უმე-ს აკრძალვა შეუძლიათ რუსეთის დოკუმენტების საფუძველზე

უმაღლესი რადა. ფოტო: РБК

8371 კანონპროექტის ახალი რედაქცია, რომელიც რადის კომიტეტის მიერ რეკომენდირებულია მისაღებად მეორე წაკითხვით, შეიცავს დებულებებს, რომელთა თანახმად უმე-ს აკრძალვა შესაძლებელი იქნება რუსეთის ფედერაციის სტრუქტურების საწესდებო დოკუმენტების საფუძველზე.

მჟკ-ს განკარგულებაში აღმოჩნდა კანონპროექტში ცვლილებებათა ტაბულა.

კერძოდ, დოკუმენტში (სტ. 3.1) ნათქვამია, რომ „რმე-ის მოღვაწეობა უკრაინის ტერიტორიაზე აკრძალულია“.

მე-5 სტატიაში ნათქვამია, რომ დაუშვებელია რელიგიური ორგანიზაციის მოქმედება, თუ ის აფილირებულია უცხოურ რელიგიურ ორგანიზაციასთან (გაერთიანებასთან), რომლის საქმიანობა აკრძალულია უკრაინის კანონის მე-3 სტატიის თანახმად - „ნაციონალური და საზოგადოებრივი უშიშროების, რელიგიური ორგანიზაციების მოღვაწეობის სფეროში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის შესახებ“.

ამ აფილირებით ნაჩვენებია, რომ:

· მმართველობის ორგანოების ოფიციალური დოკუმენტები და/ან გადაწყვეტილებები, და/ან წესდება (დებულება) უცხოური რელიგიური ორგანიზაციისა (გაერთიანებისა), რომლის საქმიანობა აკრძალულია... შეიცავენ უკრაინაში მოქმედ რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) მითითებებს ან დებულებებს, მმართველობის საწესდებო ორგანოების მიერ მოცემული უცხოური რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) კანონიკურ და საორგანიზაციო საკითხებში გადაწყვეტილებების მიღების უფლებას, რომლებიც სავალდებულოა  უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი რელიგიურ ორგანიზაციისთვის (გაერთიანებას) (პ. 3). 

· ოფიციალური დოკუმენტებით და/ან მმათველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებით და/ან წესდებით (დებულებით) უცხოური რელიგიური ორგანიზაციისა (გაერთიანებისა), რომლის საქმიანობა აკრძალულია... გათვალისწინებულია უკრაინაში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) ხელმძღვანელთა და/ან სრულუფლებიან წარმომადგენელთა აუცილებელი შესვლა მოცემული უცხოური რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) საწესდებო მმართველობით ორგანოებში.

გარდა ამისა, კანონის ახალ რედაქციაში მითითებულია, რომ წყდება რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების - რედ.) საქმიანობა, თუ ის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდაშია შემჩნეული.

„ამ ნორმის გამოყენებისას გათვალისწინებულია რუსული სამყაროს იდეოლოგიის პროპაგანდის გავრცელების ფაქტები, როგორც უშუალოდ რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) მიერ, ასევე მისი მმართველობის საწესდებო ან ახვა ორგანოების მიერ, სხვა პირების მიერ, ვინც მოქმედებს მათი სახელით, დავალებით ან შეთანხმების სხვა სახით, მიუხედავად ამ შეთანხმების ფორმისა“, - ნათქვამია 8271 კანონპროექტის ახალ რედაქციაში.

გარდა ამისა, „რუსული სამყაროს პროპაგანდის“ ფაქტების დასამტკიცებლად, სახელმწიფოს შეუძლია აამოქმედოს „რელიგიური ექსპერტიზის დასკვნები“, „ფიზიკური და იურიდული პირებისგან, მედია და სხვა საჯარო წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ რადის კომიტეტმა მოიწონა უმე-სთან დაკავშირებული კანონპროექტი მეორე წაკითხვით მისაღებად.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.