საქმე უმე მღვდელმსახურის წინააღმდეგ:სასამართლომ ბრალმდებლების მხარე დაიჭირა
დეკანოზი ვიქტორ ზემლიანოი. ფოტო: СПЖ
ქ.როვნოს სააპელაციო სასამართლომ მეორე წრეზე გაუშვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკის, დეკანოზ ვიქტორ ზემლიანოის პროცესი, რომელსაც ბრალს სდებენ რელიგიური სიძულვილისა და ისეთი ნაწარმოებების გავრცელებაში, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ძალადობისა და სისასტიკის კულტს (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მუხ.161 და 300).
პირველი ინსტანციის სასალართლომ გადაწყვიტა, რომ მღვდელმსახურის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა არასწორად იქნა გამოტანილი.თუმცა პროკურატურა არ დაეთანხმა და გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება. მაშინ სააპელაციო სასამართლომ გადაავადა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ამჯერად საქმეს მღვდელმსახურის წინააღმდეგ განიხილავენ ხელახლა.
სხდომაზე დეკანოზ ვიქტორის ადვოკატმა რაისა პრიხოდკომ განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნაში არ არის მითითებული არც მოტივი, არც მიზანი, რაშიც ადანაშაულებენ მღვდელს, ის შეიცავს მხოლოდ ზოგად ფრაზებს "სიძულვილის გაღვივება"-ზე.
თვითონ მღვდელმა თქვა, რომ შეიტანს თხოვნას დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმის დახურვის შუამდგომლობაზე, რადგანაც საქმე მოგონილია. საკითხი იმაშია, რომ შეიძლება ეს გახდეს მღვდელმსახურებზე შემდგომი დევნის პრეცენდენტი."
ადრე რელიგიამცოდნე ლიუდმილა ფილიპოვიჩმა ისაუბრა, თუ როგორ ეხმარებოდა დეკანოზ ვიქტორ ზემლიანოის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გაყალბებაში .
ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას
1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.
გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი
„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.
ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.
უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა
პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.
რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".
ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.