უმე-ზე ზეწოლის შემთხვევაში, მილიონობით ადამიანი ქუჩაში გამოვა, -რმე იერარქი
არქიეპისკოპოსი ლეონიდე (გორბაჩოვი). ფოტო: kommersant.ru
2021 წლის 25 აპრილს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის არქიეპისკოპოსმა ლეონიდემ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ ბერძნულ გამომცემლობასთან «Δημοκρατική» ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლება განახორციელებს ზეწოლას უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მილიონობით მორწმუნე ქუჩაში გამოვა, იუწყება „რომფეა“.
რუსეთის ეკლესიის იერარქმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ჯერ კიდევ მოქმედებენ კანონები, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უწევენ დისკრიმინაციას. „უფრო მეტიც, - თქვა მეუფემ, - მმართველმა პარტიამ შემოიტანა მთელი რიგი ახალი კანონპროექტები, ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად, ნებას აძლევს პრეზიდენტსა და უკრაინის ნაციონალური უშიშროების საბჭოს სასამართლოს გარეშე, ქონების კონფისკაციით გააუქმოს ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაცია გაუგებარი პოლიტიკური ბრალდებებით“.
ამავე დროს არქიეპისკოპოსმა ლეონიდემ ხაზი გაუსვა, რომ „პოლიტიკური გადაწყვეტილებით შეუძლებელია ქვეყნის ყველაზე დიდი კონფესიის გაუქმება“.
„სიმტკიცე, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა გამოამჟღავნეს, შოკისმომგვრელია. ეს მამაცი და ღვთისმოსავი ხალხია - ნამდვილი აღმსარებლები. თითქმის არც ერთი შემთხვევა არ არის, რომ ტაძრის მიტაცების დროს ისინი ჩხუბში ჩართულიყვნენ ან დარტყმაზე დარტყმოთ ეპასუხათ“, ხოლო გაერთიანებები, „რომლებმაც ტაძრები და სამართლებრივი სტატუსი დაკარგეს, არ ქრებიან, არამედ ისინი ლოცულობენ და მსახურობენ სახლებში, ხანდახან სოფლის სხვადასხვა ადგილებში. ბევრი მათგანი უკვე ახალ ტაძრებს აშენებს“, - უყვებოდა მეუფე ბერძენ ჟურნალისტებს.
არქიეპისკოპოსმა ლეონიდემ აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს აქტიური სამოქალაქო პოზიცია გააჩნიათ და ისინი კანონის ფარგლებში აპირებენ თავიანთი ეკლესიის დაცვას.
„სულ რამდენიმე დღეში შეგროვდა მილიონი ხელმოწერა ახალი დისკრიმინაციული კანონპროექტების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ პრეზიდენტის კანცელარიაში იყო გადაცემული. ვთვლი, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში შედეგი იქნება იგივე, რაც ჩერნოგორიაში: მილიონობით მართლმადიდებელი გამოვა ქუჩაში“, - დაასკვნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია „იძულებული იყო შეეწყვიტა ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, საეკლესიო კანონების შესაბამისად“. თუმცა, თქვა მეუფემ, „ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ ურთიერთობა ჩვენს ეკლესიებს შორის აღდგება. მაგრამ ამისთვის პატრიარქმა ბართლომემ თავი უნდა შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც არა მხოლოდ წესებს არღვევენ, არამედ თვით მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას უარყოფენ“.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მღვდელმთავარ ლეონიდეს სიტყვებით, რუსულმა ეკლესიამ კი არ გაწყვიტა ფანართან ურთიერთობა, არამედ ფანარმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას
1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.
გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი
„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.
ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.
უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა
პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.
რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".
ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.