ზელენსკი შეხვდა უნეტარეს ონოფრეს, მეუ-ს და უბკე-ს მეთაურებს
ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრა უმე-ს, მეუ-სა და უბკე-ს მეთაურებთან. ფოტო: president.gov.ua
28 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი შეხვდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს ონოფრეს, უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურს სვიატოსლავ შევჩუკს და უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ეპიფანეს. ამის შესახებ იუწყება უკრაინის პრეზიდენტის საიტი.
შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, განიხილეს მოახლოებული აღდგომის აღნიშვნა საკარანტინო შეზღუდვების პირობებში.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ აღდგომის წინ უკრაინაში COVID-19-ის დაავადებასთან არსებული სიტუაცია კონტროლირებადია, „ჩვენ ახლახანს დავამარცხეთ მესამე ტალღა“.
„ახლა პირველი კვირაა, როდესაც დაიწყო დაავადებულთა რაოდენობის დღეში ათასი-ორი ათასით შემცირება, - თქვა მან. - მინდა განვიხილო თქვენთან ერთად, როგორ შეიძლება ძლიერად ვიმოქმედოთ, რომ აღდგომის შემდეგ არ დავუშვათ რეგიონთა დაბრუნება „წითელ“ ზონაში, ეს ხომ ძალიან მოქმედებს მოქალაქეებზე და ეკონომიკაზე“.
როგორც პრეზიდენტის პრეს-სამსახური აღნიშნავს, რელიგიური ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ აღდგომის აღნიშვნა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყველა საეკლესიო გაერთიანების ყურადღების ცენტრშია, ხოლო მათი ხელმძღვანელები ცდილობენ მაქსიმალურად გააკეთონ ყველაფერი, რომ ღვთისმსახურება ონლაინ გადაიცემოდეს, ხოლო ხალხმა დაიცვას დისტანცია და გაიკეთოს დამცავი ნიღბები. ამავე დროს მათ აღნიშნეს სულიერი მზრუნველობის დიდი მნიშვნელობა საკარანტინე შეზღუდვების პირობებში, როდესც ხალხი დაღლილია, ხშირად აგრესიული და სასოწარკვეთილიც კი.
შეხვედრის ბოლოს ზელენსკიმ დაპატიჟა უნეტარესი ონოფრე, სვიატოსლავ შევჩუკი და ეპიფანე უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავის აღნიშვნაზე და „იმედი გამოთქვა უკრაინისთვის ერთობლივი ლოცვის ჩატარების გამო“.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ზელენსკის აღდგომის შემდეგ COVID-ის აფეთქების შიში აქვს.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.