მეუ-ს სურს აშშ-ს დახმარებით თავის სასარგებლოდ შეცვალოს კანონები? - ექსპერტი
რუსლან ბორტნიკი. ფოტო: persona.top
პოლიტიკურმა ექსპერტმა, „უკრაინის პოლიტიკური ინსტიტუტის“ დირექტორმა რუსლან ბორტნიკმა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან ინტერვიუში განმარტა, რატომ განიხილავენ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში რელიგიური გაერთიანებების „გადასვლის“ პრობლემას აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან.
მან აღნიშნა, რომ აშშ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეხვედრა უკრაინის ერთ-ერთ რელიგიურ ლიდერთან, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან ეპიფანესთან, - ეს აშშ-ს მხრიდან უეჭველად დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანია სწორედ ამ რელიგიური ორგანიზაციის მიმართ.
„ეს იმის დემონსტრირებაა, ვის თვლის აშშ პარტნიორებად, მეგობრებად. მაგრამ ეს დემონსტრირება მთლიანად ვერ ასახავს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების სინდისის თავისუფლებისა და არადისკრიმინაციის პრინციპებს, რომლებსაც აღიარებენ თვით აშშ-ში“, - აღნიშნა რუსლან ბორტნიკმა.
ამ შეხვედრაზე იმ საკითხების განხილვა, რომლებიც ეხება რელიგიურო ორგანიზაციების „გადასვლებს“ ერთი კონფესიიდან მეორეში, „მეტყველებს იმაზე, რომ სავარაუდოდ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერი ბაიდენთან ჩიოდა ახლანდელი უკრაინული კანონმდებლობის არაეფექტურობაზე“ ამ ნაწილში, დაამატა ექსპერტმა.
მისი აზრით, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობას შეეძლო ეთხოვა მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან, „რომ მას ზეწოლა მოეხდინა უკრაინის ხელისუფლებაზე ახალი კანონმდებლობის მიღების მხრივ, რომელიც გაამარტივებდა გაერთიანებების გადარეგისტრირებას იუსტიციის სამინისტროს ორგანოების მოქმედებების ნაწილში და, შესაძლებელია, კონსტიტუციური სასამართლოს განხილვის ნაწილში, რომელიც ეხება გაერთიანებების გადასვლის კონსტიტუციურობის ან არაკონსტიტუციურობის საკითხს“.
„ვნახოთ, როგორ განმარტავს უკრაინის ხელისუფლება ამ სიგნალებს, მაგრამ ის, რომ ეს შეხვედრა შედგა მხოლოდ ერთ რელიგიურ ლიდერთან, რა თქმა უნდა სხვა კონფესიებზე ზეწოლას ნიშნავს, რომლებიც პოტენციურად კონკურირებენ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან“ - დაასკვნა ექსპერტმა.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პოლიტოლოგ კონსტანტინე ბონდარენკოს აზრით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან გაერთიანებების „გადასვლის“ პრობლემის განხილვა - უკრაინის ხელისუფლებისადმი უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობის გზავნილია.
შეგახსენებთ, რომ ეპიფანესა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეხვედრის შედეგად, რომელიც შედგა კიევში 6 მაისს, უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში განაცხადეს, რომ „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბების საკითხზე, ხელოვნური დაბრკოლებებისგან განთავისუფლების მნიშვნელობაზე გაერთიანებების მიერ თავისუფალი, სინდისის თავისუფლების პრინციპებზე დამყარებული საკუთარი კუთვნილების განსაზღვრის პროცესში“.
ბულგარელი იერარქი: უკრაინის ომს ქრისტეს თვალით უნდა შევხედოთ
ბულგარელი ეპისკოპოსის თქმით, ეკლესიის ამოცანაა შეახსენოს ხალხს მართლმადიდებლობის პრინციპები და ღირებულებები, ილოცოს მშვიდობისთვის და ღვთისმოყვარე ხალხის გადარჩენაზე იზრუნოს.
მისმა უნეტარესმა კიევ-პეჩერის ლავრაში წაიკითხა დიდი კანონის პირველი ნაწილი
წმინდა ანდრია კრეტის კანონი იკითხება დიდი მარხვის პირველი კვირის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უფროსი: კიევი საუბრობს რელიგიურ თავისუფლებაზე, მაგრამ ხურავს ეკლესიებს
ტულსი გაბარდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რელიგიის თავისუფლება არ არის დაცული.
მისი უნეტარესი: დიდმარხვაში უნდა ვებრძოლოთ არა ერთმანეთს, არამედ ეშმაკს
მიტროპოლიტმა ონოფრემ შეახსენა დიდი მარხვის ლოცვის წესი.
მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის დიდი მარხვა დაიწყო
მართლმადიდებელი ეკლესია შევიდა დიდი მარხვის პერიოდში, რომელიც წინ უსწრებს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ქრისტეს აღდგომას.
ალბანეთში გარდაცვლილი წინამძღვრის სულიერი ანდერძი წაიკითხეს
მეუფე ანასტასის ანდერძი დაიწერა 2008 წელს.