მეუ-ს «იერარქი»: გამარჯვების დღე? მინდა ვიკითხო – ვისი ვისზე?

Михаил Зинкевич. Фото: скриншот c YouTube-канала «Православ'я Волині»

მეუ-ს ვოლინისა და ლუცკის «მიტროპოლიტი» მიხეილ ზინკევიჩი აღსარებაზე მოსულ მრევლს უყვებოდა, რომ ვერ ხვდება რატომ ზეიმობს უკრაინელი ხალხი 9 მაისს.

მისი სიტყვებით, «ჩვენ დღეს ვიხსენებთ ომს, და რატომღაც გიწევს უთხრა ყველას - გილოცავ გამარჯვების დღეს. მაგრამ მე, მინდა გულახდილად ვიკითხო – ვისი გამარჯვება ვისზედ?

«რა არის ჩვენთვის ვოლინის მაცხოვრებლებისთვის 9 მაისი, როდესაც ისევ შეიკრიბნენ ,,ლოთები’’ ? ჩვენთან რაც მეტი დრო გადის ომიდან, - მით უფრო მეტი ვეტერანი გვყავს – განაცხადა ზინკევიჩმა.

მან ასევე მოყვა, რომ 20- იან წლებში მოვიდნენ ვოლინში პოლონელები და ,,ყველაფერი წაიღეს’’ . შემდეგ 1938 წელს, მისი სიტყვებით, «ჩვენ სიხარულით ვხვდებოდით განმანთავისუფლებლებს, რომლებმაც გაგვანთავისუფლეს პოლონური წნეხისგან», ხოლო «მათ შეგვკრიბეს ყველა და დაგვხვრიტეს».

«მაგრამ მადლობა ღმერთს მოვლენ გერმანელები და გაგვანთავისუფლებენ პოლონელებისა და რუსებისგან», – თქვა «მიტროპოლიტმა». მაგრამ ამ შემთხვევაში, ამბობს მიხეილი, განთავისუფლება არ მოხდა , რადგანაც  «ისევ მოვიდნენ რუსები».

«და აი ახლა მე გისვამთ თქვენ, მოაზროვნე უკრაინელებს კითხვას – რომელი გამარჯვების დღეა დღეს? სად არის აქ უკრაინული დიდება? სად არის აქ სიცოცხლის გაფრთხილება? სად არის აქ სიყვარულისა და სამართლის დიდება? მითხარით, რისი აღნიშვნა გვსურს დღეს ჩვენ? განა საბჭოთა ჯარისკაცი არ გვესროდა ჩვენ? ის არ იყო? ის იყო. ანუ ვის ვადიდებთ დღეს ჩვენ? დღეს ჩვენ მოვიხსენიებთ ყველა უდანაშაულოდ მოკლულ ადამიანს. არ არის დღს გამარჯვების დღე, რადგანაც ამ ომში უკრაინას არც ერთხელ არ გაუმარჯვია. აქედან გამომდინარე ვინ ზეიმობს დღეს? ზეიმობს ის, ვინც აქ  (უკრაინაში – რედ.) კლავდა», – ხაზი გაუსვა მიხეილ ზინკევიჩმა.

ადრე მჟკ-მ დაწერა, რომ მიხეილ ზინკევიჩმა უკრაინის ჯარისკაცები წმინდანებად შერაცხა.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.