ელადის იერარქი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ: ეკლესია არასდროს არ აღიარებს მათ

მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი. ფოტო: rua.gr

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მესენიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა აზრი გამოთქვა ერთსქესიანთა წყვილების კანონპროექტის შესახებ და განაცხადა, რომ ეკლესია მას არ მიიღებს, იუწყება გამომცემლობა «Афинские новости».

მიტროპოლიტ ქრიზისტომოსის სიტყვებით, „ელადის ეკლესიას არ შეუცვლია თავისი პოზიცია. თავიდანვე ის კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდა, ვინაიდან თვლის, რომ ის მის რწმენასა და სწავლებას ეწინააღმდეგება“.

„ეკლესიას თავიდანვე ჰქონდა ამ კანონპროექტის საწინააღმდეგო პოზიცია ყველაზე კეთილშობილური ფორმით. მან განაცხადა, რომ ვერ მიიღებს მას, იმიტომ რომ ის მის იდენტობას, მის სწავლებას, მისი რწმენის შენაარსს  ეწინააღმდეგება“, - თქვა მიტროპოლიტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ „ეკლესია ვერანაირად ვერ შეცვლის მას. დროდადრო ეკლესია ძალზე ბევრ აღმოჩენას აკეთებდა, მაგრამ ვერარანაირ შეღავათს ის ვერ დაუშვებს და ეს ყველას უნდა ესმოდეს“.

მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა ეჭვები გამოთქვა საზოგადოების მიერ ერთსქესიან წყვილებზე კანონის მიღების შესახებ: „არ მგონია, რომ საზოგადოებამ დღეს შეძლოს ამ კანონის მიღება. ადამიანები, რომლებსაც სწამთ და ეკლესიის წიაღში იმყოფებიან, ვერასდროს ვერ შეძლებენ ამ საკანონმდებლო რეგულირების მიღებას. მე ამას ნათლად ვაცხადებ“.

„მე ვერ მივიღებ (ერთსქესიან) ურთიერთობებს, რომელიც ქორწინების დონეზე განიხილება. ამას ვერ შევძლებ. ეკლესია ყველას იღებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ (გეი) ქორწინება იურიდიულად და ინსტიტუციონალურად გაფორმებული ვერ იქნება“, - თქვა იერარქმა.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს სახელმწიფოებრივი კანონია, მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა განაცხადა: „ეკლესია არასდროს არ მიიღებს  და არ აღიარებს მას“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მესენიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა განაცხადა, რომ ეკლესიამ არ უნდა აუკრძალოს ზიარება იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც  გეი-ქორწინებების ლეგალიზებას მისცეს  ხმა.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.

მეუ-ს „იერაქმა“ უმე-ს უწოდა მტერი, რომელიც საბოლოოდ ნეიტრალიზებული უნდა იყოს

 „ეპისკოპოსი“ ს. გორობცოვი უმე-ს მისამართით  ჰიმნის სტრიქონებს ციტირებდა: „ჩვენი მტერი გაქრება ისე, როგორც ნამი მზეზე“.

აშშ-მ უბრალოდ უნდა აუხსნას უკრაინას, რომ ეკლესიის აკრძალვა არ შეიძლება, - ადვოკატი

ამსტერდამის სიტყვებით, კანონი უმე-ს აკრძალვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკანონმდებლო აქტია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.