უმე-ს იერარქი: ეკლესიები საფრთხეშია ფანარიონის " უფლებამოსილებების გამო"
ბელგოროდის ეპისკოპოსი სილვესტერი (სტოიჩევი). ფოტო: kdais.kiev.ua
კიევის სასულიერო სკოლების რექტორი, ბელგოროდის ეპისკოპოსი სილვესტერი (სტოიჩევი) ინტერვიუში "სერბეთის საპატრიარქოს ჟურნალთან" ამბობს, რომ ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის საეკლესიო საქმეებში არაკანონიერ ჩარევაში პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში, მომავალში ნებისმიერი მათგანი შეიძლება აღმოჩნდეს უმე-ს ადგილას, გადმოსცემს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი.
უმე-ს იერარქი თვლის, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი აჩვენებს იმას, რა შეიძლება მოხდეს მსოფლიო მართლმადიდებლობაში, რადგანაც უკრაინაში პატრიარქი ბართლომე და ისინი, ვინც მას მხარს უჭერს, წყვეტენ ბევრად უფრო გლობალურ საკითხებს. ეს გლობალურ საკითხები წარმოადგენს ფანარიონის მცდელობას დააფუძნოს ისეთი საეკლესიო მოწყობა, რომელშიც ფანარიონი იქნება მთავარი, ყველა თავისი უფლებამოსილებებით, უფლებებით, დიასპორის მართვით, აპელაციის მიღების უფლებით და სხვა დანარჩენით",- განაცხადა ეპისკოპოსმა სილვესტერმა.
მან აღნიშნა, რომ ის, ვინც დაეთანხმება მიიღოს უკრაინის მიმართ ფანარიონის მოქმედებების კანონიერება , უნდა ესმოდეს, რომ ხუთი-ათი წლის შემდეგ ეს შეიძლება მოხდეს სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიმართაც. "ამიტომ ყოველმა ადამიანმა, მიეკუთვნება თუ არა ამ ან სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას, უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა და პატიოსნად უპასუხოს: რა მოელის მომავალში მსოფლიო მართლმადიდებლობას იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ეკლესიები აღიარებენ პატრიარქ ბართლომეს ქმედებებს კანონიერად? და თუ ამ კითხვაზე პასუხი გაიცემა პირდაპირ და პატიოსნად, მაშინ ყველა გაიგებს, რა საფრთხეში იმყოფება მართლმადიდებელი ეკლესია. ვიმედოვნებ, რომ ფანარიონის ქმედებების წინააღმდეგობის ერთადერთი ვარიანტი-ეს არის ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან თავისი პოზიციის გაცხადება",-შეაჯამა კიევის სასულიერო სკოლების რექტორმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ს იერარქი-სერბეთის ეკლესიის ჟურნალს: ფანარიონის მოქმედებები უკრაინაში არაკანონიურია.
დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა
მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.
ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი
ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.
მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს
„ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.
აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი
ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.