როვენის ეპარქიის მღვდელი: უმე-ს მორწმუნეების სწრაფვა - თანასწორი უფლებები
დეკანოზი ვასილი ნაჩევი პრეზიდენტის ოფისთან კიევში. ფოტო: news.church.ua
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები მხოლოდ ერთს ისწრაფვიან - თანასწორ უფლებებს. ამის თაობაზე განაცხადა დღეს უმე-ს როვენის ეპარქიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა ვასილი ნაჩევმა კიევში პრეზიდენტის ოფისთან, სადაც მორწმუნეებმა მიიტანეს მიმართვა უკრაინაში კანონიკური ეკლესიის დევნის თაობაზე.
მღვდელმსახურმა აღნიშნა, რომ რამოდენიმე ეპარქიის წარმომადგენლები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ საეკლესიო რეიდერობიდან, „გამოვცხადდით ხელმოწერებითა და მიმართვით უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, რათა მან ყურადღება მოგვაქციოს“.
ყველას, ვინც მივიდა პრეზიდენტის ოფისთან, დაამატა მან, „საკუთარი ისტორიები, დარდი, ცრემლები აქვს, რომლებიც მათ დაღვარეს, როცა მათ ტაძრები წაართვეს. წაართვეს ძალით, მოკლეს ადამიანები, ემუქრებოდნენ. ყველა ამ უკანონობის იგნორირება ხდებოდა პოლიციის მხრიდან“.
„ჩვენ პრეზიდენტისგან, როგორც კონსტიტუციის გარანტისგან, გვსურს ჩვენი უფლებების დაცვა, - ხაზი გაუსვა ო. ვასილიმ... - ჩვენ გვსურს ისეთივე დამოკიდებულება, როგორც დანარჩენი უკრაინელების მიმართ. მოვითხოვთ, რომ დღეს არ დაგვყონ მემარჯვენედ, მემარცხენედ, სწორად თუ არასწორად. ჩვენ უკრაინის მოქალაქეები ვართ და ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სახელმწიფოა“.
დეკანოზმა აღნიშნა, რომ უმე-ს მორწმუნეები ლოცულობენ უკრაინაში მშვიდობაზე, არაფერს არავის ართმევენ და არავისთან არ სურთ მტრობა.
„ერთადერთი, რაც გვსურს - თანასწორი უფლებებია. ჩვენი ერთადერთი იარაღი კი ლოცვაა. სხვა იარაღი ჩვენ არ გაგვაჩნია“, - ხაზი გაუსვა მან.
დასასრულს, მან განაცხადა, რომ მორწმუნეებმა სიმართლის ხმა მიაწვდინეს პრეზიდენტს - ვიტოვებთ იმედს, რომ ის მას გაიგებს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 აპრილს შედგა პრეს-კონფერენცია „უმე-ს მორწმუნეთა მიმართვა ხელისუფლების მიმართ: დისკრიმინაციული კანონები და შევიწროება“, შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალებულმა მორწმუნეებმა გადაიხადეს პარაკლისი ვლადიმირის მთაზე, რის შემდეგაც პრეზიდენტის ოფისთან მიმართვა მიიტანეს.
მიმართვის სრული ტექსტი გამოქვეყნებულია აქ.
ბულგარელი იერარქი: უკრაინის ომს ქრისტეს თვალით უნდა შევხედოთ
ბულგარელი ეპისკოპოსის თქმით, ეკლესიის ამოცანაა შეახსენოს ხალხს მართლმადიდებლობის პრინციპები და ღირებულებები, ილოცოს მშვიდობისთვის და ღვთისმოყვარე ხალხის გადარჩენაზე იზრუნოს.
მისმა უნეტარესმა კიევ-პეჩერის ლავრაში წაიკითხა დიდი კანონის პირველი ნაწილი
წმინდა ანდრია კრეტის კანონი იკითხება დიდი მარხვის პირველი კვირის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უფროსი: კიევი საუბრობს რელიგიურ თავისუფლებაზე, მაგრამ ხურავს ეკლესიებს
ტულსი გაბარდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რელიგიის თავისუფლება არ არის დაცული.
მისი უნეტარესი: დიდმარხვაში უნდა ვებრძოლოთ არა ერთმანეთს, არამედ ეშმაკს
მიტროპოლიტმა ონოფრემ შეახსენა დიდი მარხვის ლოცვის წესი.
მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის დიდი მარხვა დაიწყო
მართლმადიდებელი ეკლესია შევიდა დიდი მარხვის პერიოდში, რომელიც წინ უსწრებს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ქრისტეს აღდგომას.
ალბანეთში გარდაცვლილი წინამძღვრის სულიერი ანდერძი წაიკითხეს
მეუფე ანასტასის ანდერძი დაიწერა 2008 წელს.