოგი ადგილობრივ ეკლესიებს შორის იმ მიზნით, რომ მიაღწიონ კონსენსუსს აღნიშნულ საკითხებში, რომელიც მიიღწევა არა დათმობების შედეგად საღვთისმეტყველო სფეროში, არამედ წმინდა მამების მემკვიდრეობის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლის შედეგად“ - ხაზი გაუსვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა.
სტუდენტებისა და კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას მეუფემ აღნიშნა, რომ „ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია“ და „მაქსიმალური ძალისხმევით უნდა შევინარჩუნოთ საეკლესიო ერთობა“.
„გარდა ამისა, დისკუსიურ საკითხებში ნათლად უნდა ჩამოვაყალიბოთ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება. უნდა გვჯეროდეს, რომ გავუმკლავდებით ამ რთულ ამოცანას“, - დაასკვნა მიტროპოლიტმა ანტონმა.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა განმარტა, როგორ ესმით პირველობა ეკლესიაში ფანარსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.