სერბეთის იერარქი ყვებოდა, როგორ უნდა გადაწყდეს განხეთქილების პრობლემა
ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი (ბულოვიჩი). ფოტო: Православная жизнь
სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი, ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი (ბულოვიჩი) ბელგრადის გამომცემლობასთან „პოლიტიკა“ ინტერვიუში ყვებოდა, როგორ უნდა გადაწყდეს მართლმადიდებლობაში განხეთქილების პრობლემა.
„ამ პრობლემის გადაწყვეტის შესახებ აუცილებელია საუბარი, - თქვა იერარქმა, როდესაც კომენტარს აკეთებდა რუსეთისა და იერუსალიმის ეკლესიების ბოლოდროინდელ მოწოდებებზე ჩატარდეს ახალი შეხვედრა „ამანის ფორმატში“. - ისინი უნდა ტარდებოდეს სხვადასხვა ფორმატებში, ორმხრივ და მრავალმხრივ, ხოლო ყველაზე გონივრული და ნაყოფიერი კრებითი, სრულიად მართლმადიდებლური ფორმატი იქნებოდა“.
თუმცა, აღნიშნა ეპისკოპოსმა ირინეოსმა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი გაურკვეველი დროით უარს ამბობს სრულიად მართლმადიდებლური კრების მოწვევაზე.
იერარქის აზრით, ეს დაკავშირებულია ფანარის მეთაურის აზრთან, რომ „ის ნებისმიერ შემთხვევაში არის მართლმადიდებელი ეკლესიის რანგით პირველი ეპისკოპოსი და უფლება აქვს ადგილობრივი ეკლესიების იურიდსიქციის საკითხებში და ავტოკეფალიაში იმოქმედოს დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად, ყურადღება არ მიაქციოს მათ აზრს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს აზრი ეკუთვნის უმრავლესობას ან სულაც არის საყოველთაო“.
სამწუხაროდ, დაამატა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, „ეს რიტორიკა ბოსფორის სანაპიროდან ძალიან გავს რიტორიკას იტალიის ტიბროსის სანაპიროდან“.
„ახალი რომი“, კონსტანტინოპოლი, სამეფო ქალაქი, დრევანდელი სტამბული, თითქოს ცდილობს ეკლესიური თვალსაზრისით გახდეს „ძველი რომის“ ზუსტი ასლი, უფრო სწორად, ქრისტიანული ერის მეორე ათასწლეულის პაპის გამოცემის ასლი, რაზეც ადრე მართლმადიდებელი ეკლესია, სწორედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წინამძღვრობით, სამართლიანად „ქრისტეს დიდ ეკლესიად“ წოდებული, არასდროს არ თანხმდებოდა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც არ დათანხმდება“, - აღნიშნა ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ეპისკოპოსმა ირინეოსმა ჩამოთვალა პირობები, რომელთა მეშვეობით ფანარის მეთაურს შეუძლია დაიბრუნოს რეპუტაცია და ნდობა, რომლებიც მან დაკარგა უკრაინაში საეკლესიო სიტუაციაში ჩარევის შემდეგ.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.